ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/03/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110309001, 21/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016027
  • Word
4
07/03/2011
ვებგვერდი, 110309001, 21/03/2011
010260020.35.121.016027
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №4

2011 წლის 7 მარტი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის 2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

     მუხლი 1

I. შეტანილ იქნეს ცვლილებები ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2 დადგენილებაში და მისი მე-5 მუხლი ნაცვლად არსებულისა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს:

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1.0 ჰა მიწის ნაკვეთებისათვის:

ა.ა) სახნავ-სათესი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისათვის: მწირი ხარისხის – 58.0 (ორმოცდათვრამეტი) ლარით, კარგი ხარისხის – 73.0 (სამოცდაცამეტი) ლარით;

ა.ბ) სათიბებისა და საძოვრებისათვის: სათიბი – 16 ლარი, გაკულტურებული სათიბი – 19.0 ლარი, საძოვარი – 10.0 ლარი, გაკულტურებული საძოვარი – 15.0 ლარი;

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1.0 კვ.მ მიწის ნაკვეთებისათვის:

ბ.ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 0,0888 ლარი;

ბ.ბ) თემების (სოფლების) ტერიტორიაზე – 0,0444 ლარი;

    მუხლი 2

1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გ. ოჩხიკიძემ.

  საკრებულოს თავმჯდომარე         დ. კაკაბაძე