ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

  • Word
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 010211, 01/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.144.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
24/01/2011
ვებგვერდი, 010211, 01/02/2011
210020020.35.144.016032
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/02/2011 - 04/02/2011)

 ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2011 წლის 24 იანვარი

ქ. ქარელი

 ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნას ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – ერთი ლარის ოდენობით;

ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარის ოდენობით.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ფორმულის გამოყენებით - მ=გxრ., სადაც: მ აღნიშნავს ერთი თვის მოსაკრებელს; გ  აღნიშნავს მოსაკრებლის განაკვეთის ზომის ერთეულს თვეში; რ აღნიშნავს ზომის ერთეულის ფაქტობრივ რაოდენობას (ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.):

 

მოსაკრებლის გადამხდელი

ზომის ერთეული ,,რ“

ნარჩენების დაგროვების ნორმა კუბ.მ თვეში

ერთი კუბ.მ ნარჩენის გატანის ღირებულება (ლარი)

მოსაკრებ-ლის განაკვეთი თვეში (ლარი) ,,გ“

1.

მოსახლეობა

სული

0,085

5,841

0,50

2.

ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,018

5,841

0,11

3.

პოლიკლინიკები,სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის ერთი კვ.მ.0,035

0,0180

5,841

0,11

4.

საავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი საწოლი

0,053

5,841

0,31

5.

სასტუმროები(ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისთვის მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი საწოლი

0,053

5,841

0,31

6.

სასურსათო მაღაზიები(სავაჭრო დარბაზი) შერეული

ფართის ერთი კვ.მ.

0,035

5,841

0,21

7.

მაღაზიები და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი)

ფართის ერთი კვ.მ.

0,011

5,841

0,07

8.

რესტორნები, სასადილოები,კაფეები, ბარები და სხვა საზ. კვების ობიექტები

ერთი დასაჯდომი ადგილი

0,011

5,841

0,65

9.

აბანოები და საუნები

ერთი კვ.მ.

0,025

5,841

0,15

10.

სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო დაწესებულებები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი მოსწავლე

0,008

5,841

0,05

11.

თეატრები და კინოთეატრები

ერთი სავარძელი

0,015

5,841

0,09

12.

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,025

5,841

0,15

13.

ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,003

5,841

0,02

14.

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,003

5,841

0,02

15.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,002

5,841

0,01

16.

საცხობები

სამუშაო ფართის ერთი კვ.მ.

0,025

5,841

0,15

17.

ბაზრები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,017

5,841

0,10

18.

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები

ღია ფართის ერთი კვ.მ.

0,002

5,841

0,01

დახურული ფართის ერთი კვ.მ.

0,018

5,841

0,11

19.

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,018

5,841

0,11

20.

ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,008

5,841

0,05

21.

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,002

5,841

0,01

22.

მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები საწარმოო ნარჩენების გარდა

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,005

5,841

0,03

23.

მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობების შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები0,002

საერთო ფართის ერთი კვ.მ.

0,034

5,841

0,20

24.

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა) 0,008

ღია ფართის ერთი კვ.მ.

0,002

5,841

0,01

დახურული ფართის ერთი კვ.მ.

0,008

5,841

0,05

 

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით.

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე-კვარტალში 5625 ლარის ოდენობით.

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე)  სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული

 ამონაგების 15 %.

    მუხლი 3

 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

    მუხლი 4

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილება.

    მუხლი 5

ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                               პ. ღვინიაშვილი