დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.144.016071 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2011 წლის 30 დეკემბერი
ქ. ქარელი
,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილების (სსმ 01.02.2011) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7000 ლარის ოდენობით“.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები