დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110307032, 16/03/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.144.016040 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 4 მარტი
ქ. ქარელი
,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ’’ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 იანვრის №6 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარის ოდენობით თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის:
| № | მოსაკრებლის გადამხდელი | ზომის ერთეული | მოსაკრებლის განაკვეთი თვეში(ლარი) |
| 1. | ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის ერთი კვ.მ.
| 0,11 |
| 2. | პოლიკლინიკები,სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,11 |
| 3. | საავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი საწოლი | 0,31 |
| 4. | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისთვის მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი საწოლი | 0,31 |
| 5. | სასურსათო მაღაზიები(სავაჭრო დარბაზი) შერეული | ფართის ერთი კვ.მ. | 0,21 |
| 6. | მაღაზიები და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი) | ფართის ერთი კვ.მ. | 0,07 |
| 7. | რესტორნები, სასადილოები,კაფეები, ბარები და სხვა საზ. კვების ობიექტები | ერთი დასაჯდომი ადგილი | 0,65 |
| 8. | აბანოები და საუნები | ერთი კვ.მ. | 0,15 |
| 9. | სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო დაწესებულებები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი მოსწავლე | 0,05 |
| 10. | თეატრები და კინოთეატრები | ერთი სავარძელი | 0,09 |
| 11. | დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,15 |
| 12. | ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,02 |
| 13. | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,02 |
| 14. | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| 15. | საცხობები | სამუშაო ფართის ერთი კვ.მ. | 0,15 |
| 16. | ბაზრები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,1 |
| 17. | ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,11 | ||
| 18. | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,11 |
| 19. | ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,05 |
| 20. | საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| 21. | მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა ნაგებობები საწარმოო ნარჩენების გარდა | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,03 |
| 22. | მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობების შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,2 |
| 23. | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა) | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,05 |
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები