ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან "დელტასთან" სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1088
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016122
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1088
30/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
040030000.08.002.016122
ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან "დელტასთან" სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2010 - 01/09/2011)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 1088

2010 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი სამეცნიერ-კვლევითი დაწესებულების – საჯარო  სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან” სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. რეორგანიზებულ იქნეს შემდეგი სამეცნიერ-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ბ) ინსტიტუტი ,,ოპტიკა”;

გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;

ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.

2. ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითიებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბაზაზე  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან” (შემდეგში,,დელტა”) შეიქმნას მდეგი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;

ბ) ინსტიტუტი ,,ოპტიკა”;

გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;

დ) რაფიელ დვალის მანქანათმექანიკის ინსტიტუტი;

ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.

3. ,,დელტასთან” შექმნილი ამ ბრძანეულების მე-2 პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები – საჯარო სამართლის იურიდიული პირები ჩაითვალონ ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისსაჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლეებად.

4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს ,,დელტამ”.

5. ,,დელტამ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალურადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით უზრუნველყოს ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში მითითებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების წესდებების დამტკიცება.

6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის №531 და ,,ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 სექტემბრის №736  ბრძნებულებები.

7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან.

. სააკაშვილი