დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების - საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების - საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის №1088 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110902011, 02/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016309 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №487
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის №1088 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ზოგიერთი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან ,,დელტასთან“ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების – საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 დეკემბრის №1088 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №172, მუხ. 2522) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.“;
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები