ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 24/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
395
23/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
430210000.10.003.016126
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2010 - 26/01/2011)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 395

2010 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1. ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კა­­ნო­ნის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­­ოდენობა განისაზღვრება 1-დან 160 მოსწავლის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამოითვლება ეროვნული სას­­წავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა როდენობის, სა­­­­თობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარ­ჯე­ბის გათ­ვალისწინებით; საჯარო სკოლებისათვის, რომლებიც სწა­­ლე­ბას ახორციელებენ სპეციალური საგანმანათლებლო სა­ჭი­რო­ებ­ის მქონე მოსწავლეთათვის, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფი­ნან­სური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გა­მოითვლება ინდივიდუალურად, თითოეული საჯარო სკო­ლის სა­ჭიროებიდან გამომდინარე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნ­­ტით გათვალის­წი­ნე­ბუ­­ლი საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოს­წავ­ლეზე გათვლილი ფი­ნანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლა­რის ოდენობით.

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შე­­საბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისა­ზღვ­რე­­ბა:

ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით 1,433-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით 1,3-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით 1,283-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით 1,233-ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,166-ით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს 1,1-ით;

ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით 1,72-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით ­1,56-ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლემდე 1,54-ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით 1,48-ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით 1,4-ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს 1,32-ით.

4.    ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შე­­საბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისზღვროს ერთ მოსწავ­ლე­ზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესა­ბა­მი­სი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენ­­­ით:

ა) საჯარო სკოლებისათვის, პირველიდან მე-8 კლასის ჩათ­­ვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით 430 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით 390 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით 385 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით 370 ლარით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით 350 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს 330 ლარით;

ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათ­ვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 209 მოსწავლის ჩათვლით 516 ლარით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 210-დან 299 მოსწავლის ჩათვლით 468 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით 462 ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით 444 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით 420 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს 396 ლარით.

5.    კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვ­როს 300 ლარით.

6. არაქართულენოვანი კოლებისათვის/სექტო­რებ­ის­­თვის გა­­­­­დილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხ­ლის მე-4 პუნქტის და ქვეპუნქტებით დადგენილი ვა­­ჩე­რის 0,08 კოეფიცი­ენ­­ზე გამრავლებით და მიღებული ნამრავლის ჯა­­მით.

7.    საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარ­­­და, საბაზო დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი სახით, კერ­ძოდ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) ა“ ქვეპუნქტის ა.ა“ და ბ“ ქვეპუნქტის ბ.ა“ ქვეპუნ­ქ­ტე­ბით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 30 000 ლარით;

ბ) ა“ ქვეპუნქტის ა.ბ“ და ბ“ ქვეპუნქტის ბ.ბ“ ქვეპუნქ­ტე­ბით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 17 000 ლარით;

გ) ა“ ქვეპუნქტის ა.გ“ და ბ“ ქვეპუნქტის ბ.გ“ ქვეპუნქ­ტე­ბით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 14 000 ლარით;

დ) ა“ ქვეპუნქტის ა.დ“ და ბ“ ქვეპუნქტის ბ.დქვე­პუნ­ქ­­ტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 10 000 ლარით.

მუხლი 2. ნორმა­ტი­ული აქტების შესახებსაქართველოს კა­ნონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზოგადი განა­თ­ლე­ბის და­საფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორ­­მატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდ­ე­ნ­ო­ბის განსაზღვრის შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილება.

მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური