დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.10.003.017079 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №406
2012 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში (სსმ, 24/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები