"ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016198
  • Word
37
26/01/2011
ვებგვერდი, 310111, 31/01/2011
430210000.10.003.016198
"ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 37

2011 წლის 26 იანვარი

. თბილისი

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად , „ზოგადი გა­ნათ­ლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფი­ნან­სური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუ­ჩ­ე­რის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილებაში შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 1,433-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1,3-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 1,283-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 1,233-ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,166-ით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 1,1-ით;

ბ) მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 1,72-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1,56-ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლემდე – 1,54-ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 1,48-ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 1,4-ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 1,32-ით..

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის და ქვეპუნქტები  ჩა­­მო­ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჯარო სკოლებისათვის, პირველიდან მე-8 კლასის ჩა­თ­­ვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 430 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 385 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 370 ლარით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 350 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 330 ლარით;

ბ) საჯარო სკოლებისათვის, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათ­ვ­ლ­ით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 161-დან 230 მოსწავლის ჩათვლით – 516 ლარით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 231-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 468 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 300-დან 449 მოსწავლის ჩათვლით – 462 ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 450-დან 599 მოსწავლის ჩათვლით – 444 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 600-დან 999 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება 1000 მოსწავლეს – 396 ლარით..

3.    დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი ში­ნ­ა­ა­რსის მე-8 პუნქტი:

„8. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ და­დ­­გე­ნი­ლე­ბის პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებით განსა­ზღვ­რუ­ლი დაფი­ნან­სე­ბ­ის გარ­და, ესაჭიროებათ დამატებითი დაფინან­სე­ბა და აგრეთვე და­მა­ტებითი დაფინანსების ოდენობას განსა­ზ­ღ­­ვრავს საქართველოს გა­ნათლებისა და მეცნიერების მი­ნი­ს­ტრი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანა­ვე. 

პრემიერ-მინისტრი                                                                               . გილაური