დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 23/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.186 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/03/2005 - 23/09/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №53
2005 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
თამთა ბერიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ირანისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი
რომან კაკულია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
რამაზ გიორგაძე – შპს „ საქართველოს რკინიგზის“ კომერციული დირექტორი
ნიკა ვაშაკიძე – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ჯემალ ინაიშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე
დავით ინგოროყვა – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
თემურ მიმინოშვილი – ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსი
გიორგი მჟავანაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
გენრიხ მურადიანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ისააკ ნავრუზოვი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
თემურ უსტიაშვილი – შპს „ ბათუმის ნავსადგურის“ დირექტორი
გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ შურღაია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში
ალექსანდრე ჩიქავა – საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები