„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 28/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023430
219
26/04/2022
ვებგვერდი, 27/04/2022
010220020.10.003.023430
„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2022 წლის 26 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თვე­ლო­სა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამ­თავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბ­ის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ, №33, 23/03/2005) შეტანილ იქ­ნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნ­ქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და ყაზა­ხე­თ­ის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამ­თა­ვ­რობო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

ლევან დავითაშვილი

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე;

გენადი არველაძე

 

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გიორგი ხანიშვილი

 

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ნუნუ მიცკევიჩი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

სოსო გიორგაძე

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;

თამილა ბარკალაია

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

გიორგი სურმანიძე

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი;

დავით საგანელიძე

 

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი;

დავით ფერაძე

 

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი;

გოგიტა თოდრაძე

 

სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;

მიხეილ ხიდურელი

 

სსიპ-ის – აწარმოე საქართველოში დირექტორი;

ნინო ჩიქოვანი

 

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე;

კახი დემეტრაშვილი

 

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

თამარ ყორიაული

 

  სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

ლევან დათაშვილი

 

სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე;

თარაშ პაპასქუა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

ეკა ყუბუსიძე

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

რატი დევაძე

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ნანა შავიძე

 

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი;

ალექსანდრე პაპიაშვილი

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი;

ანი ვაშაყმაძე            

 

 სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი კობეშავიძე

 

სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საბაჟო, სანიტარული-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს მრჩეველი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 28 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი