დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.017294 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 მარტის №53 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, №33, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; ირაკლი ქაშიბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი; გიორგი ციკოლია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; გოგიტა გვენეტაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მარინე მაჭარაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე ყიფიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი; მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; დავით ლეჟავა – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; იოსებ სხირტლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსი; დავით ნატროშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; მამუკა ბახტაძე – სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი; მაია გუნცაძე – სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ირაკლი კოტეტიშვილი – სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი; თამთა ცოცხალაშვილი – სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; ნინო ცეცხლაძე – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პორთფელის მენეჯერი; ირაკლი კოვზანაძე – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ბაჩიაშვილი სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; მიხეილ სხიერელი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეკონომიკურ საკითხებში ურთიერთობის კოორდინატორი; ნანა შავიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები