დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 06/12/2010 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.22.027.016048 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (06/12/2010 - 28/12/2010)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №225
2010 წლის 6 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის №116 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (შემდგომში – მაცნე) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე „მაცნეს“ მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებს და მათი გადახდის წესს.
მუხლი 2. საფასურის ცნება
საფასური არის „მაცნის“ ვებგვერდზე ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე „მაცნის“ მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი.
მუხლი 3. საფასურის სახეები
საფასურის სახეებია:
ა) გამოქვეყნების საფასური;
ბ) მომსახურების საფასური.
მუხლი 4. გამოქვეყნების საფასური
1. „მაცნეში“ ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნება ხორციელდება „მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
2. ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასური:
ა) ერთი გვერდიდან 10 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 20 (ოცი) ლარი;
ბ) 11 გვერდიდან 50 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 15 (თხუთმეტი) ლარი;
გ) 50 გვერდზე მეტი – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისათვის 10 (ათი) ლარი.
3. გვერდების რაოდენობა იანგარიშება გამოსაქვეყნებლად წარდგენილი დოკუმენტის თითოეული გვერდის მიხედვით. არასრული გვერდი ჩაითვლება ერთ გვერდად.
მუხლი 5. მომსახურების საფასური
1. „მაცნის“ ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისათვის დაწესებულია მომსახურების საფასური (დანართი №1).
2. ვებგვერდზე განთავსებული სხვა ნორმატიული და საინფორმაციო დოკუმენტებით სარგებლობა უფასოა.
მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურების გადახდა შესაძლებელია წინასწარი გადახდის ფორმით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
2. მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს №1 დანართში აღნიშნული მომხმარებელთა რაოდენობის, მომსახურების დროის პერიოდისა და შესაბამისი ფასდათმობების გათვალისწინებით.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. განმცხადებელს გადახდილი საფასური უბრუნდება, თუ:
ა) განმცხადებელმა გამოქვეყნების თაობაზე განცხადების შემოტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ ბრძანებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ ბრძანებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) თუ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ისეთი დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნებაც არ განეკუთვნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის “ კომპეტენციას.
2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
დანართი №1
|
მომხმარებელთა რაოდენობა |
პერიოდი |
ერთეულის ფასი |
ფასდათმობა (%) |
ერთეულის ფასი ფასდათმობით |
|
1- დან 10- ის ჩათვლით |
1 თვე |
30 ლარი |
|
30 ლარი |
|
6 თვე |
180 ლარი |
10% |
162 ლარი |
|
|
12 თვე |
360 ლარი |
20% |
288 ლარი |
|
|
11- დან 50- ის ჩათვლით |
1 თვე |
20 ლარი |
|
20 ლარი |
|
6 თვე |
120 ლარი |
10% |
108 ლარი |
|
|
12 თვე |
240 ლარი |
20% |
192 ლარი |
|
|
51- დან 100- ის ჩათვლით |
1 თვე |
15 ლარი |
|
15 ლარი |
|
6 თვე |
90 ლარი |
10% |
81 ლარი |
|
|
12 თვე |
180 ლარი |
20% |
144 ლარი |
|
|
101- ზე მეტი |
1 თვე |
10 ლარი |
|
10 ლარი |
|
6 თვე |
60 ლარი |
10% |
54 ლარი |
|
|
12 თვე |
120 ლარი |
20% |
96 ლარი |
|
|
1 ნორმატიული აქტის დათვალიერება( ჩამოტვირთვა) |
|
2 ლარი |
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები