„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 29/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 210070000.22.027.016060
  • Word
237
28/12/2010
სსმ, 170, 29/12/2010
210070000.22.027.016060
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 237

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანებაში (სსმ III, 2010 წ., №159, მუხ. 2255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისათვის, აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდებისთვის დაწესებულია მომსახურების საფასური (დანართი №1).“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ ბრძანებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.“.

3. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ.ადეიშვილი

 დანართი №1

მომხმარებელთა რაოდენობა

პერიოდი

ერთეულის ფასი

ფასდათმობა (%)

ერთეულის ფასი ფასდათმობით

1-დან 10-ის ჩათვლით

1 თვე

30 ლარი

30 ლარი

6 თვე

180 ლარი

10%

162 ლარი

12 თვე

360 ლარი

20%

288 ლარი

11-დან 50-ის ჩათვლით

1 თვე

20 ლარი

20 ლარი

6 თვე

120 ლარი

10%

108 ლარი

12 თვე

240 ლარი

20%

192 ლარი

51-დან 100-ის ჩათვლით

1 თვე

15 ლარი

15 ლარი

6 თვე

90 ლარი

10%

81 ლარი

12 თვე

180 ლარი

20%

144 ლარი

101- დან 300-ის ჩათვლით

12 თვე

96 ლარი

301 - დან 500-ის ჩათვლით

12 თვე

72 ლარი

1 ნორმატიული აქტის დათვალიერება (ჩამოტვირთვა)

2 ლარი

შენიშვნა:

ა) 500-ზე მეტი მომხმარებლის შემთხვევაში, მომსახურების საფასური განისაზღვრება ხელშეკრულებით;

ბ) თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასურია თვეში 2 ლარი.“.