თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 606
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 20, 31/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
606
28/10/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 20, 31/10/1997
330.130.000.05.002.000.
თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/10/1997 - 05/10/1998)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №606

1997 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაუდებელ და პერსპექტიულ ღონისძიებათა შესახებ

თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა ბოლო წლებში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაფინანსების სიმცირის გამო საექსპლუატაციოდ ვერ გადაეცა მშენებარე საბურთალოს ხაზი, რომლის მშენებლობაც დაიწყო 1986 წელს. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამ ხაზის ღია მეთოდით მშენებარე 2,2 კმ მონაკვეთზე მშენებლობის დაყოვნებამ ავარიასაშიში სიტუაციები შექმნა.

სახიფათო მდგომარეობაა აგრეთვერუსთაველი-2-ვაზისუბნისხაზზე, სადაც ქალაქის ინტენსიური განაშენიანების ქვემოთ გაყვანილია 3,0 კმ-ზე მეტი მიწისქვეშა გამონამუშევრები. 1991 წლიდან ამ ხაზზე სამშენებლო სამუშაოები მთლიანად შეჩერებულია და მიმდინარეობს მხოლოდ შენახვითი (ფუჭი) სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა, ფეთქებადსაშიში აირის _ მეთანის განიავება, განათება და სხვ.).

რადგან მეტროპოლიტენი მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების ძირითადი საშუალებაა, გასაშვები ხაზების მშენებლობის შეჩერება ქალაქს დამატებით სირთულეებს უქმნის.

მეტროპოლიტენის მშენებარე ხაზებზე მძიმე ავარიული მდგომარეობის თავიდან აცილებისა და საბურთალოს დარუსთაველი-2-ვაზისუბნისმშენებარე ხაზების ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით:

1. თბილისის მშენებარე მეტროპოლიტენი მიჩნეულ იქნეს ქვეყნის მშენებლობის პრიორიტეტულ ობიექტად.

2. მუნიციპალურმა საწარმოთბილმეტროპოლიტენმა“ (. გაბუნია) და სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენმა“ (. სონღულაშვილი) უზრუნველყონ:

) 2000 წელს მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე სადგურ. გოცირიძიდანსადგურუნივერსიტეტამდე“ 2,2 კმ სიგრძის მონაკვეთის 2 სადგურით საექსპლუატაციოდ გადაცემა, აგრეთვე 1998 წელს №20 ობიექტის, ხოლო 1999 წელს დეპოს განშტოების და დეპო №2-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დამთავრება და საექსპლუატაციოდ გადაცემა.

) 2002 წელს მეტროპოლიტენის სადგურახმეტელის თეატრისმეორე ამოსასვლელის, ხოლო 2004 წელს სადგურმარჯანიშვილისმეორე ამოსასვლელის საექსპლუატაციოდ გადაცემა;

) „რუსთაველი-2-ვაზისუბნისხაზზე ძირითადი სამუშაოების გაგრძელება.

3. მუნიციპალურმა საწარმოთბილმეტროპოლიტენმა“:

) უზრუნველყოს მშენებლობისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარების დროული შეძენა და დანიშნულებისამებრ მიწოდება;

) უზრუნველყოს მეტროპოლიტენის მშენებარე ობიექტები საჭირო საპროექტო დოკუმენტაციით.

4. სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენმათბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოსთან ერთად ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს მეტროპოლიტენის მშენებარე საბურთალოს ხაზის საექსპლუატაციოდ გადაცემის, აგრეთვე `რუსთაველი-2-ვაზისუბნის~ ხაზზე გამონამუშევრების უსაფრთხოების სამუშაოების დეტალური გრაფიკები.

5. „რუსთაველი-2-ვაზისუბნისხაზის გამონამუშევრების მოვლა-შენახვისა და ავარიასაწინააღმდეგო სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესასრულებლად 0,5 მლნ ლარი ყოველწლიურად.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №549, სსმIII, №2, 26.10.21998წ.,  მუხ.19

6. (ძალადაკარგულია).

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №549, სსმIII, №2, 26.10.21998წ.,  მუხ.19

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

) მშენებარე საბურთალოს ხაზის ავარიული მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს 1997 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 მლნ ლარის შეუფერხებლად გაცემა;

) 1998-2000 წლებში ფინანსირების კვარტალებად დაყოფისას საჭირო მასალების წინასწარი შეძენის მიზნით პირველი კვარტალის მოცულობა განსაზღვროს საერთო თანხის 40 პროცენტის ოდენობით, მათ შორისავანსების სახით 20 პროცენტი მეოთხე კვარტალში თანაბარი დაკავებით.

8. თბილისის მეტროპოლიტენის პერსპექტიული განვითარებისათვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და თბილისის მერიამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებისას გაითვალისწინონ 2010 წლამდე სადგურებისახმეტელის თეატრისდამარჯანიშვილისმეორე ამოსასვლელების საექსპლუატაციოდ გადაცემა დარუსთაველი-2-ვაზისუბნისხაზზე სამუშაოების გაგრძელების უზრუნველსაყოფად სათანადო დაფინანსება.

9. თბილისის მერიამ:

) 1997-1998 წლებში განახორციელოს საბურთალოს მშენებარე ხაზზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გადატანა, ვაჟა-ფშაველას გამზირის კეთილმოწყობა და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა;

) შექმნას მეტროპოლიტენის ობიექტების მშენებლობის საკოორდინაციო შტაბი თბილისის მერის ხელმძღვანელობით, ფინანსთა სამინისტროს, სხვა დაინტერესებულ სამინისტროთა და უწყებათა ხელმძღვანელ მუშაკთა მონაწილეობით.

10. საპროექტო ინსტიტუტმასაქტრანსპროექტმა“ (.ღლონტი) და მუნიციპალურმა საწარმოთბილმეტროპოლიტენმაორ თვეში უზრუნველყონ ხარჯთა ნუსხის დაზუსტება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების განსაზღვრით მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის გაჭიანურებასთან დაკავშირებული დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობის გამო და დადგენილი წესით მისი დამტკიცება. აღნიშნული სამუშაოს დაფინანსება განხორციელდეს მიმდინარე წლის მეტრომშენებლობისათვის გამოყოფილი სახსრებიდან.

თბილისის მერიამ დაზუსტებული ხარჯთა ნუსხის მიხედვით საბურთალოს ხაზის 2000 წელს საექსპლუატაციოდ გადაცემისათვის ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული სახსრების უკმარისობის შემთხვევაში, წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.

11. „რუსთაველი-2-ვაზისუბნისხაზის მშენებლობის ღირებულების შემცირების მიზნით 1998 წელს თბილისის მერიამ განიხილოს თბილისის განახლებულ სატრანსპორტო სქემაშიელიასდასახლების პერსპექტიული განაშენიანების გათვალისწინებით სადგურელიასმშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხი.

12. მუნიციპალურმა საწარმოთელასმა“ (.გაბრიჭიძე) მიიღოს ქმედითი ზომები სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენისობიექტების სტაბილური უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად სათანადო ანაზღაურების პირობით.

13. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (. ადეიშვილი), რკინიგზის დეპარტამენტმა (. ჩხაიძე), საჰაერო დეპარტამენტმა (. ჭანკოტაძე) სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენისდაკვეთის შესაბამისად ხელი შეუწყონ საჭირო ტვირთების გადაზიდვას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთიდან საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით.

14. საქართველოს მრეწველობის სამინისტრომ (.აგლაძე) სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენისდაკვეთის შესაბამისად უზრუნველყოს დაქვემდებარებულ ქარხნებში კონსტრუქციებისა და ნაკეთობების, მათ შორის საავიაციო ქარხანაში (.ხოფერია), 1999 წლის ბოლომდე სადგურ `უნივერსიტეტისათვის~ ქოლგურების და ვიტრაჟების დამზადება.

15. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (.ჯაფარიძე) სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენისათვისსანიტარიული ჭრიდან მეტროპოლიტენის ობიექტების მშენებლობისათვის გაითვალისწინოს 1998 წლიდან ყოველწლიურად 2 ათასი კუბ. მეტრი მოცულობის ხე-ტყის მასალის გამოყოფა.

16. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (. ზალდასტანიშვილი) ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენსსაზღვარგარეთის ქვეყნებში მეტროპოლიტენის ხაზების მშენებლობისათვის საჭირო კონსტრუქციების, ნაკეთობათა, მოწყობილობების და აგრეთვე მანქანა-მექანიზმების შეძენასა და შემოტანაში.

17. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საბაჟო დეპარტამენტმა (.აბულაძე) დახმარება გაუწიონ სახაზინო საწარმოთბილმეტრომშენსმეტროპოლიტენის ობიექტების მშენებლობისათვის საჭირო ტვირთების საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოზიდვის დროს.

18. ქ. თბილისის მერიამ, ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ვაჭრობის და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ მიიღონ საჭირო ზომები მეტროპოლიტენის მშენებლობის დაფინანსების სხვა ალტერნატიული წყაროების მოძიებისათვის და შესაძლებლობის შემთხვევაში წარმოადგინონ სათანადო წინადადებები.

. შევარდნაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №549, სსმIII, №2, 26.10.1998წ.,  მუხ.19