„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე

  • Word
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 19/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 300380000.22.024.014508
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-1/525
14/04/2010
სსმ, 43, 19/04/2010
300380000.22.024.014508
„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (19/04/2010 - 14/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.014.508

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/525

2010 წლის 14 აპრილი

 ქ. თბილისი

„გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე

„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა დასაქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის 77 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისმე-8 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები“ და 1 – 30 დანართები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2002 წლის 28 მარტის №8 ბრძანება „უსაფრთხოების წესები გაზის მეურნეობაში“ დამტკიცების შესახებ“.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი

გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები

თავი I

გავრცელების სფერო და ტერმინთა განმარტება

    მუხლი 1. გავრცელების სფერო

1. „მოთხოვნების“ გავრცელების სფეროში შედის:

ა) დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის გამანაწილებელი გაზსადენები, აგრეთვე ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი (სკოლები, საბავშვო ბაღები, კინოთეატრები, სანახაობრივი დაწესებულებები) და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემები;

ბ) საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზის სისტემები;

გ) გაზმარეგულირებელი სადგურები, პუნქტები და დანადგარები;

დ) გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტები);

ე) სარეზერვუარო და ჯგუფური ბალონიანი დანადგარები;

ვ) გაზის სისტემებზე გაზსაშიში სამუშაოების წარმართვა;

ზ) დასახლებული პუნქტის გაზსადენი;

თ) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საწარმო, რომლებიც აპროექტებენ, აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ არა უმეტეს 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ2 ) ჭარბი წნევის ბუნებრივი გაზით და არა უმეტეს 1,6 მეგპა (16 კგძ/სმ2 ) ჭარბი წნევის გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით მომარაგების სისტემებს და ასევე მოიხმარენ გაზს ტექნოლოგიური მიზნებისათვის, ამზადებენ და იყენებენ გაზის მეურნეობის მოწყობილობას.

2. ყველა გაზის მიმწოდებელი საწარმო და სამრეწველო ობიექტი უფლებამოსილია აწარმოოს ამ „მოთხოვნების“ შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ „მოთხოვნებს“.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა:

ა) ბუნებრივი გაზის განაწილებისას – გაზსადენების კომპლექსი მაგისტრალური გაზსადენის გამანაწილებელი სადგურიდან მომხმარებლებამდე: გაზსადენები, ნაგებობები გაზსადენზე, გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის საშუალებები, მარეგულირებელი სადგურები, პუნქტები, დანადგარები, სამრეწველო ობიექტების, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების გაზსადენები და გაზმოწყობილობა;

ბ) გათხევადებული ნახშიწყლბადიანი გაზების განაწილებისას – გაზსავსები სადგურების, პუნქტების, სარკინიგზო და საავტომობილო გაზის ცისტერნების, გაზის ბალონების საზიდი სპეციალური ავტოტრანსპორტის, ჯგუფური ბალონიანი დანადგარების, მიწისზედა და მიწისქვეშა რეზერვუარების, ბალონების პარკის ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტებისა და მოსახლეობის მომარაგებას.

2. საწარმოს (ორგანიზაციის) გაზის სისტემა – საწარმოს (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე განლაგებული გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემა.

3. გაზმოწყობილობა – მარეგულირებელი, ჩამკეტი, მცველი არმატურა, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიზაციის საშუალებები, სანთურები, აგრეთვე, გაზის ხელსაწყოები და აპარატები, რომლებშიც გაზი გამოიყენება საწვავად ორთქლისა და ცხელი წყლის მისაღებად, საკვების მოსამზადებლად და გათბო-ბისათვის, აგრეთვე ტექნოლოგიურ ნედლეულად.

4. გაზის მიმწოდებელი საწარმო – საწარმო, მათ შორის, გამანაწილებელი საწარმო, რომელიც ახორ-ციელებს ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების სისტემებისა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას.

5. გაზის სისტემაზე პასუხისმგებელი პირი – საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია გაზის მეურნეობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

6. გაზსადენი – მილსადენი გაზის ტრანსპორტირებისათვის გაზის შორეული ტრანსპორტირებისათვის მოპოვების ადგილიდან მოხმარების პუნქტამდე.

7. ბუნებრივი გაზი (აირი) – ნახშირწყალბადები, რომლებიც 12 მპა წნევასა და 200 0 C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31,8 მეგჯ/მ3  (7600 კკალ/ მ3 ).

8. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები (აირები) – ნახშირწყალბადების ნარევი (ძირითადად პროპანი C3 H8  და ბუტანი – C4 H10 ), რომლებიც შედარებით მცირე წნევის ან ტემპერატურისას თხევად, ნორმალურ პირობებში კი აირად მდგომარეობაშია.

9. მაგისტრალური მილსადენი (მილსადენი) – 150 მილიმეტრის ან მეტი პირობითი დიამეტრის მილ-სადენები, აგრეთვე ამ მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად;

10. დასახლებული პუნქტის გაზსადენი – გაზსადენი მაგისტრალური გაზსადენის მანაწილებელი სადგურიდან გაზის მომხმარებლებამდე (შენობებისა და ნაგებობების გარე კედლებამდე).

11. შიდა გაზსადენები – გაზსადენები სხვადასხვა დანიშნულების შენობებისა და ნაგებობის შიგნით.

12. ოდორანტი – მოხმარების უსაფრთხოების გაზრდისა და გაჟონვის გამოვლენის მიზნით გაზში დასამატებელი ნივთიერება დამახასიათებელი სუნის მისაცემად.

13. ოდორიზაცია – გაზში ოდორანტის შერევა.

14. გაზსავსები სადგური – საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება რკინიგზის, წყლის, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლებისათვის მიწოდება ავტოცისტერნებით და ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

15. გაზსავსები პუნქტი – მცირე მწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლისათვის მიწოდება ბალონებით, აგრეთვე, ბალონების რემონტი, ტექნიკური შემოწმება და შეღებვა.

16. სარეზერვუარო დანადგარი – დანადგარი, რომელიც რეზერვუარიდან გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით ამარაგებს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, საზოგადოებრივ შენობებს, კომუნალურ, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს.

17. ჯგუფური ბალონიანი დანადგარი _ გაზმომარაგების დანადგარი ორზე მეტი ბალონით.

18. საორთქლებელი დანადგარი – დანადგარი ნახშირწყალბადიანი გაზების ხელოვნურად საორთქლებლად.

19. გაზსაშიში სამუშაო – სამუშაო, რომელიც ტარდება დაგაზიანებულ გარემოში ან რომლის წარმოე-ბისას შესაძლებელია გაზის გაჟონვა.

20. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაო – ნებისმიერი სამუშაო ღია ცეცხლის გამოყენებით.

21. გაზსადენების კოროზიისაგან დაცვა – ღონისძიებათა კომპლექსი მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების დასაცავად ნიადაგისა და მოხეტიალე დენების კოროზიული ზემოქმედებისაგან.

22. გაზსადენების იზოლაცია (პასიური დაცვა) – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების ანტიკოროზიული საფარი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგთან მილის ლითონის შეხებას.

23. გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვა – მიწისქვეშა ფოლადის გაზსადენების კათოდური, სადრენაჟო და პროტექტორული დაცვა, რომელთა მიზანია, შესაბამისად, გაზსადენებზე კათოდური პოლარიზაციის უზრუნველყოფა, მოხეტიალე დენების დაბრუნება მათ გამომწვევ წყარომდე (რკინიგზის, ელექტროფიცირებული საქალაქო ტრანსპორტის წევის ქვესადგურები) ან გაზსადენების ნაცვლად თვით პროტექტორის (ანოდური ელექტროდის) დაშლა.

24. მილსადენის არმატურა – მოწყობილობა მილსადენით ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ნაკადების მართვისათვის. იყოფა სამ ძირითად კლასად: ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი.

25. ჩამკეტი არმატურა – მოწყობლობა მილსადენში ნაკადის გადასაკეტად.

26. მარეგულირებელი არმატურა – მოწყობილობა გაზის გამომავალი წნევის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, მიუხედავად გაზის ხარჯისა.

27. მცველი არმატურა – მოწყობილობა გაზის წნევის დასაშვებზე მეტად აწევისაგან დასაცავად.

28. მცველი საფალიე მოწყობილობა – მოწყობილობა გაზის სანთურის და მაზუთის მფრქვევანას ავტომატური ან დისტანციური დანთებისათვის.

29. სამრეწველო ობიექტი – მეწარმე სუბიექტი, რომელიც ტექნოლოგიურ პროცესებს წარმართავს გაზის გამოყენებით, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც გაზს მოიხმარენ საკვების მომზადებისათვის ან/და წარმართავენ პროცესებს საყოფაცხოვრებო გაზის დანადგარების საშუალებით.

30. ადმინისტრაციული ობიექტი – საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები.

31. საზოგადოებრივი ობიექტი – საგანმანათლებლო დაწესებულებების, თეატრების, საკონცერტო და სპორტის დარბაზების შენობები.

32. საექსპლუატაციო რეესტრი – ობიექტების/მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების და მათზ ე ჩატარებული კაპიტალური რემონტის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.

თავი II

პერსონალი

    მუხლი 3. მომსახურე პერსონალი

1. გაზის სისტემების მქონე ობიექტებზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა შესასრულებელი სამუშაოებისათვის.

2. გაზსაშიში სამუშაოების წარმოებისას პასუხისმგებელია შემსრულებელი იურიდიული ან ფიზიკური პირი.

თავი III

გაზის სისტემები

    მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები გაზის სისტემების მიმართ

1. გაზმომარაგების სისტემების დაპროექტებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას ახორციელებენ იურიდიული ან/და ფიზიკური პირები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. გაზის სისტემების ახალი საწარმოო პროცესებისა და ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა, ახლად დამუშავებული მოწყობილობისა და ავტომატიზაციის საშუალებების ნიმუშების გამოცდა ხორციელდება მწარმოებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად ტექნიკური პირობების მიხედვით.

3. გაზმომარაგების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს გაზით უწყვეტ და უსაფრთხო მომარაგებას, აგრეთვე, გაზის მომხმარებლების ოპერატიული გამორთვის შესაძლებლობას.

4. ბუნებრივი გაზის ოდორიზაციას ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენის საწარმო, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისას – დამამზადებელი ქარხანა.

5. სუნის ინტენსიურობის საკონტროლო სინჯების აღების პუნქტებს (ადგილებს) და პერიოდულობას ადგენს გაზის მიმწოდებელი საწარმო.

    მუხლი 5. გაზის სისტემების ექსპლუატაცია

1. საცხოვრებელი შენობების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის ტექნიკური მომსახურება და რემონტი ხორციელდება გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ ან გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემების უსაფრთხო ექსპლუატაციის ორგანიზაცია ევალება მათ მფლობელს.

3. საწარმო ვალდებულია ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში შეინახოს გაზმომარაგების საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაცია.

4. დასახლებული პუნქტის გაზსადენზე ელექტროქიმიური კოროზიისაგან დამცავ სარეზერვო და ჯგუფურბალონიან დანადგარზე, გაზმომმარაგებელ სადგურზე, პუნქტსა და დანადგარზე, გაზსავსებ სადგურსა და პუნქტზე უნდა შედგეს საექსპლუატაციო რეესტრი.

თავი IV

გაზსაშიში სამუშაოები

    მუხლი 6. ზოგადი მოთხოვნები გაზსაშიში სამუშაოების მიმართ

აკრძალულია გაზსაშიში სამუშაოების წარმოების ადგილას გარეშე პირთა ყოფნა, აგრეთვე თამბაქოს მოწევა და ღია ცეცხლის წყაროს გამოყენება. ქვაბულები და ჭები მათში სამუშაოების წარმოებისას უნდა შემოიღობოს. სამუშაო ადგილის მახლობლად უნდა განლაგდეს მაფრთხილებელი ნიშნები.

    მუხლი 7. საკონტროლო დაწნეხა

1. ყველა გაზსადენი და გაზმოწყობილობა მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე, აგრეთვე მათი რემონტის შემდეგ, ექვემდებარება გარეგან დათვალიერებას და საკონტროლო დაწნეხას.

2. საკონტროლო დაწნეხა წარმოებს ჰაერით ან ინერტული აირით.

3. ნებისმიერი წნევის დასახლებული პუნქტის გაზსადენი ექვემდებარება საკონტროლო დაწნეხას 0,02 მეგპა(0,2 კგძ/სმ2 ) წნევით. წნევის დაცემა ერთი საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 10 დკპა-ს (10 მმ წყ.სვ.).

4. ობიექტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის, აგრეთვე გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების, გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის დაწნეხა სრულდება 0,01 მეგპა (0,1 კგძ/სმ2 ) წნევით. წნევის დაცემა ერთი საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 დკპა (60 მმ წყ.სვ.)-ს.

5. ობიექტების შიგა გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის საკონტროლო დაწნეხა წარმოებს 500 დკპა (500 მმ წყ.სვ.) წნევით. წნევის დაცემა 5 წუთის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 20 დკპა (20 მმ წყ.სვ.)-ს.

6. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარიანი და ჯგუფურბალონიანი დანადგარების შემოსაკრავები საკონტროლოდ უნდა დაიწნეხოს 0,3 მეგპა (3 კგძ/ სმ2 ) წნევით ერთი საათის განმავლობაში. დაწნეხის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ არ ხდება მანომეტრზე წნევის ხილული დაცემა და გაჟონვები, რაც მოწმდება საპნის ემულსიით.

7. მისაერთებელ გაზსადენებში ჰაერის წნევა შენარჩუნებული უნდა იყოს მიერთების ან გაზის გაშვების სამუშაოების დაწყებამდე.

8. თუ დათვალიერებული და საკონტროლოდ დაწნეხილი გაზსადენები არ იყო შევსებული გაზით, გაზის გაშვების სამუშაოების განახლებისას განმეორებით უნდა მოხდეს მათი დათვალიერება და დაწნეხა.

    მუხლი 8. მოქმედ გაზსადენთან მიერთება

1. ახალი გაზსადენის მოქმედთან მიერთების ხერხს შეარჩევს გაზის მიმწოდებელი ან მისი ფუნქციების შემსრულებელი საწარმო.

2. აკრძალულია ექსპლოატაციაში მიუღებელი ახლად აშენებული გაზსადენებისა და გაზმომხმარებელი ობიექტების მიერთება მოქმედ გაზსადენთან.

3. გაზის გაშვების წინ ობიექტებზე, რომლებიც მიღებულია ექსპლოატაციაში, მაგრამ არ ფუნქციონირებს, უკანასკნელი გამოცდის დღიდან 6 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ახლად აშენებული გაზსადენების ნორმებით გაზსადენების განმეორებითი გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე, შემოწმდეს ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის დანადგარების მუშაობა, საკვამლე და სავენტილაციო სისტემების მდგომარეობა, გაზის მოწყობილობის, არმატურის, საზომ და ავტომატიზაციის საშუალებათა კომპლექტურობა და გამართულობა.

4. მოქმედ გაზსადენთან ახლად აშენებული გაზსადენებისა და ობიექტების მიერთება წარმოებს მხოლოდ ამ გაზსადენებსა და ობიექტებში გაზის გაშვების წინ. მოქმედ გაზსადენებთან ახლად აშენებული გაზსადენების, გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტების, დანადგარებისა და განშტოების (შემყვანების) მიერთებამდე თითოეული მისაერთებელი გაზსადენის ბოლოში უნდა დაიდგას სახშობი. თუ მისაერთებელი გაზსადენის ბოლოს დაყენებულია გამომრთველი მოწყობილობა, სახშობი იდგმება მის შემდეგ. გარდა ამისა, შენობაში შემყვანები მოქმედ გაზსადენთან მიერთებამდე უნდა განცალკევდეს შიგა გაზსადენებისაგან. მიერთების (შედუღების) ადგილები (პირაპირები) უნდა გამოიცადოს ჰერმეტულობაზე მუშა წნევით, ხელსაწყოთი ან საპნის ემულსიით.

5. გაზით ჭრა და შედუღება მოქმედ გაზსადენზე დასაშვებია 40-200 დკპა (40-200 მმ წყ.სვ.) წნევისას. სამუშაოთა წარმოების დროს მუდმივად უნდა ხდებოდეს წნევის კონტროლი. თუ წნევა ნაკლებია 40 დკპა (40 მმ წყ.სვ.)-ზე ან აღემატება 200 დკპა (200 მმ წყ.სვ.)-ს, ჭრის ან შედუღების სამუშაოები უნდა შე-ჩერდეს.

6. სპეციალური მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება და სამუშაოთა ხარისხი, დასაშვებია გაზსადენების მიერთება წნევის შემცირების გარეშე.

7. წნევის კონტროლისათვის სამუშაოს შესრულების ადგილზე უნდა დაიდგას მანომეტრი.

8. მოქმედ შიგა გაზსადენებზე დამატებითი მოწყობილობის დაყენებისას შედუღების და ჭრის სამუშაოები უნდა ჩატარდეს ჰაერით ან ინერტული აირით წინასწარი გაქრევის შემდეგ.

9. მოქმედ გაზსადენთან ახალი გაზსადენის მიერთებისას წნევის შემცირება უნდა მოხდეს ჩამკეტი მოწყობილობის ან წნევის რეგულატორის საშუალებით. ამ უბანზე წნევის მომატების საშიშროების გამო-სარიცხად გამოყენებული უნდა იქნეს გაზმარეგულირებელი პუნქტებისა და დანადგარების, აგრეთვე, საწარ-მოებისა და სხვა ობიექტების საქრევი სანთლები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამუშაოების წარმოების ადგილას წინასწარ დამონტაჟებული საქრევი სანთლები ჩამკეტი მოწყობილობით, საიდანაც გაზი შეძლებისდაგვარად უნდა დაიწვას.

10. წნევის ქვეშ მყოფ გაზსადენში წნევის შეუმცირებლად შეჭრა დასაშვებია გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ შემუშავებული სქემით.

11. გადახურულ ჭებში, გვირაბებში, კოლექტორებში, ტექნიკურ სარდაფებში, გაზმარეგულირებელ სადგურებსა და პუნქტებში, გაზსავსები სადგურების და პუნქტების ტერიტორიებზე მოქმედ გაზსადენებზე მათი გამორთვისა და ჰაერით ან ინერტული აირით გაქრევის გარეშე შედუღებისა და გაზით ჭრის სამუშაოების წარმოება დაუშვებელია. გაზსადენების გამორთვისას ჩამკეტი მოწყობილობის შემდეგ უნდა დაიდგას სახშობები.

12. გაზის ჭებში შედუღება და ჭრა, აგრეთვე არმატურის, კომპენსატორებისა და მამხლოებელი მილ-ტუჩების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ გადახურვის მთლიანად მოხსნის შემდეგ.

13. ჭებში, ქვაბულებსა და კოლექტორებში შედუღების ან გაზით ჭრის სამუშაოების შესრულების დაწყებამდე ჰაერი უნდა შემოწმდეს დაგაზიანებაზე. გაზის მოცულობითი წილი ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს აალების ქვედა ზღვრის 20%-ს. სინჯები აიღება ყველაზე ცუდად განიავებადი ადგილებიდან.

14. გათხევადებული ნახირწყალბადიანი გაზების გაზსადენებზე შედუღების სამუშაოთა შესრულების მთელი დროის განმავლობაში ჭები და ქვაბულები უნდა ნიავდებოდეს ჰაერის დაჭირხნით ვენტილატორების ან კომპრესორების საშუალებით.

    მუხლი 9. გაზის გაშვება

1. გაზის გაშვებისას გაზსადენები უნდა განიავდეს ჰაერის სრულად გამოდევნამდე. განიავების დამთავრება განისაზღვრება ანალიზით ან აღებული სინჯების დაწვით. ჟანგბადის მოცულობითი წილი გაზის სინჯი არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს. გაზი უნდა იწვოდეს მშვიდად.

2. გაზსადენის გაქრევისას აკრძალულია გაზჰაერის ნარევის გამოშვება სათავსებში, კიბის უჯრედებში, აგრეთვე სავენტილაციო და კვამლსარინ სისტემებში. გაზჰაერის ნარევი გაზსადენის გაქრევისას გამოშვებული უნდა იქნეს ისეთ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მისი შენობაში მოხვედრა ან აალება ცეცხლის წყაროდან.

3. მომხმარებლისაკენ განშტოებებზე, ცალკეული შენობების შემყვანებზე დაყენებული სახშობების მოხსნა ხდება გაზის გაშვების სამუშაოების ხელმძღვანელი პირის მითითებით, ვიზუალური დათვალიერებისა და გაზსადენის დაწნეხის შემდეგ.

4. საცხოვრებელ სახლებში გაზის გაშვებამდე მობინადრეებს გაზის მიმწოდებელმა საწარმომ უნდა აცნობის გაზის გაშვების შესახებ და გააცნოს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესები.

5. გაზსადენებზე, რომლებშიც შეწყვეტილია გაზის მიწოდება 6 თვეზე მეტი ხნით, გაზის გაშვებამდე უნდა ჩატარდეს ხელახალი გამოცდა სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ახლად აშენებული გაზსადენის გამოცდის ნორმების მიხედვით, შემოწმდეს ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის დანადგარების მუშაობა, საკვამლე და სავენტილაციო სისტემების მდგომარეობა, გაზის მოწყობილობის, არმატურის, საზომ და ავტომატიზაციის საშუალებათა კომპლექტურობა და გამართულობა.

    მუხლი 10. ტექნიკური მომსახურება და რემონტი

1. დაგაზიანებულ ჭებში, კოლექტორებსა და სათავსებში, აგრეთვე, შენობის გარეთ დაგაზიანებულ ატმოსფეროში აკრძალულია სარემონტო სამუშაოების ჩატარება ღია ცეცხლის გამოყენებით (შედუღება, გაზით ჭრა).

2. გარე და შიგა გაზსადენებზე დაყენებული მოწყობილობის (არმატურა, ფილტრები, მრიცხველები და ა.შ.) გახსნა და შეცვლა ხდება გაზსადენის გამორთულ მონაკვეთზე. გამომრთველი მოწყობილობა უნდა დაიხშოს.

3. გაზსადენებზე დაყენებული სახშობები უნდა შეესაბამებოდეს მაქსიმალურ წნევას გაზსადენში, ჰქონდეს მილტუჩებიდან გამოსული ბოლოები, დაღი გაზის წნევისა და გაზსადენის დიამეტრის მითითებით.

4. ჩამკეტი არმატურის ჩობლების დატენვა, კონდენსატშემკრებების კუთხვილიანი შეერთებების დაშლა საშუალო და მაღალი წნევის დასახლებული პუნქტის გაზსადენებზე დასაშვებია, თუ გაზის წნევა არ აღემატება 0,1 მეგპა (1 კგძ/სმ2 )-ს.

5. მილტუჩა შეერთებების შუასადებების შეცვლა დასახლებული პუნქტის გაზსადენებზე დასაშვებია, თუ გაზის წნევა გაზსადენში არის 40-200 დკპა (40-200 მმ წყ.სვ.).

6. მილტუჩა, კუთხვილიანი შეერთებებისა და არმატურის დაშლა ნებისმიერი წნევის შიგა გაზსადენზე უნდა ხდებოდეს გაზსადენის გამორთულ და დახშულ უბნებზე.

7. გაზსადენები გაზისაგან დასაცლელად უნდა გაქრევდეს ჰაერით ან ინერტული აირით გაზის მთლიანად გამოდევნამდე. გაქრევის დამთავრება განისაზღვრება ანალიზით. აირის ნარჩენი მოცულობითი წილი გაზსადენში არ უნდა აღემატებოდეს აალების ქვედა ზღვრის 20 %-ს.

8. ქვაბები და გაზზე მომუშავე სხვა აგრეგატები შიგა დათვალიერების და რემონტის დროს გაზსადენიდან უნდა გამოირთოს სახშობებით. ქვაბის ან აგრეგატის საცეცხლეში მუშაობა ნებადართულია მხოლოდ გაზისაგან დაცლისა და დაგაზიანებაზე შემოწმების შემდეგ.

9. სახლშიგა გაზმოწყობილობის ონკანების შეზეთვა 50 მმ და ნაკლები დიამეტრის გაზსადენებზე დასაშ-ვებია უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით, თუ გაზის წნევა არ აღემატება 300 დკპა (300 მმ წყ.სვ.)-ს.

    მუხლი 11. ინსტრუმენტები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები

1. დაგაზიანებულ გარემოში სამუშაოთა წარმოებისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ინსტრუმენტები და სპეციალური ტანსაცმელი.

2. გაზსაშიში სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებული გადასატანი სანათები უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.

თავი V

დასახლებული პუნქტის გაზსადენები და მისი ნაგებობები

    მუხლი 12. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და ნაგებობების მიმართ

1. მაგისტრალური გაზსადენის გაზგამანაწილებელი სადგურის გამოსასვლელზე გაზის წნევის სიდიდე მიმწოდებელმა უნდა შეინარჩუნოს წინასწარ დადგენილ ნომინალურ ან მომხმარებელთან ოფიციალურად შეთანხმებულ დონეზე. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ქსელებში გაზის წნევის კონტროლი ხდება მისი გაზომვით გაზმომარაგების რეჟიმის მიხედვით ყველაზე დაბალი წნევის წერტილებში წელიწადში ერთხელ მაინც (ზამთრის პერიოდში) გაზის მაქსიმალური მოხმარების საათებში. გაზომვის წერტილები (პუნქტები) შეირჩევა გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ.

2. გაზსადენებზე დამონტაჟებული ჩამკეტი არმატურისა და კომპენსატორებისათვის აუცილებელია ყოველწლიური ტექნიკური მომსახურებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რემონტის ჩატარება.

3. იმ საწარმოს ადმინისტრაციამ, რომლის ტერიტორიაზეც ტრანზიტით გადის გაზსადენი, უნდა უზ-რუნველყოს გაზის მიმწოდებელი საწარმოს მომსახურე პერსონალის დაშვება გაზსადენის დათვალიერებისა და რემონტის ჩასატარებლად, საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის.

4. გაზსადენის მომიჯნავე მიწისქვეშა ნაგებობების (კომუნიკაციების) მფლობელები დროულად უნდა ატარებდნენ გაზსადენიდან 15 მ-ის მანძილზე მაინც ჭებისა და კამერების სახურავების წმენდას მათი დაგაზიანების შემოწმების მიზნით გაზის მიმწოდებელი საწარმოს მიერ.

5. სამშენებლო და მიწის სამუშაოების წარმოება გაზსადენის დასაცავი ზონის (15 მ-ზე ახლოს) ფარგლებში დასაშვებია გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით. სამუშაოების დაწყებამდე გაზის მიმწოდებელ საწარმოს წარედგინება სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტი, იმისათვის რომ გამოირიცხოს გაზსადენის დაზიანება. გაზის მიმწოდებელი საწარმო სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტის მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს საკუთარ პოზიციას, ამასთან პასუხის გაუცემლობა ითვლება თანხმობად.

6. სარტყამი მექანიზმებისა და მიწასათხრელი ტექნიკის მუშაობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს გაზსადენის ფაქტობრივი ადგილმდებარეობა ხელსაწყოებით ან შურფების ხელით გათხრით.

7. მოქმედი გაზსადენების მახლობლად შენობების, საინჟინრო ნაგებობების (კომუნიკაციების), გზების მშენებლობისას და მათ მიერ გაზსადენების გადაკვეთის შემთხვევაში სამშენებლო საწარმოებმა უნდა დაიცვან მოქმედი ნორმატიული აქტებისა და პროექტის მოთხოვნები.

8. მოქმედ დასახლებული პუნქტის გაზსადენებზე უნდა ტარდებოდეს შემოვლა, ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით, რიგგარეშე ტექნიკური გამოკვლევა (ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკა), აგრეთვე მიმდინარე და კაპიტალური რემონტები ამ „მოთხოვნების“ შესაბამისად.

    მუხლი 13. შემოვლა

1. მიწისქვეშა გაზსადენის ტრასის შემოვლის პერიოდულობას ადგენს და მასზე პასუხისმგებელია გაზის მიმწოდებელი საწარმო.

2. გაზსადენის ტრასაზე ნაგებობათა დაგაზიანების ან გარეგანი ნიშნების მიხედვით გაზის გაჟონვის გამოვლენისას შემომვლელებმა უნდა აცნობონ ამის შესახებ საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურს და ბრიგადის მოსვლამდე მიიღონ ზომები გარშემომყოფთა (მობინადრეების, გამვლელების) გასაფრთხილებლად დაგაზიანების თაობაზე, მოწევის, ღია ცეცხლით და ელექტროხელსაწყოებით სარგებლობის დაუშვებლობის და სათავსების განიავების აუცილებლობის შესახებ. დამატებით ორგანიზებულ უნდა იქნეს ხელსაწყოებით შემოწმება და დაგაზიანებული სარდაფის, შენობათა ცოკოლისა და პირველი სართულების, მიწისქვეშა ნაგებობათა (კომუნიკაციების) კამერებისა და ჭების განიავება გაზსადენის ორივე მხარეს 50 მ მანძილზე.

    მუხლი 14. ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით

მოქმედი მიწისქვეშა გაზსადენების ტექნიკური გამოკვლევა ხელსაწყოებით უნდა ჩატარდეს 5 წელიწადში ერთხელ მაინც.

თავი VI

გაზმარეგულირებელი სადგურები, პუნქტები და დანადგარები

    მუხლი 15. ზოგადი მოთხოვნები გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მიმართ

1. გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების მუშაობის რეჟიმის დადგენა ხდება პროექტის შესაბამისად.

2. სამრეწველო, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და საზკვების ობიექტების, საცხოვრებელი შენობების გაზმარეგულირებელი დანადგარების გამართვის პარამეტრები განისაზღვრება პროექტით და ზუსტდება გაზის გაშვების სამუშაოების დროს.

3. ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და სამუშაოები, რომლებიც სრულდება ტექნიკური მდგომა-რეობის დათვალიერების (შემოვლის), ტექნიკური მომსახურების, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დროს, უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

4. მოწყობილობის რემონტის შემთხვევისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რედუქცირების სარეზერვო ხაზი ან შემოვლითი გაზსადენი (ბაიპასი). ბაიპასის მოწყობა გაზის მიწოდებისას ისეთ დანად-გარებზე, რომლებიც გათვლილია მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში მუშაობაზე, საჭირო არაა. შემოვლითი გაზსადენით გაზის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მოწყობილობისა და არმატურის რემონტისათვის.

5. ჰაერის ტემპერატურა გაზმარეგულირებელი სადგურებისა და პუნქტების სათავსებში განისაზღვრება პროექტით, გამოყენებული მოწყობილობის კონსტრუქციისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მიხედვით, დამამზადებელი ქარხნების პასპორტების შესაბამისად.

6. გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის შენობაზე გარედან, კარადისებრ მარეგულირებელ პუნქტზე და გაზმარეგულირებელი დანადგარის შემოღობვაზე უნდა იყოს მაფრთხილებელი წარწერები „ცეცხლსაშიშია – გაზი“.

    მუხლი 16. შემოვლა

1. გაზმარეგულირებელი სადგურების (იქ, სადაც არ არის სადღეღამისო მორიგეობა), პუნქტებისა და დანადგარების ექსპლუატაციისას უნდა შემოწმდეს (შემოვლით) მათი ტექნიკური მდგომარეობა საწარმოო ინსტრუქციით დადგენილი პერიოდულობით, რაც უზრუნველყოფს ექსპლუატაციის უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

2. გაზის გაჟონვები უნდა აღმოიფხვრას დაუყოვნებლივ.

    მუხლი 17. წნევის რეგულატორები

1. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების წნევის რეგულატორებიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 0,003 მეგპა (0,03 კგძ/სმ2 )-ს.

2. გაზის წნევის რყევა გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოსასვლელზე დასაშვებია მუშა წნევის 10%-ის ფარგლებში. მუშა წნევის მომატების ან შემცირების გამომწვევი უწესივ-რობები რეგულატორში უნდა აღმოიფხვრას საავარიო წესით.

3. გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში წნევის რეგულატორის მუშაობაში ჩართვა დასაშვებია მცველი ჩამკეტი სარქვლის ამოქმედების მიზეზების გამოვლენისა და უწესივრობის აღმოსაფხვრელად ზომების მიღების შემდეგ.

4. ექსპლუატაციის გარანტირებული ვადის მქონე რეგულატორების ტექნიკური მომსახურება და მიმ- დინარე რემონტი წარმოებს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად. გარანტირებული ვადის გასვლის შემდეგ აუცილებელია ასეთი რეგულატორების შემოწმება და მოწესრიგება.

    მუხლი 18. მცველი სარქვლები

1. მცველი საგდები სარქველი (მათ შორის, რეგულატორში ჩაშენებული), უნდა უზრუნველყოფდეს გაზის გადაგდებას რეგულატორის შემდეგ მაქსიმალური მუშა წნევის არა უმეტეს 15%-ით გადამეტებისას.

2. მცველი ჩამკეტი სარქვლის ამოქმედების ზედა ზღვარი 25%-ზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს რეგულატორის შემდეგ გაზის მაქსიმალურ მუშა წნევას.

3. მცველი სარქვლების ამოქმედების პარამეტრების შემოწმება ხდება 3 თვეში ერთხელ მაინც, აგრეთვე, მოწყობილობის რემონტის დამთავრების შემდეგ.

4. მცველი სარქვლების ამოქმედების პარამეტრების გამართვისა და შემოწმების რეჟიმმა არ უნდა შეც-ვალოს გაზის მუშა წნევა რეგულატორის შემდეგ.

5. მცველი სარქვლების ამოქმედების პარამეტრების გამართვა და შემოწმება დასაშვებია წნევის რეგულატორის საშუალებით, თუ სარქვლის ამოქმედების ზედა ზღვარი არ აღემატება 0,003 მეგპა (0,03 კგძ/სმ2 )-ს.

6. უწესივრობები მცველი სარქვლების მუშაობაში უნდა აღმოიფხვრას საავარიო წესით.

    მუხლი 19. ფილტრები

1. ფილტრზე გაზის წნევათა სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილ სიდიდეს.

2. ფილტრის კასეტის დაშლა და გაწმენდა დასაშვებია ტექნიკური მომსახურების დროს გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების სათავსების გარეთ.

თავი VII

სამრეწველო ობიექტების შიგა გაზსადენები და გაზგამომყენებელი დანადგარები

    მუხლი 20. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზგამომყენებელი დანადგარების მიმართ

1. სათავსი, რომელშიც გაყვანილია გაზსადენები და დადგმულია გაზგამომყენებელი აგრეგატები და არმატურა, უნდა იყოს მისაწვდომი მომსახურე პერსონალისათვის და შეესაბამებოდეს პროექტს.

2. შიგა გაზსადენებსა და გაზმოწყობილობას უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური მომსახურება დამამზადებელი ქარხნის ტექნიკური ინსტრუქციის შესაბამისად.

3. გაზსატარების და საკვამლე მილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, გაწმენდა და რემონტი უნდა ჩატარდეს ღუმლების, ქვაბებისა და სხვა მოწყობილობის რემონტის დროს, აგრეთვე წნევის დარღვევისას.

4. მომსახურე პერსონალი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გაზის მიწოდება:

ა) დაგაზიანების გაჩენისას;

ბ) გაზმოწყობილობასა და გაზსადენებზე გაზის გაჟონვის გამოვლენისას.

თავი VIII

ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი შენობების გაზსადენები  და გაზმოწყობილობა

    მუხლი 21. ზოგადი მოთხოვნები გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის მიმართ

მფლობელმა და გაზის მიმწოდებელმა საწარმომ, რომლებიც შენობის საინჟინრო მოწყობილობას უწევენ ტექნიკურ მომსახურებას, უნდა უზრუნველყონ:

ა) სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემების, მათ შორის, ლითონის შემაერთებელი მილების, კვამ-ლსადენების სათავსების მდგომარეობის დროული შემოწმება;

ბ) შეტყობინების დაუყოვნებლივი გადაცემა გაზის მიმწოდებელი საწარმოსადმი გაზხელსაწყოების გამორთვის აუცილებლობის შესახებ კვამლსადენების უწესივრობისა და ახალი ხელსაწყოების დამონტაჟების წესების დარღვევის გამოვლენისას;

გ) პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მობინადრეებს.

    მუხლი 22. გაზსადენები და გაზმოწყობილობა

1. საცხოვრებელი შენობების გაზსადენებისა და გაზმოწყობილობის (ხელსაწყოებისა და აპარატების) ტექნიკური მომსახურებას ატარებს გაზის მიმწოდებელი საწარმო ან სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. დაწვის პროდუქტების ორგანიზებული არინების მქონე გაზის ხელსაწყოებისა და აპარატების სანთუ-რებთან გამოკრული უნდა იყოს გაზით უსაფრთხო სარგებლობის წესი, სადაც უნდა იყოს გაფრთხილება ანთებამდე და ანთების შემდეგ წევის არსებობის შემოწმების აუცილებლობის შესახებ.

    მუხლი 23. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები

1. სავენტილაციო და კვამლსარინი სისტემები ექვემდებარება პერიოდულ შემოწმებას მფლობელის მიერ.

2. სისტემების გამოკვლევასა და რემონტს ატარებს გაზის მიმწოდებელი საწარმო ან სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

3. შემდგომი ექსპლუატაციისათვის სისტემების უვარგისობის გამოვლენის შემთხვევაში ხარვეზის გამომვლენი ვალდებულია ხელწერილით გააფრთხილოს მომხმარებელი გაზის ხელსაწყოებითა და აპარატებით სარგებლობის აკრძალვის შესახებ. შემოწმების დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შენობის მფლობელს, გაზის მიმწოდებელ საწარმოს ან იმ საწარმოს, რომელიც ტექნიკურ მომსახურებას უწევს შენობის საინჟინრო მოწყობილობას, გაზის ხელსაწყოების გამორთვისათვის ზომების მისაღებად.

4. ზამთრის პერიოდში შენობების მფლობელებმა პერიოდულად უნდა დაათვალიერონ კვამლსადენები მათი მოყინვისა და დაცობის თავიდან აცილების მიზნით.

თავი IX

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებით შემვსები სადგურები და პუნქტები (გაზსავსები სადგურები და პუნქტები)

    მუხლი 24. ზოგადი მოთხოვნები გაზსავსები სადგურებისა და პუნქტების მიმართ

1. ტექნოლოგიური პროცესების წარმართვამ, ტექნოლოგიური და ელექტრული მოწყობილობის, გაზსადენების, სანიტარიულ-ტექნიკური ნაგებობების მდგომარეობამ გაზსავსებ სადგურებსა და პუნქტებში უნდა უზრუნველყოს უავარიო მუშაობა და პერსონალის უსაფრთხოება.

2. საწარმოო პროცესები უნდა წარიმართოს საწარმოო ინსტრუქციების ტექნოლოგიური სქემების თანახმად ამ „მოთხოვნების“ დაცვით.

3. პროექტებში ყოველი საწარმოო სათავსისა და გარე დანადგარისათვის განისაზღვრება აფეთქებისა და ხანძრის საშიშროების კატეგორია და კლასი. გაზსადენებზე ნაჩვენები უნდა იყოს გაზის ნაკადების მოძრაობის მიმართულებები.

4. მიღებული და მომხმარებლებზე გაცემული გაზი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში აღიარებულ სტანდარტებს.

5. გაზის სუნის ინტენსიურობა მოწმდება სტანდარტის შესაბამისად.

6. დაუშვებელია მომუშავე ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე გაზის გაჟონვების აღმოფხვრის სამუშაოების ჩატარება. გაზსადენების შეერთებისა და არმატურის დაშლა დასაშვებია გამორთვისა და ინერტული აირით ან ორთქლით გაქრევის შემდეგ.

7. აკრძალულია მილტუჩა შეერთებების სამაგრი დეტალების მოჭერა, გაზსადენებისა და მოწყობილობაზე ჭანჭიკების მოხსნა (გამოცვლა) წნევის ქვეშ.

8. გაზსადენების, არმატურის და ტექნოლოგიური მოწყობილობის ტექნიკური მომსახურება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი ტარდება დამამზადებელი ქარხნების ინსტრუქციებისა და ამ „მოთხოვნების“ შესაბამისად.

9. სადგურში (პუნქტში) ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები სრულდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.

10. ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოებისას ძირითადი საწარმოო საქმიანობა (ჩამოსხმა-ჩასხმა) უნდა იქნეს შეჩერებული, საწარმოო ზონის ვენტილაციის სისტემები – ჩართული.

11. სამუშაოების დაწყების წინ და პროცესში სადგურში (პუნქტში) უნდა ჩატარდეს ჰაერის გარემოში გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის შემცველობის ანალიზი სამუშაოების წარმოების ადგილიდან არანაკლებ 20 მ-ის დაშორებით. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ორთქლის გამოვლენისას ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა შეწყდეს.

12. სადგურის (პუნქტის) პერსონალი უნდა იქნეს გაფრთხილებული მოწევის აკრძალვის შესახებ, ხოლო ტერიტორიაზე გამოკიდებული უნდა იყოს მაფრთხილებელი წარწერები ღია ცეცხლის გამოყენების აკრძალვის თაობაზე.

13. სადგურის (პუნქტის) საწარმოო ზონაში აკრძალულია გარეშე პირთა ყოფნა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც არაა დაკავშირებული წარმოებასთან.

14. სადგურის (პუნქტის) ტერიტორიაზე დასაშვებია შევიდეს გაზის გადასაზიდად განკუთვნილი ტრანსპორტი:

ა) სპეციალურად მოწყობილი ავტომანქანები;

ბ) სატვირთო ავტომანქანები, რომელთაც აქვთ ნაპერწკალსაქრობები გამოსაბოლქვ მილზე, ხის კალაპოტები ან რეზინის (თოკის) რგოლები და სამარჯვები ბალონების დასამაგრებლად.

15. მოძრავი გაზსავსები სადგურები და პუნქტები აღჭურვილი უნდა იყოს ხანძრის ჩასაქრობი საშუალებებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საშიშროების აღმნიშვნელი ფირნიშით.

16. საყოფაცხოვრებო ბალონების ასავსებად განკუთვნილი მოედანი აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) გადავსებული ბალონებიდან გაზის ჩამოსასხმელი ჭურჭლით (ბალონით);

ბ) მოწყობილობის ჩამიწების კონტურით;

გ) ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით.

    მუხლი 25. ჩამოსხმა-ჩასხმის ოპერაციები

ჩამოსხმა-ჩასხმის ოპერაციები გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების სარკინიგზო და საავტომობილო ცისტერნებიდან ჩამოსხმა-ჩასხმის ოპერაციები სრულდება საწარმოო ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.

    მუხლი 26. რეზერვუარები და ბალონები

1. რეზერვუარის ავსების მაქსიმალური დონე არ უნდა აღემატებოდეს მისი მოცულობის 85%-ს;

2. რეზერვუარების, ავტოცისტერნებისა და ბალონების ავსებისას აკრძალულია მათში წნევის შემცირება ატმოსფეროში ორთქლის ფაზის გაშვებით.

3. ბალონებში გაზის მიმწოდებელ გაზსადენში თხევადი ფაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს მუშა წნე-ვას – 1,6 მეგპა (16 კგძ/სმ2 )-ს.

4. დაუშვებელია კონსტრუქციული დეფექტების მქონე და ტექნიკური შემოწმების ვადაგასული ბალონების ავსება.

5. ბალონებით გაზის ავსების შემდეგ უნდა შემოწმდეს მათი ავსების დონე აწონვით ან სხვა ხერხით, რომელიც უზრუნველყოფს ავსების დონის კონტროლს.

6. ნაჭარბი გაზი უნდა ჩამოიცალოს. გაზის გაშვება ატმოსფეროში აკრძალულია.

7. ავსებული ბალონები უნდა შემოწმდეს ჰერმეტულობაზე. არაჰერმეტული ბალონები უნდა დაიცალოს.

8. რეზერვუარები და ბალონები შემოწმებისა და რემონტის წინ უნდა გათავისუფლდეს გაზისაგან, აუორთქლებელი ნარჩენებისაგან და დამუშავდეს. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავებაში იგულისხმება მათი გაორთქვლა და შემდეგ ინერტული აირით გაქრევა ან თბილი წყლით შევსება. ამ მიზნით ჰაერის გამოყენება დაუშვებელია. რეზერვუარები ორთქლის ან თხევადი ფაზის გაზსადენებიდან დამატებით ითიშება სახშობებით.

9. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავების თანამიმდევრობა, დრო და უსაფრთხოების აუცილებელი ზომები განისაზღვრება საწარმოო ინსტრუქციით.

10. რეზერვუარებიდან და გაზსადენების დემონტირებული უბნებიდან პიროფორული დანალექი გატანილ უნდა იქნეს სადგურის ტერიტორიიდან დატენიანებულ მდგომარეობაში.

11. რეზერვუარებისა და ბალონების დამუშავების შემდეგ ნამუშევარი წყალი პირველსაწყისად უნდა დაგროვდეს სალექარში (საწდომში), რომელიც გამორიცხავს გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მოხვედრას კანალიზაციაში.

12. სადგურიდან გაცემული ბალონების სარქვლებს ან ვენტილებს უნდა ჰქონდეს მცველი ხუფი.

13. ბალონების გადაადგილებისას გამორიცხული უნდა იყოს მათი ვარდნისა და დაზიანების შესაძლებლობა.

    მუხლი 27. ჩამკეტი არმატურა, სარქვლები

1. ჩამკეტი არმატურა, უკუსარქვლები და ჩქაროსნული სარქვლები უნდა უზრუნველყოფდეს სწრაფ და საიმედო გამორთვას.

2. არმატურის მქნევარებზე აღნიშნული უნდა იყოს ბრუნვის მიმართულება არმატურის გაღებისას და დაკეტვისას.

3. არმატურის მომსახურება და მიმდინარე რემონტი წარმოებს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

4. რეზერვუარები და გაზსადენები აღჭურვილი უნდა იყოს მცველი საგდები სარქვლებით. აკრძალულია ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაცია უწესივრო და დაურეგულირებელი მცველი საგდები სარქვლებით.

5. მცველი საგდები სარქვლების ამოქმედების ზედა ზღვარი 15%-ზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ მუშა წნევას რეზერვუარებსა და გაზსადენებში.

    მუხლი 28. კომპრესორები და ტუმბოები

1. მომუშავე კომპრესორები და ტუმბოები უნდა იყოს მომსახურე პერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

2. კომპრესორებისა და ტუმბოების ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ გამორთულია ან მწყობრიდან გამოსულია ავტომატიკა მათზე, საავარიო ვენტილაცია ან ბლოკირება გამწოვი სისტემის ვენტილატორებთან.

3. გაზის წნევა ტუმბოს შემწოვ ხაზზე 0,1-0,2 მეგპა (1-2 კგძ/სმ2 )-ით უნდა აღემატებოდეს თხევადი ფაზის გაჯერებული ორთქლის დრეკადობას მოცემულ ტემპერატურაზე.

4. გაზის წნევა კომპერსორის საჭირხნ მილყელში არ უნდა აღემატებოდეს გათხევადებული ნახშირწყალბა-დიანი გაზების ორთქლის კონდენსაციის წნევას დაჭირხნის ტემპერატურაზე. გაზის მაქსიმალური წნევა კომპრესორის შემდეგ არ უნდა იყოს 1,6 მეგპა (16 კგძ/მ2)-ზე მეტი.

5. კომპრესორები და ტუმბოები ავარიულად უნდა გამოირთოს:

ა) გაჟონვებისა და გამომრთველი მოწყობილობის უწესივრობისას;

ბ) ვიბრაციების, არადამახასიათებელი ხმაურისა და კაკუნისას;

გ) საკისრებისა და საჩობლო შემჭიდროვების მწყობრიდან გამოსვლისას;

დ) ზეთისა და წყლის პარამეტრების დასაშვები ზღვრებიდან გამოსვლისას;

ე) ელექტროამძრავისა და ამამუშავებელი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლისას;

ვ) მექანიკური გადაცემებისა და ამძრავების უწესივრობისას;

ზ) გაზის წნევის გადახრისას დასაშვები ზღვრებიდან შესავალ და გამოსავალ მილყელებში.

6. სადგურების (პუნქტების) სატუმბო-საკომპრესორო განყოფილებებში სარემონტო სამუშაოების დროს, აგრეთვე გაზსაშიში სამუშაოების წარმოებისას საწარმოო ზონაში გამორთული უნდა იყოს კომპრესორები და ტუმბოები.

    მუხლი 29. სავენტილაციო სისტემები

1. სავენტილაციო სისტემებზე შედგენილი უნდა იყოს საექსპლუატაციო რეესტრი. თითოეულ პასპორტში მოცემული უნდა იყოს სისტემის მწარმოებლურობა, მისი სქემა, ვენტილატორისა და ელექტროძრავას მახასიათებლები და ტიპი, ცნობები რემონტისა და გამართვის შესახებ.

2. ყველა ცვლილება სავენტილაციო სისტემების კონსტრუქციაში შეიტანება პროექტის საფუძველზე.

3. სავენტილაციო სისტემებმა წელიწადში ერთხელ მაინც, აგრეთვე, კაპიტალური რემონტისა და გამართვის შემდეგ და ჰაერის ანალიზის არადამაკმაყოფილებელი შედეგებისას უნდა გაიაროს შემოწმება.

4. სარეზერვუარო, საორთქლებელი და ჯგუფური ბალონიანი დანადგარების ექსპლუატაციის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ „მოთხოვნებს“ და წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესებს.

თავი X

ლითონების გაზის ალით დამუშავება გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან-ბუტანი) გამოყენებით

    მუხლი 30. მოთხოვნები ლითონების გაზის ალით დამუშავებისას

1. გაზით ჭრის, შედუღების და ლითონების გაზის ალით დამუშავების სხვა სახის სამუშაოები, აგრეთვე, ღია ცეცხლის გამოყენება სხვა წყაროებიდან დასაშვებია არანაკლებ შემდეგი მანძილებით (ჰორიზონტალურად) დაცილებისას:

ა) 10 მ – ჯგუფური გაზბალონიანი დანადგარებიდან;

ბ) 5 მ – ჟანგბადისა და საწვავი გაზების ცალკეული ბალონებიდან;

გ) 3 მ – გაზსადენებიდან და რეზინქსოვილის სახელოებიდან, აგრეთვე გაზის ასაღები პოსტებიდან გაზის ალით დამუშავების სამუშაოების ხელით შესრულების დროს და 1,5 მ ავტომატური და ნახევრადავტომატური ხაზების გამოყენებისას.

2. მუშაობის დროს თხევადი გაზის ბალონები უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.

3. თხევადგაზიანი ბალონის მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა 450 ჩ. შენობაში მოთავსებული ბალონები დაცილებული უნდა იყოს გათბობის რადიატორებისა და გათბობის სხვა ხელსაწყოებიდან არანაკლებ 1 მ-ით, ხოლო ღია ცეცხლიანი სითბოს წყაროებიდან – არანაკლებ 5 მ-ით.

4. გადასატანი სანთურებისა და მოძრავი აგრეგატების მიერთება დასაშვებია რეზინქსოვილის სახელურებით, რომელთა დამზადების ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებში აღნიშნულია გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის მათი გამოყენების შესაძლებლობა. სახელურის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 30 მ-ს. იგი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 3 ცალკეული, ერთმანეთთან სპეციალური ორმხრივი ნიპელებით შეერთებული ნაჭრისაგან. სახელურის ბოლოები საიმედოდ უნდა დამაგრდეს გაზსადენზე და სანთურაზე ცალუღებით. სანთურის ან მოძრავი აგრეგატის არსებულ ონკანებთან ერთად სხვა საჭირო ონკანები უნდა განთავსდეს სახელურამდე. რეზინქსოვილების გამოყენება, რომელთაც აქვთ ბზარები, ჩანაჭერები, ამობურცვები და ცვეთები, დაუშვებელია.

5. აკრძალულია გაზით ჭრის, შედუღებისა და ლითონის გაზის ალით დამუშავების სხვა სახის სამუშაოების ჩატარება ცოკოლისა და სარდაფის სათავსებში, აგრეთვე ჭებში, შახტებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში.

6. აკრძალულია ბალონებიდან თხევადი გაზის მოხმარება მასში სამუშაო წნევის 0,05 მეგპა (0,5 კგძ/სმ2 )-ზე ქვემოთ შემცირებისას.

7. აკრძალულია სამუშაო ადგილზე სანთურების, საჭრელების და სხვა აპარატურის შეკეთება.

8. სანთურის (საჭრელის) მუშაობისას ალი არ უნდა იყოს მიმართული ბალონებისაკენ. თუ ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, ბალონები უნდა გადაიღობოს ლითონის ეკრანით.

9. აკრძალულია საწვავი გაზების სახელოების გაქრევა ჟანგბადით და ჟანგბადის სახელოების გაქრევა საწვავი გაზით, აგრეთვე, სახელოების ურთიერთშენაცვლება.

თავი XI

გაზსადენების ელექტროქიმური კოროზიისაგან დაცვა

    მუხლი 31. მოთხოვნები გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვისას

1. ფოლადის მიწისქვეშა გაზსადენებისა და გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარების ექსპლუატაციისას უნდა სრულდებოდეს სტანდარტების მოთხოვნები.

2. გაზსადენების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის საშუალებათა ექსპლუატაცია და პოტენციალის პერიოდული კონტროლი მიწისქვეშა გაზსადენებზე ტარდება სპეციალიზებული საწარმოს, სამსახურის (ჯგუფის), ლაბორატორიის მიერ.

თავი XII

თბოელექტროსადგურების და საქვაბეების გაზმომარაგების

სისტემების ექსპლუატაცია

    მუხლი 32. მოთხოვნები საქვაბეების გაზმომარაგების სისტემების ექსპლუატაციისას

 1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება იმ საქვაბე აგრეგატების გაზსადენებსა და გაზმოწყობილობაზე, რომელთა ერთეული თბური მწარმოებლურობა აღემატება 420 გჯ/სთ (100 გკალ/სთ)-ს.

2. თბოელექტროსადგურების ცალკე მდგომ სათავსებში, სადაც მოთავსებულია გაზმოწყობილობა თვალსაჩინო ადგილებზე დაყენებულ უნდა იქნეს დაგაზიანების სიგნალიზატორები.

3. გაზზე მომუშავე საქვაბე აღჭურვილი უნდა იყოს ტექნოლოგიური დაცვის სისტემებით ქარხანა დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

თავი XIII

ავარიული სიტუაციების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 33. მოთხოვნები ავარიული სიტუაციებისას

1. ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გაზის მეურნეობის საწარმოებში იქმნება ერთიანი საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურები საქალაქო ტელეფონით „04“ და მათი ფილიალები სადღეღამისო მუშაობით გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით.

2. საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის რიცხოვნობა, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და დისლოკაციის ადგილი განისაზღვრება მოთხოვნიდან-უზრუნველყოფილ იქნეს საავარიო ბრიგადის მისვლა ავარიის ადგილას მინიმალურ დროში.

3. იმ საწარმოების საავარიო განაცხადებით, რომელთაც აქვთ საკუთარი გაზის სამსახურები, გაზის მიმწოდებელი საწარმოების საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურებმა უნდა გაუწიონ მათ პრაქტიკული და მეთოდური დახმარება ავარიული სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციაში ხელშეკრულებისა და ერთობლივი მოქმედების შეთანხმებული გეგმის საფუძველზე.

4. საავარიო სამუშაოები გაზსავსებ სადგურებსა და პუნქტებში სრულდება ამ საწარმოების პერსონალის მიერ. გაზის მიმწოდებელი საწარმოს საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის მონაწილეობა ამ სამუშაოებში განისაზღვრება ავარიის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ურთიერთშეთანხმებული გეგმით ან ხელშეკრულებით.

5. საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურში შემოსული ყველა განაცხადი რეგისტრირდება მათი შემოსვლის დროის, საავარიო ბრიგადის გასვლის და ადგილზე მისვლის დროის, დაზიანების ხასიათისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალის მითითებით.

6. გაზის სუნის შესახებ განაცხადის მიღებისას დისპეტჩერი ვალდებულია ჩაუტაროს განმცხადებელს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.

7. სარდაფებში, გვირაბებში, კოლექტორებში, სადარბაზოებში, შენობების პირველ სართულებზე გაზის გამოვლენისას 1%-ზე მეტი მოცულობითი წილით ბუნებრივი გაზისათვის და 0,4%-ზე მეტი მოცულობითი წილით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის, მიღებული უნდა იქნეს ზომები გაზმომარაგების სისტემიდან გაზსადენების დაუყოვნებლივ გამოსართავად და ხალხის საშიში ზონიდან საევაკუაციოდ.

8. ავარიის ლიკვიდაციის ან ავარიული სიტუაციის სამუშაოები შესაძლებელია საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურმა გადასცეს საექსპლუატაციო სამსახურებს მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნება ყველა ზომა, რომლებიც გამორიცხავენ აფეთქების, ხანძრების, მოწამვლის შესაძლებლობას.

9. ამ „მოთხოვნებით“ განსაზღვრულმა საწარმოებმა საგანგებო სიტუაციების დროს უნდა იხელმძღვანელონ „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათების საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

დანართი 1

გაზსადენების გამოცდა

1. მშენებლობადამთავრებული დასახლებული პუნქტის გაზსადენის სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე საჭიროა მათი შიგა სიღრუის გაწმენდა. გაწმენდის ხერხი განისაზღვრება სამუშაოთა წარმოების პროექტით. შიგა გაზსადენებისა და გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გაზსადენების გაწმენდა ხდება მონტაჟის დაწყებამდე.

2. გამოცდას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ატარებს სამშენებლო-სამონატაჟო საწარმო საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენლის თანდასწრებით. დასაშვებია სიმტკიცეზე გამოცდის ჩატარება საექსპლუატაციო საწარმოს წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე მასთან შეთანხმებით. გამოცდის შედეგები ფორმდება ჩანაწერით სამშენებლო პასპორტში.

3. ერთდროულად გამოსაცდელი გაზსადენების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს შემდეგ სიდიდეებს:

ა) 200 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის – 6 კმ;

ბ) 200 მმ-ზე მეტი 400 მმ-დე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის – 4 კმ;

გ) 400 მმ-ზე მეტი დიამეტრის გაზსადენებისათვის – 3 კმ.

4. გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდისათვის გამოიყენება შემდეგი მანომეტრები:

ა) გამოსაცდელი წნევისას 0,01 მეგპა (0,1კგძ/სმ2 )-წყლით შევსებული U-სებრი სითხის მანომეტრები;

ბ) გამოსაცდელი წნევისას 0,01 მეგპა (0,1კგძ/სმ2 )-დან 0,1 მეგპა (1კგძ/სმ2 )-მდე–ვერცხლისწყლით შევსებული U-სებრი სითხის მანომეტრები და სანიმუშო მანომეტრები, გარდა ამისა, სიმტკიცეზე გამოცდი-სას – ზამბარიანი მანომეტრები სიზუსტის კლასით არა უდაბლეს 1,0-ისა.

გ) გამოსაცდელი წნევისას 0,01 მეგპა (0,1 კგძ/სმ2 ) და მეტი: სიმტკიცეზე გამოცდისას – ზამბარიანი მანომეტრები სიზუსტის კლასით არა უდაბლეს 1,5-ისა; ჰერმეტულობაზე გამოცდისას – სანიმუშო მანომეტრები, ზამბარიანი მანომეტრები სიზუსტით კლასით არა უდაბლეს 1,0-ისა და დიფმანომეტრები.

დ) გამოცდისათვის გამოყენებული ზამბარიანი მანომეტრების კორპუსის დიამეტრი არ უნდა იყოს 160 მმ-ზე ნაკლები. მანომეტრის გაზოვმის ზედა ზღვარი სკალაზე უნდა იყოს გამოსაცდელი წნევის 4/3-ისა და 5/3-ის ფარგლებში. ბარომეტრული წნევის გასაზომად გამოიყენება ბარომეტრ-ანეროიდები. დასაშვებია ბარომეტრული წნევის მონაცემების მიღება ადგილობრივი მეტეოსადგურიდან.

5. დასახლებული პუნქტის გაზსადენების, გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გამოცდები სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე ტარდება ჩამკეტი არმატურის, მოწყობილობისა და საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაყენების შემდეგ.

6. დასახლებული პუნქტის გაზსადენის სიმტკიცეზე გამოცდა ტარდება გამორთული მოწყობილობით, თუ ეს მოწყობილობა არ არის გათვლილი გამოსაცდელ წნევაზე.

 

წნევის ნორმები გაზსადენების სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდის დროს

ცხრილი

 

გაზსადენები და ნაგებობები, გაზის წნევა მეგპა(კგძ/სმ2)

გამოსაცდელი ნორმა

შენიშვნა

 

 

სიმტკიცეზე

ჰერმეტულობა

წნევის დასაშვები დაცემა

 

გამოსაცდე-ლი წნევა მეგპა (კგძ/სმ2)

გამოცდის ხანგრძლი-ვობა, სთ

გამოსაც-დელი წნე-ვა მეგპა (კგძ/სმ2)

გამოცდის ხანგრძლი-ვობა, სთ

 1

2

3

4

5

6

7

მიწისქვეშა გაზსადენები

1. დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

0,06(6)

1

0,01(1)

24

განისაზღვ-რება (1) ფორმულით

 

2. დაბალი წნევის გაზშემყვანები 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით პირობითი დიამეტრით100მმ-დე მათი ქუჩის გაზსადენებთან დამოუკიდებლად მშენებლობისას

0,1(1)

1

0,01(0,1)

1

იგივე

 

3. საშუალო წნევის 0,005(0,05)-ზე მეტი 0,3(3) მდე ჩათვლით

0,6(6)

1

0,3(3)

24

იგივე

 

4. მაღალი წნევის 0,3(3)-ზე მეტი 0,6(6) მდე ჩათვლით

0,75(7,5)

1

0,6(6)

24

იგივე

 

5. მაღალი წნევის 0,6(6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით. 0,6(6)-ზე მეტი 1,6 (16)-მდე ჩათვლით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის

1,5(15)

2,0(20)

1

1

1,2(12)

1,6(16)

24

24

იგივე იგივე

 

მიწისზედა გაზსადენები

6. დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

0,3(3)

1

0,01(1)

0,5

წნევის ხილული დაცემა მანომეტრზე არ დაიშვება

 

7. დაბალი წნევის გაზშემყვანები 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით პირობითი დიამეტრით100მმ-დე მათი ქუჩის გაზსადენებთან დამოუკიდებლად მშენებლობისას

0,1(1)

1

0,01(0,1)

0,5

იგივე

 

8. საშუალო წნევის 0,005(0,05)-ზე მეტი 0,3(3) მდე ჩათვლით

0,45(4.5)

1

0,3(3)

0,5

იგივე

 

9. მაღალი წნევის 0,3(3)-ზე მეტი 0,6(6) მდე ჩათვლით

0,75(7.5)

1

0,6(6)

0,5

იგივე

 

10. მაღალი წნევის 0,6(6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით. 0,6(6)- ზე მეტი 1,6 (16)-მდე ჩათვლით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის

2,0(20)

1

1,6(16)

0,5

იგივე

 

 

გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის და დანადგარის გაზსადენები და მოწყობილობები

11.დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

0,3(3)

1

0,01(1)

12

გამოსაც-დელი წნევის

1%

არ ვრცელდება კაო/ადული ტიპის გაზმარეგულირებელ პუნქტებსა და დანადგარებზე, რადგანაც გამოიცდება დამამზად. ქარხანაში

12. საშუალო წნევის 0,005-ზე მეტი 0,3(3) მდე ჩათვლით

0,45(4.5)

1

0,3(3)

12

იგივე

იგივე

13. მაღალი წნევის 0,3(3)-ზე მეტი 0,6(6) მდე ჩათვლით

0,75(7.5)

1

0,6(6)

12

იგივე

იგივე

14. მაღალი წნევის 0,6(6)- ზე მეტი 1,2 (12)-მდე ჩათვლით.

1,5(15)

1

1,2(12)

12

იგივე

იგივე

სახლშიგა და შიგასასამქრო გაზსადენები

15. დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ შენებობებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების არასაწარმოო ხასიათის საწარმოებში

0,1(1)

1

0,005(0,5)

5 წთ

20დკპა (20მმ წყ.სვ.)

 

 

16. სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, საქვაბეების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსსახურების საწარმოო ხასიათის წარმოების გაზსადენები:

დაბალი წნევის 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

საშუალო წნევის 0,005 (0,05)-ზე მეტი 0,1(1)-მდე ჩათვლით

0,1(1)-ზე მეტი 0,3(3)-მდე ჩათვლით

მაღალი წნევის 0,3(3)-ზე მეტი 0,6(6)-მდე ჩათვლით

 

 

 

 

 

0,1(1)

 

0,2(2)

 

0,45(4.5)

 

0,75(7.5)

 

 

 

1

 

1

 

1

 

1

 

 

 

0,1(0,1)

 

0,1(1)

 

0,3(3)

 

მუშა წნევა-ზე 25%- ით მეტი, მაგრამ არა უმეტეს 0,6(6)

 

 

 

1

 

1

 

1

 

1

 

 

 

60დკპა (60მმ წყ.სვ.)

გამოსაცდე-ლი წნევის 1,5%

განისაზღვ-რება (4) ფორმუ -ლით

იგივე

 

 

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12)-მდე ჩათვლით

 

1,5(15)

1

მუშა წნე-ვაზე 25%-ით მეტი, მაგრამ არა უმეტეს 1,2(12)

1

იგივე

 

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12)-მდე ჩათვლით გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზებისათვის

 

2,0(20)

1

მუშა წნე-ვაზე 25%-ით მეტი, მაგრამ არა უმეტეს 1,6(16)

1

იგივე

 

 

7. გაზსადენების გამოსაცდელი წნევა მიიღება ცხრილის შესაბამისად. სიმტკიცეზე გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის პერიოდში წნევა უცვლელია (არ არის ხილული წნევის დაცემა მანომეტრზე). ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ გამოცდის პერიოდში წნევის ფაქტობრივი დაცემა არ აღემატება დასაშვებს და დათვალიერებისათვის მისაწვდომ ადგილებში არ გამოვლინდა გაჟონვები. გაზსადენების სიმტკიცეზე პნევმატიკური გამოცდისას დეფექტების ძებნა საპნის ემულსიით დასაშვებია ჩატარდეს მხოლოდ ჰერმეტულობაზე გამოცდის ნორმამდე წნევის შემცირების შემდეგ.

8. 0,3 მეგპა (3 კგძ/სმ2 )-ზე მეტი წნევის მიწისზედა გაზსადენები სიმტკიცეზე გამოიცდება წყლით. დასაშვებია ჰაერით გამოცდაც, თუ მიღებული იქნება უსაფრთხოების სპეციალური ზომები.

9. მიწისქვეშა გაზსადენების ჰერმეტულობაზე გამოცდა ტარდება თხრილის შევსების შემდეგ საპრეოქტო ნიშნულებამდე. მიწისქვშა გაზსადენების ჰერმეტულობაზე გამოცდის დაწყებამდე ჰაერის ტემპერატურა მილში უნდა გაუტოლდეს გრუნტის ტემპერატურას. ამისათვის მინიმალური დაყოვნება გაზსადენის ჰაერით შევსებიდან გამოცდის დაწყებამდე ასეთია:

ა) 300 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის – 6 სთ;

ბ) 300 მმ-ზე მეტი 500 მმ-მდე ჩათვლით დიამეტრის გაზსადენებისათვის – 12 სთ;

გ) 500 მმ-ზე დიამეტრის გაზსადენებისათვის – 24 სთ.

10. გამოცდის შედეგები ჩაითვლება დადებითად, თუ ფაქტობრივი წნევის დაცემა ნაკლებია დასაშვებზე.

11. წნევის დასაშვები დაცემა განისაზღვრება ფორმულით:

 ა) DP დას  = 20T/d (DP1  დას  = 150 T/d),                                                      (1)

სადაც: DP დას  არის წნევის დასაშვები დაცემა, კპა;

DP1 დას  – იგივე, მმ ვწყ.სვ.;

d – გაზსადენის შიგა დიამეტრი, მმ;

T – გამოცდის ხანგრძლივობა, სთ.

ბ) თუ გამოსაცდელი გაზსადენი შედგება სხვადასხვა d1,  d2,  d3,   dn, დიამეტრის უბნებისაგან, d სიდიდე გამოითვლება ფორმულით:

     d = (d12 l1  + d22 l2  +… dn2 ln)/ (d1 l1  + d2 l2  +… dn ln)                      (2)

სადაც: d1,  d2,  d3,   dn, არის გაზსადენების უბნების შიგა დიამეტრი, მმ;

I1,  I2,  I3,  ……  In, - გაზსადენების სათანადო სიგრძები, მ.

12. წნევის ფაქტობრივი დაცმა გაზსადენებში DPფაქ., კპა, (მმ ვწყ.სვ.) განისაზღვრება ფორმულით

                    DPფაქ..,= (P1+B1)-(P2+B2),                      (3)

სადაც, P1 და P2 არის ჭარბი წნევა გაზსადენში გამოცდის დაწყებისას და დამთავრების შემდეგ, კპა (მმ ვწყ.სვ.);

B1  და B2 შესაბამისი ბარომეტრული წნევა კპა (მმ ვწყ.სვ.);

13. დაბალი წნევის გაზსადენები საცხოვრებელ სახლებში, საზოგადოებრივ და ადმინისტრაციულ ობიექტებში სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოიცდება შენობაში შემყვანზე დაყენებული გამომრთველი მოწყობილობიდან გაზის ხელსაწყოს წინ დაყენებულ ონკანამდე სიმტკიცეზე გამოცდისას გაზის ხელსაწყო გამორთული უნდა იყოს, ხოლო თუ მრიცხველი არ არის გათვლილი გამოსაცდელ წნევაზე, შეიცვალოს შესაკრავით;

14. გაზიფიცირებულ საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში დამატებითი გაზის ხელსაწყოების დაყენებისას, თუ გაზსადენების სიგრძე არ აღემატება 5 მ-ს, მათი გამოცდა დასაშვებია გაზით (მუშა წნევით) და ყველა შეერთების შემოწმებით ხელსაწყოთი ან საპნის ემულსიით.

15. 0.1 მეგპა (1 კგძ/სმ2 ) – ზე მეტი შიგა გაზსადენების გამოცდისას სამრეწველო და საოფლო-სამეურნეო საწარმოებში, საქვაბეებში, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოო ხასიათის საწარმოებში წნევის დასაშვები დაცემა DPდას  განისაზღვრება ფორმულით:

                         DPდას  = 50/დ,                        (4)

სადაც: d არის გამორთული გაზსადენის შიგა დიამეტრი, მმ. თუ გამოსაცდელი გაზსადენი შედგება სხვადასხვა დიამეტრის უბნებისაგან, d სიდიდე განისაზღვრება (2) ფორმულით.

16. გაზსადენში წნევის ფაქტობრივი დაცემა, გამოსახული პროცენტებში საწყის წნევასთან მიმართ, განისაზღვრება ფორმულით:

          DP ფაქ  = 100((1 - (P2 +B2 )Xt1 ))/ (P1 +B1 )Xt2 )),      (5)

     სადაც: (P1 ,P2 ,B1 , B2  იგივეა, რაც (3) ფორმულაში;

t1  და t2  – ჰაერის აბსოლუტური ტემპერატურა გაზსადენში გამოცდის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, C0

დანართი 2

უმცირესი მანძილი (გეგმაში) მიწისქვეშა გაზსადენებიდან შენობა-ნაგებობებამდე სამრეწველო საწარმოს ტერიტორიტაზე

 

გაზის წნევა გაზსადენში, მეგპა (კგძ/სმ2)

უმცირესი მანძილი მიწისქვეშა ქსელებიდან, მ

 

შენობა-თა და ნაგებო-ბათა საძირკვ-ლებამდე

ტერიტორიის ღობემდე, საყრდენებამდე, საკონტაქტო ქსელებამდე და კავშირგაბმუ-ლობამდე

რკინიგზის ლიანდაგის ღერძამდე

ტრამვაის ლიანდაგის ღერძამდე

ავირგზებამდე

ელექტოგადაცემის საჰაერო ხაზების საყრდენთა საძირკვლებამდე ძაბვით

 

 

 

 

 

 

გზისპირა ქვებამდე

კიუვეტის გარე კიდემდე ყრილის ძირამდე

1კვ-მდე ჩათვლით და გარე განათების

1-ზე მეტი

35-კვ-მდე ჩათვლით

35 კვ-ზე მეტი

დაბალი 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

2

1

3,8

2,8

1,5

1

1

5

10

საშუალო 0,005 (0,05)-ზე მეტი 0,3(3)-მდე ჩათვლით

4

1

4,8

2,8

1,5

1

1

5

10

მაღალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

0,3(3) –ზე მეტი და 0,6(6)-მდე ჩათვლით

7

1

7,8

3,8

2,5

1

1

5

10

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12) -მდე ჩათვლით

10

1

10,8

3,8

2,5

1

1

5

10

 

შენიშვნა: მანძილი გაზსადენებიდან ხეების ტანამდე უნდა მივიღოთ 1,5 მეტრის ტოლი, მანძილი ბუჩქნარამდე ნორმირებული არაა.

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

მანძილი (გეგმაში) მიწისქვეშა საინჟინრო ქსელებიდან შენობა-ნაგებობებამდე

 

მანძილი ჰორიზონტალურად (სიოში) მიწისქვეშა საინჟინრო ნაგებობებიდან, მ

გაზის წნევა გაზსადენში, მეგპა (კგძ/სმ2)

შენობათა და ნაგებობათა გზაგამტა-რების და გვირაბების საძირკვლე-ბამდე

შემოღობ-ვამდე, საკონტაქ-ტო ქსელისა და კავშირგაბ-მულობის საყრდენე-ბამდე

ლიანდაგის ღერძამდე

ქუჩისპირა, გზისპირა ქვებამდე

ქუჩის, გზის კიუვეტის გარე კიდემდე ან ყრილის ძირამდე

 

ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზების საყრდენთა საძირკვლებამდე ძაბვით

 

 

 

რკინიგ-ზის

ტრამ-ვაის

 

 

1კვ-მდე ჩათვლით და გარე განათების

1კვ-ზე მეტი

35-კვ-მდე ჩათვლით

110კვ-და მეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დაბალი 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

2

1

3,8

2,8

1,5

1

1

5

10

საშუალო

0,005 (0,05)-ზე მეტი 0,3(3)-დე ჩათვლით

4

1

4,8

2,8

1,5

1

1

5

10

მაღალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

0,3(3)-ზე მეტი და 0,6(6)-მდე ჩათვლით

7

1

7,8

3,8

2,5

2

1

5

10

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12)-მდე ჩათვლით

10

1

10,8

3,8

2,5

2

1

5

10

 

შენიშვნა: როდესაც ქსელებს შენობათა და ნაგებობათა საძირკვლბის ძირის ქვევით აწყობენ 0,4 მ-ზე უფრო ღრმად, ამ ცხრილში მითითებული მანძილები უნდა გადიდდეს სხვადასხვა გრუნტისათვის ფერდის დასაშვები დახრილობის, გრუნტის გაწელოვანებულობის და კონსისტენციის მიხედვით „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის“ საქართველოს კანონისა და სხვა მოთხოვნათა შესაბამისად.

დანართი 4

მანძილი ვერტიკალურად (სიოში) ნებისმიერი წნევის მიწისქვეშა გაზსადენის მიერ სხვადასხვა მიწისქვეშა გაზსადენის მიერ სხვადასხვა მიწისქვეშა ნაგებობის გადაკვეთისას, მ

 

წყალსადენი, კანალიზაცია, წყალჩადინება, სატელფონო

კანალიზაცია, თბოქსელის არხი და ა.შ. ----------------------------------------------- 0.2

ელექტროკაბელი, ტელეფონის მოჯავშნული კაბელი ------------------------------- 0.5

ზეთვსებული ელქტროკაბელი 110 – 220 კვ ძაბვით ----------------------------------- 1.0

შენიშვნა: დასაშვებია მანძილის შემცირება გაზსადენსა და ელექტროკაბელს (არაზეთვსებულს) ან კავშირგაბმულობის მოჯავშნულ კაბელს (ტელეფონი და სხვა) შორის, თუ ისინი გაჰყავთ ბუდეში. მაძილი სიოში გაზსადენებსა და ბუდის კედელს შორის ელექტროეკაბელის გაყვაისას უნდა იყოს 0,25 მ მაინც, კავშირგაბმულობის მოჯავშნული კაბელით გაყვანისას 0.15 მ მაინც. ბუდის ბოლოები უდა გამოდიოდეს 1 მ-ზე მაინც გადასაკვეთი გაზსადენის კედოლბის ორივე მხარეს

დანართი 5

მანძილი (გეგმაში) საინჟინრო მიწისქვეშა ქსელებს შორის

გაზის წნევა გაზსადენში, მეგპა (კგძ/სმ2)

მანძილი ჰორიზონტალურად (სიოში), მ

 

წყალსადე-ნამდე

კანალიზაციამდე

(საყოფაცხოვრე-ბო)

დრენაჟამდე და წვიმის კანალიზაციამდე

კაბელება-მდე

თბოქსელე-ბამდე

საერთო კოლექტო-რამდე

დაბალი 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

1

1

1

1

2

2

საშუალო

0,005 (0,05)-ზე მეტი

0,3(3)-მდე ჩათვლით

1

1.5

1.5

1

2

2

მაღალი

 

 

 

 

 

 

0,3(3)-ზე მეტი და

 0,6(6)-მდე ჩათვლით

1.5

2

2

1

2

4

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12)-მდე ჩათვლით

2

5

5

2

4

4

 

დანართი 6

მინიმალური მანძილი ჰორიზონტალურად (სიოში), საყრდენებზე გაყვანილი მიწისზედა გაზსადენებიდან შენობა-ნაგებობებამდე, მ.

შენობები და ნაგებობები

გაზის წნევა მეგპა (კგძ/სმ2)

 

0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

0,005 (0,05)-ზე მეტი 0,3(3)-მდე ჩათვლით

0,3(3)-ზე მეტი და 0,6(6)-მდე ჩათვლით

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12)-მდე ჩათვლით

საწარმოო და სასაწყობო შენობები, რომლებიც მიეკუთვნება ხანძრისსაშიშროების მიხედვით შემდეგ კატეგორიებს:

А და Б

В,Г და Д

ადვილაალებადი და საწვავი სითხეების ღია საწყობები და იწვბადი მასალების საწყობები:

 

 

 

5

2

 

 

 

5

2

 

 

 

5

2

 

 

 

10

5

 

 

 

 

 

სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიის გარეთ

20

20

40

40

საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობები:

 

 

 

 

I-III ა ცეცხლმედეგობის ხარისხით

-

-

5

10

IV-V ცეცხლმედეგობის ხარისხით

-

5

5

10

რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგები (უახლოეს რელსამდე)

3

3

3

3

მიწისქვეშა კომუნიკაციები

1

1

1

1

წყალსადენი, კანალიზაცია, თბოფიკაციის მილები, ტელეფონის კანალიზაცია, ელექტრული კაბელის ბლოკები (გაზსადენის საყრდენის საძირკვლის კიდიდან)

 

 

 

 

ღია ელექტროქვესადგურის შემოღობვა

10

10

10

10

ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზების სადენები

არანაკლებ ელექტროგადაცემის ხაზის საყრდენი სიმაღლისა

იგივე, შეზღუდულ პირობებში

არანაკლებ მე-10 დანართში მითითებულისა იმ პირობით, რომ არსებობს გაზსადენის ჩამწება

გზები (ბორდიურის ქვიდან, კიუვეტის გარე კიდიდან ან გზის მიწაყრილის ძირიდან)

1,5

1,5

1,5

1,5

 

შენიშვნა: 1. თუ საყრდენის სიმაღლე აღემატება ელექტროგადაცემის ხაზის სიმაღლეს, მანძილები გაზსადენებსა და ელექტროგადაცემის ხაზს შორის უნდა იყოს არანაკლებ გაზსადენის საყრდენის სიმაღლისა.

2. ცხრილში მითითებული მანძილები შენობებიდან არ გამორიცხავს გაზსადეების გაყვანის შესაძლებლობას ამ შენობათა კედლებზე სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

დანართი 7

მინიმალური მანძილი გადაკვეთისას ან მიახლოებისას (სიოში) მიწისზედა გაზსადენებსა და ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებს შორის

 

ელექტროგადაცემის საჰაერო                                           მანძილი, მ

ხაზების ძაბვა, კვ

    

1-მდე                                                                                    1

1-ზე მეტი 20-მდე                                                               3

35-110                                                                                   4

150                                                                                         4,5

220                                                                                         5

330                                                                                         6

500                                                                                         6,5

შენიშვნები: 1. მანძილები ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზების სადენებიდან გაზსადენებამდე და მის გამოშვერილ კონსტრუქციებამდე მიიღება: ჰორიზონტალურად – სადენების ყველაზე დიდი გადახრის დროს; ვერტიკალურად – ჩაკიდულობის ყველაზე დიდი ისრის დროს.

2. მინიმალური ვერტიკალური და ჰორიზონტალური მანძილების განსაზღვრისას ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებსა და გაზსადენებს შორის დამცავი შემოზღუდვები, რასაც მასზე აყენებენ (გისოსების, გალერეების, მოედნების სახით), განიხილება როგორც გაზსადენის ნაწილები.

დანართი 8

მინიმალური მანძილი (სიოში) შენობის შიგნით განლაგებულ გაზსადენებსა და საინჟინრო კომუნიკაციებს შორის, სმ

კომუნიკაციები, მოწყობილობა

პარალელური გაყვანა

გადაკვეთა

ელექტრომოწყობილობა

25

10*

იზოლირებული სადენების ღია ელექტროკაბელი, დახურული ელექტროგაყვანილობა ან ელექტროგაყვანილობა

5 (ჩაკეტილი ნაღარის ან მილის კიდიდან)

1

ღია ელექტროსადენების დენგამტარი ნაწილები 1000 ვ-მდე ძაბვით

100

100

მანაწილებელი ან საკომუნიკაციო ელექტროფარები ან კარადები

50

არ დაიშვება

 

საინჟინრო კომუნიკაციები (წყალსადენი, კანალიზაცია და სხვა მილსადენი)

მიიღება ადგილის მიხედვით, ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაზსადენების მონტაჟის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და რემონტის შესაძლებლობა

 

* – საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში დასაშვებია განათების სადენების გადაკვეთის გათვალისწინება ღრეჩოს გარეშე იმ პირობით, რომ ელექტროსადენი მოთავსდება რეზინის ან ებონიტის მილში, რომელიც გაზსადენს 10 სმ-ით დაშორდება ორივე მხარეს.

დანართი 9

მინიმალური მანძილი (სიოში) შენობის კედელზე გაყვანილ გაზსადენსა და კავშირგაბმულობისა და სადენიანი მაუწყებლობის ნაგებობებს შორის, მ

                                                            პარალელური      გადაკვეთა

                                                                                                                        გაყვანა

გარე კედელზე განლაგებული იზოლატორები, რომლებზეც

მაგრდება ტელეფონის ქსელის ან სადენიანი მოწყობილობის

აბონენტის შემყვანი სადენები                      0,5                              -

შენობის გარე კედლებში გაყვანილი ტელეფონის ქსელის ან

სადენიანი მაუწყებლობის კაბელები (სადენები)                0,5                    0,05*

შენობის გარე ან შიგა კედელზე განლაგებული კაბელის            0,5                         -

ქურო

შენობის შიგნით განლაგებული კავშირგაბმულობისა და                    0,5                              -

სადენიანი მაუწყებლობის სახაზინო მოწყობილობა

შენობის კედლებზე ან შენობის შიგნით არხებში გაყვანილი               0,1 **                0,5*

ტელეფონის ქსელის ან სადენიანი მაუწყებლობის კაბელები

(სადენები)

* კაბელის (სადენების) გადაკვეთა გაზსადენებით, მათ შორის ღრეჩოს გარეშე, დასაშვებია, თუ კავშირგაბმულობისა და სადენიანი მაუწყებლობის კაბელი (სადენი) მოთავსდება ელექტროსაიზოლაციო მასალისაგან (რეზინი, ებონიტი, პოლიეთილინი და სხვ.) დამზადებულ მილში, რომელიც გაზსადენის ყოველ მხარეს დაშორდება 0,1 მ-ით.

** ქუროების არსებობისას მანძილი უნდა გადიდეს 0,5-მდე.

დანართი 10

მინიმალური მანძილი გაზსავსებ სადგურებში განლაგებული გათხევადებული ნახშირშყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან შენობა-ნაგებობამდე, რომლებიც არ განეკუთვნება გაზსავსებ სადგურს, მ

რეზერვუარების საერთო მოცულობა, მ3

ერთი რეზერვუარიდან მაქსიმალური მოცულობა, მ3

რეზერვუარების განლაგება

 

 

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

50-ზე მეტი 200-მდე ჩათვლით

25

60

40

 

50

150

75

 

100

200

100

200-ზე მეტი 500-მდე ჩათვლით

50

150

75

 

100

200

100

 

100-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 200-სა

300

150

500-ზე მეტი 2000-მდე ჩათვლით

100

200

100

 

100-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 600-სა

300

150

2000-ზე მეტი 8000-მდე ჩათვლით

იგივე

300

150

 

შენიშვნები: 1. მანძილი სხვადასხვა მოცულობის მქონე რეზერვუარებიდან შესანახ ბაზამდე უნდა მივიღოთ უდიდესი მოცულობის რეზერვუარის მიხედვით.

2. მანძილები გაზსავსები სადგურის მიწისზედა რეზერვუარებიდან იმ ადგილებამდე, სადაც ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდეს 800 კაცზე მეტი (სტადიონი, ბაზარი, პარკი და ა.შ.), ორჯერ უნდა გადიდდეს ამ ცხრილში მითითებულთან შედარებით.

დანართი 11

მინიმალური მანძილი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან სავტომობილო გზებამდე და რკინიგზამდე, მ

გაზსავსები სადგურის ტერიტორიის გარეთ არსებული გზა

რეზერვუარების საერთო მოცულობა, მ3

 

 

200-მდე ჩათვლით

200-ზე მეტი

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

მიწისზედა

მიწისქვეშა

საერთო ქსელის რკინიგზები (ყრილის ძირამდე ან ამონაღების კიდემდე რეზერვუარების მხრიდან)

75

50

100

75

სამრეწველო საწარმოს მისასვლელი რკინიგზის ლიანდაგი, ტრამვაის ლიანდაგი (ლიანდაგის ღერძამდე, და საავტომობილო გზა (სავალი ნაწილის კიდემდე)

30

20

40

25

 

დანართი 12

მინიმალური მანძილი სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიაზე განლაგებული გაზსავსები სადგურის რეზერვუარებიდან ამ საწარმოთა შენობა-ნაგებობებამდე

რეზერვუარების საერთო მოცულობა, მ3

ერთი რეზერვუარიდან მაქსიმალური მოცულობა, მ3

რეზერვუარების განლაგება

 

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

50-მდე

10

30

15

50-ზე მეტი, 100-მდე ჩათვლით

25

50

25

100-ზე მეტი, 200-მდე ჩათვლით

50

70

35

200-ზე მეტი, 300-მდე ჩათვლით

50

90

45

300-ზე მეტი, 500-მდე ჩათვლით

50

110

55

500-ზე მეტი, 2000-მდე ჩათვლით

100

200

100

2000-ზე მეტი, 8000-მდე ჩათვლით

100-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 600-სა

300

150

 

შენიშვნა: მანძილი გაზასავსები სადგურის 500 მ3-ზე ნაკლები საერთო მოცულობის გათხევადებული გაზების რეზერვუარებიდან იმ შენობამდე, აგრეგატებამდე და დანადგარებამდე, რომლებიც არ ეკუთვნის გაზსავსებ სადგურს და სახანძრო საფრთხის მიხედვით განეკუთვნება Г კატეგორიას, მიიღება ამ ცხრილში მითითებულზე 30%-ით მეტი.

დანართი 13

მინიმალური მანძილი სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებული გაზსავსები სადგურის რეზერვუარებიდან ამ საწარმოს სატრანსპორტო გზებამდე, მ

გზები სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე

რეზერვუარების საერთო მოცულობა, მ3

რეზერვუარების განლაგება

 

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

რკინიგზის ლიანდაგი (ლიანდაგის ღერძამდე) და საავტომობილო გზა (სავალი ნაწილის კიდემდე)

100-მდე ჩათვლით

100-ზე მეტი

20

30

10

15

 

 

დანართი 14

მინიმალური მანძილი გაზსავსებ სადგურში განლაგებული გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების შესანახი რეზერვუარებიდან გაზსავსები სადგურის შენობა-ნაგებობებამდე, მ

შენობები და ნაგებობები

რეზერვუარების განლაგება

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

სატუმბო-საკომპრესორო და სავსებ განყოფილებათა შენობები, გზის საორთქლებელი და სარევი დანადგარები

15

10

რინიგზის ლიანდაგი გათხევადებული გაზების ჩამოსასხმელად (ლიანდაგის ღერძამდე)

20

15

სვეტები გათხევადებული გაზების ჩამოსასხმელად ავტოცისტერნებში

30

20

საქვაბე, გარაჟი, სარემონტო სახელოსნო, მასალების საწყობი დამხმარე შენობები ცეცხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების გარეშე

30

20

საავტომობილო გზები (სავალი ნაწილის კიდემდე)

10

10

ტერიტორიის შემოღობვა

10

5

რეზერვუარები ხანძრის ჩასაქრობად

40

40

 

შენიშვნები: 1. მანძილი რეზერვუარებიდან ქვესადგურების შენობებამდე და ელექტროგამანაწილებელ მოწყობილობათა სათავსებამდე განისაზღვრება „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების“ მიხედვით.

2. გაზსავსები სადგურის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში დაუშვებელია საცხოვრებელი სათავსებისა და ისეთი წარმოების გათვალისწინება, რომელიც არ განეკუთვნება გაზსავსებ სადგურს.

დანართი 15

მინიმალური მანძილი გაზსავსები პუნქტიდან და ბალონების საშუალედო საწყობიდან სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებამდე, მ

შენობები და ნაგებობები

არსებული 50-ლიტრიანი ბალონების რიცხვი საწყობში

 

400-მე

400-დან 1200-მდე

1200-ზე მეტი

საწყობის მოცულობისაგან დამოუკიდელად

სასაწყობო და საწარმოო შენობები და ნაგებობები გაზსავსებ სადგურსა და ბალონების საშუალედო საწყობის ტერიტორიაზე

20

25

30

-

 

საცხოვრებელი შენობები

 

 

 

 

საზოგადოებრივი შენობები, რომლებიც არ ეკუთვნის გაზსავსებ სადგურსა და ბალონების საშუალედო საწყობს სამრეწველო, კომუნალურ და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა შენობები

-

-

-

-

-

-

-

-

-

50

100

20

 

შენიშვნები: 1. როდესაც გაზსავსებ პუნქტებში განლაგებულია 50 მ3-ზე მეტი საერთო ტევადობის გაზის შესანახი რეზერვუარები, მანძილი გაზსავსებ პუნქტამდე უნდა მივიღოთ სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. დასაშვებია მანძილების შემცირება ბალონების საშუალედო საწყობიდან მებაღეობის და სააგარაკო დასახლებათა ერთსულიან შენობებამდე არა უმეტეს ორჯერ, თუ ბალონების საშუალედო საწყობში განლაგებულია არა უმეტეს 150 ბალონი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 16

მინიმალური მანძილი ჯგუფური სარეზერვუარო დანადგარების რეზერვუარებიდან სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებამდე, მ

გაზის მომხმარებელთა შენობები და ნაგებობები

ჯგუფური სარეზერვუარო დანადგარის რეზერვუარების საერთო მოცულობა მ3

 

მანძილი მიწისზედა რეზერვუარებიდან

 

5-მდე ჩათვლით

5-ზე მეტი

10-მდე ჩათვლით

10-ზე მეტი

20-მდე ჩათვლით

კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებები ცეცხლმედეგობის ხარისხის მიუხედავად ადმინისტრაციული, საბავშვო და სამკურნალო დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, თეატრები, კინოთეატრები, კულტურის სახლები და სხვ.)

40

 

 

საცხოვრებელი, კომუნალური-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობე-ბი, მიუხედავად ცეცხლმედეგობის ხარისხისა: ღიობებით კედელში

20

 

 

ღიობების გარეშე კედლებში დანადგარის მხარეზე

15

 

 

სამრეწველო საწარმოთა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტთა ტერიტორიაზე განლაგებული შენობები

15

20

25

 

შენიშვნები: 1. მანძილი სიოში მიწისზედა რეზერვუარებს შორის უნდა იყოს უდიდესი მომიჯნავე რეზერვუარის დიამეტრის ტოლი, მაგრამ 1მ მაინც.

2. მანძილი მიწისქვეშა რეზერვუარებს შორის უნდა განისაზღვროს რეზერვუარების ჩაღრმავების, გრუნტის მახასიათებლების და შემოწმებისა და რემონტისათვის რეზერვუარებიდან მიწის მოცილების მოხერხებულობის გათვალისწინებით, მაგრამ 1 მ-ით მაინც.

დანართი 17

რეზერვუარების ჯგუფის მაქსიმალური საერთო მოცულობა, მ3

ჯგუფური სარეზერვუარო დანადგარის დანიშნულება

რეზერვუარების განლაგება

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

საზოგადოებრივ, საცხოვრებელ და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო შენობათა გაზმომარაგებისათვის

5-მდე

300-მდე

სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა გაზმომარაგებისათვის

20-მდე

300-მდე

 

დანართი 18

ერთი რეზერვუარის მაქსიმალური მოცულობა, მ3

ჯგუფური სარეზერვუარო დანადგარის საერთო მოცულობა, მ3

რეზერვუარების განლაგება

 

 

მიწისზედა

მიწისქვეშა

მოსახსნელი რეზერვუარები (5-მდე ჩათვლით)

1,6

_

არამოსახსნელი რეზერვუარები:

20-მდე ჩათვლით

5

5

20-ზე მეტი, 50-მდე ჩათვლით

_

10

50-ზე მეტი, 100-მდე ჩათვლით

_

25

100-ზე მეტი, 300-მდე ჩათვლით

_

50

 

 

დანართი 19

მინიმალური მანძილი ჰორიზონტალურად კარადული ჯგუფური ბალონიანი დანადგარიდან და სარეზერვუარო დანადგარიდან მიწისქვეშა ნაგებობებამდე და ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის საჰაერო ხაზებამდე, მ

კანალიზაცია, თბოტრასა, ელექტროკაბელები -------------------------- --------------3,5

წყალსადენი, კავშირგაბმულობის კაბელები და სხვა კომუნიკაციები ----------- 2,0

მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, ამოსაწმენდი ორმოები ------------------------- 5,0

ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზები შემდეგი ძაბვით, ვ:

1000-მდე -------------------------------------------------------------------------------- 5,0

1000-ზე მეტი ------------------- ელექტროგადაცემის ხაზის საყრდენის

                                                                                                              1,5 სიმაღლეზე

დანართი 20

მინიმალური მანძილი ჯგუფური ბალონიანი დანადგარიდან

შენობა-ნაგებობებამდე, მ

საცხოვრებელი შენობები, სამრეწველო საწარმოთა საწარმოო შენობები და სხვა შენობები და ნაგებობები ცეცხლმედეგობის შემდეგი ხარისხით:

I და II: ------------------------------------------------------------------------------- 8

III ------------------------------------------------------------------------------------- 10

IV და V ------------------------------------------------------------------------------- 12

საზოგადოებრივი შენობები ცეცხლმედეგობის ხარისხისაგან დამოუკიდებლად (საავადმყოფო, საბავშვო დაწესებულება, კინოთეტრი, კლუბი, კულტურის სახლი, სასწავლებელი და სხვ.) ------------------- 25

ცალკე მდგომი დროებითი სამეურნეო ნაგებობები (ფარდული და სხვ.)------------- 8

 დანართი 21

მაქსიმალურად დასაშვები გაზის წნევა გაზსადენებში სათავსებს შიგნით

გაზის მომხმარებლები

გაზის წნევა მეგპა (კგძ/სმ2)

 

1. სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების საწარმოო შენობები, აგრეთვე ცალკე მდგომი საქვაბეები და საწარმოო ხასიათის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები (აბანოები, სამრეცხაოები, პურისა და საკონდიტრო ნაწარმის საცხობები და სხვ.)

0,6 (6)

 

2. პირველ პუნქტში მითითებული საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, რომლებიც მინიშნებულია სხვა საწარმოო დანიშნულების შენობებთან ან ჩაშენებულია ამ შენობაში

0,3(3)

3. არასაწარმოო ხასიათის საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები და საზოგადოებრივი შენობები

0,005 (0,05)

4 საცხოვრებელი სახლები

0,003(0,03)

 

 

 

 

 

დანართი 22

გაზის ნომინალური წნევა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების

წინ, დკპა (მმ წყ.სვ.)

ბუნებრივი და ნავთობის თანამგზავრი გაზები და სხვა გაზები

დაწვის უმცირესი სითბოთი 31,8 – 41,8(7600-10000)მეგჯ/მ3 (კკალ/მ3 )———— 200

ხელოვნური და შერეული გაზები დაწვის უმცირესი სითბოთი

14.6-18.8(3500-4500) მეგჯ/მ3 (კკალ/მ3 ) ————————-—-—————— 130

გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზები დაწვის უმცირესი

სითბოთი 92,0-117,2(22000-28000) მეგჯ/მ3 (კკალ/მ3 )—————————— 300

დანართი 23

მინიმალური მანძილი ცალკე მდგომი გაზმარეგულირებელი სადგურიდან, პუნქტიდან, კარადული დანადგარიდან შენობა-ნაგებობებამდე

გაზის წნევა შემყვანებზე მეგპა (კგძ/სმ2)

მინიმალური მანძილი (ჰორიზონტალურად სიოში), მ

 

 

შენობამდე და ნაგებობამდე

რკინიგზის და ტრამვაის ლიანდაგებამდე (უახლოეს რელსამდე)

საავტომობილო გზებამდე (გვერდულამდე)

ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზებამდე

 

0,6(6)-მდე

10

10

5

არანაკლებ საყრდენის სიმაღლე 1,5-ისა

0,6(6)-ზე მეტი 1,2 (12)-მდე

15

15

8

იგივე

 

შენიშვნა: მანძილი უნდა მივიღოთ გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის, შენობის კედლიდან, გაზმარეგულირებელი კარადული დანადგარის კიდიდან, ხოლო თუ მოწყობილობა განლაგებულია ღია მოედანზე – მოწყობილობის კიდიდან.

 დანართი 24

მიწისზედა გაზსადენების მაღალ საყრდენებზე გაყვანის

მინიმალური სიმაღლე (სიოში), მ

ტრანსპორტის არასავალი ნაწილი ფეხით სავალ ტერიტორიაზე -----------------2.2

გადაკეთების ადგილები:

ავტოგზებთან (საფარის ზედიდან) -------------------------------------------------- 5.0

არაელექტრიფიცირებული რკინიგზის ლიანდაგებთან

(რელსის თავიდან) ------------------------------------------------------------------------ 5.6

რკინიგზებისა და ტრამვის ლიანდაგების

ელექტრიფიცირებულ უბნებთან (რელსის თავიდან) -------------------------- 7.1

ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელთან (გზის საფარის ზედიდან) ---------------- 7.3

შენიშვნა: როდესაც მიწისზედა გაზსადენები გაჰყავთ დაბალ საყრდენებზე თავისუფალ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებათა არასავალ და ხალხის არასასიარულო ადგილას, სიმაღლე მიწის დონიდან მილის ქვედამდე (ან იზოლაციის ზედაპირამდე) უნდა იყოს 0,35 მ მაინც.

დანართი 25

ბალონების მაქსიმალური ტევადობა ჯგუფურბალონიან დანადგარში, ლ

შენობები და საწარმოები

ჯგუფურბალონიანი დანადგარის განლაგება

 

შენობის კედლებთან

შენობიდან მოცილებით

საცხოვრებელი, საზოგადებრივი შენობები და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო საწარმოები

600

1000

სამრეწველო და კომუნალური საწარმოები

1000

1500

 

დანართი 26

გაზსადენების შენადუღი პირაპირების კონტროლის ფიზიკური

მეთოდებით შემოწმების ნორმები

გაზსადენები

კონტროლს ექვემდებარება პირაპირების რაოდენობა ყოველ ობიექტზე თითოეული შემდუღებლის მიერ შედუღებული პირაპირების საერთო რიცხვიდან, %

გარე (მიწისქვეშა და მიწისზედა) და შიგა გაზსადენები 50 მმ-ზე ნაკლები პირობითი დიამეტრით

არ ექვემდებარება

გარე მიწისზედა და შიგა გაზსადენები, არეთვე, გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტებისა და დანადგარების გაზსადენები 50 მმ და მეტი დიამეტრის წნევით 0,005 მეგპა (0,05 კგძ/სმ2)-მდე ჩათვლით

იგივე

იგივე, წნევით 0,005 მეგპა (0,05 კგძ/სმ2)-ზე მეტი 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ2)-მდე ჩათვლით

5, მაგრამ არანაკლებ 1 პირაპირისა

იგივე გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების გაზსადენები წნევით 0,005 მეგპა (0,05 კგძ/სმ2)-დან 1,6 (16 კგძ/სმ2)-მდე ჩათვლით

10, მაგრამ არანაკლებ 1 პირაპირისა

 

ყველანაირი წნევის მიწისქვეშა გაზსადენები

100

ყველანაირი წნევის მიწისზედა გაზსადენები, ჩამოკიდებული ხიდებზე და ხრამების, მდინარეებისა და სხვა ზღუდეების გადასასვლელზე

100

 

დანართი 27

უმცირესი მანძილი ჰორიზონტალურად (სიოში) გაზსადენებსა და

სხვა საინჟინრო კომუნიკაციებს შორის სამრეწველო საწარმოთა ტერიტორიებზე

გაზის წნევა გაზსადენში, მეგპა (კგძ/სმ2)

უმცირესი მანძილი გაზსადენიდან, მ

 

 

წყალსა-დენამდე

კანალიზა-ციამდე

დრენაჟამდე და წყალჩასადი-ნარამდე

ძალერ კაბელებამდე (35 კვ-მდე)

კავშირგაბ-მულობის კაბელებამდე

თბოსადენე-ბამდე (არხის გარე კედლებამდე)

 

დაბალი 0,005 (0,05)-მდე ჩათვლით

1

1

1

1

1

2

საშუალო 0,3(3)-მდე ჩავლით

1

1.5

1.5

1

1

2

მაღალი 0,3(3)-ზე მეტი 0,6(6)- მდე ჩათვლით

1.5

2

2

1

1

2

0,6(6)-ზე მეტი 1,2(12)-მდე ჩათვლით

2

5

5

2

2

4

 

 

 

 

დანართი 28

საწვავი გაზების აალებადობის (აფეთქებადობის) ზღვრები 200

ტემპერატურის და 760 მმ ვწყ.სვ. წნევისას

გაზი

გაზის შემცველობა ჰაერში, %

 

ქვედა ღვარი

ზედა ზღვარი

მეთანი

5,0

15,0

ეთანი

3,2

12,5

პროპანი

2,3

9,5

პროპელინი

2,2

9,7

ნ-ბუტანი

1,5

8,4

იზობუტანი

1,8

8,4

ბუტილები

1,7

9,0

პენტანი

1,4

7,8

 

დანართი 29

შენობათა კატეგორიები ცეცხლმედეგობის მიხედვით

შენობათა და სახანძრო ნაკვეთურების კატეგორია

სართულების დასაშვები რიცხვი

შენობათა ცეცხლმედე-გობის ხარისხი

სართულის ფართობი სახანძრო ნაკვეთურის ფარგლებში, მ2

 

 

 

 

ერთსართუ-ლიანების

მრავალსართულიანების

 

 

 

 

ორსართუ-ლიანის

სამ და მეტ სართულიანის

A, Б

6

I

არ იზღუდება

A, Б ნავთობგადამამუშავებელი, გაზის, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობის შენობათა გამოკლებით

6

1

II

III

 

5200

იგივე

_

ნავთობგადამამუშავებელი, გაზის, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობის შენობები

6

1

II

III

არ იზღუდება 3500

5200

_

3500

_

Б ნავთობგადამამუშავებელი, გაზის, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობის შენობები

6

1

II

III

არ იზღუდება 3500

10400

_

7800

_

 

В

8

I,II

არ იზღუდება

 

3

III

5200

3500

2600

 

2

III

25000

10400

-

 

1

III

15000

-

-

 

2

IV

2600

2000

-

 

2

IV

2600

2000

-

 

1

V

1200

-

-

Г

10

I,II

არ იზღუდება

 

3

III

6500

5200

3500

 

6

III

არ იზღუდება

 

1

III

20000

-

-

 

2

IV

6500

5200

-

 

2

IV

3500

2600

-

Д

10

I,II

არ იზღუდება

 

3

III

7800

6500

3500

 

6

III

არ იზღუდება

 

1

III

25000

-

-

 

2

IV

10400

7800

-

 

2

IV

3500

2600

-

 

2

V

2600

1500

-

 

დანართი 30

სანიმუშო ჩამონათვალი სამუშაოებისა, რომლებიც შედის ტექნიკური მომსახურების, გეგმიანი რემონტის (მიმდინარე და კაპიტალური) და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების მოცულობაში

1. ტექნიკური მომსახურება:

ა) გაზსადენების ჭების და საკონტროლო მილაკების შემოწმება დაგაზიანებაზე;

ბ) დაგაზიანებაზე შემოწმება სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების (ტელეფონის, წყალსადენის, თბოქსელისა და სხვ.) ჭების, კოლექტორების, შენობათა სარდაფებისა და სხვა ნაგებობებისა, რომლებიც განლაგებულია გაზსადენის ღერძის ორივე მხარეს 15 მ (გაზის გამოვლენისას – 50 მ) მანძილზე;

გ) გაზის გაჟონვის გამოვლენა გარეგანი ნიშნებით (მცენარეულობის გაყვითლება გაზსადენის ტრასაზე, მურა ლაქები თოვლზე, გაზის ბუშტულების გამოყოფა წყლის ზედაპირზე და ა.შ.);

დ) თვალყურის დევნება კოვერებისა და კედლის მაჩვენებლების დაცულობასა და მდგომარეობაზე, მათი გაწმენდა თოვლის, ყინულის, ტალახისაგან და ა.შ.;

ე) თვალყურის დევნება საგზაო და სხვა სამშენებლო სამუშაოებზე, რომლებიც წარმოებს გაზსადენების ახლოს, გაზსადენის დაზიანების, აგრეთვე ტრასის ჩახერგვისა და განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით;

ვ) გაზსადენის და მისი იზოლაციის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება დაწნეხით, ბურღვით, შურფით ან ხელსაწყოებით;

ზ) გაზის წნევის გაზომვა გაზსადენებში;

თ) ელექტრული პოტენციალების გაზომვა გაზსადენებზე;

ი) კონდენსატის ამოტუმბვა კონდენსატშემკრებებიდან;

კ) გაზმარეგულირებელი სადგურების, პუნქტების, დანადგარების გარეგანი და შიგა დათვალიერება, ტექნოლოგიური მოწყობილობის წესივრულობის შემოწმება;

ლ) მარეგისტრირებელ ხელსაწყოთა კარტოგრამების შეცვლა, ხელსაწყოებში მელნის ჩასხმა, საათის მექანიზმების მომართვა;

მ) საზომ ხელსაწყოთა ჩვენების აღება და მათი შემოწმება „ნულზე“;

ნ) ვენტილაციის სისტემის მდგომარეობის, განათების, ტელეფონის წესივრულობის შემოწმება, სათავსის გაწმენდა მტვრის, ჭუჭყისა და გარეშე საგნებისაგან;

ო) სათავსის შიგნით ჰაერის ტემპერატურისა და გათბობის სისტემის წესივრულობის შემოწმება;

პ) ყველა შეერთებისა და არმატურის სიმჭიდროვის შემოწმება;

ჟ) მცველ მოწყობილობათა, რეგულირებისა და უსაფრთხოების ავტომატიკის ხელსაწყოების ამოქმედების შემოწმება;

რ) გაზის გაჟონვის გამოვლენა და აღკვეთა არმატურაში, გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების ტევადობის რედუქციულ თავში და რამპასთან ბალონების მიერთების ადგილებში;

ს) გაზის წნევის კონტროლი სისტემაში და მისი რეგულირება;

ტ) ჯგუფურბალონიანი და სარეზერვუარო დანადგარების გარსაცმებისა და შემოღობვის მდგომარეობის, საკეტების, შეღებვის, მაფრთხილებლი წარწერების არსებობის შემოწმება;

უ) ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის არსებობისა და დაკომპლექტების შემოწმება.

2. მიმდინარე რემონტი:

ა) ტექნიკური მომსახურების დროს გამოვლენილი წვრილმანი დეფექტებისა და გაზის გაჟონვის აღკვეთა;

ბ) ცალკეული შენადუღი პირაპირების გაძლიერება ქუროების დაყენების გზით;

გ) იზოლაციის დაზიანების ცალკეული ადგილების რემონტი;

დ) გაზსადენის ჩაკიდულობის აღკვეთა;

ე) კედლის ნიშნების წესრიგში მოყვანა;

ვ) მიწისზედა გაზსადენების შეღებვა;

ზ) ჭებისა და კოვერების ლიუკებისა და სახურავების მდგომარეობის შემოწმება, გადახრის, დაჯდომის და სხვა უწესივრობათა აღკვეთა;

თ) ჭების მცირე რემონტი, ურდულების, ონკანების, კომპენსატორების შემოწმება, დათვალიერება და რემონტი;

ი) საკვალთეების, ონკანების, კომპენსატორების შეღებვა;

კ) კონდენსატშემკრებების კუთხვილიან შეერთებათა სიმჭიდროვის შემოწმება, მათი სათავსების დაზიანებათა აღკვეთა, კონდენსატშემკრებების და საკონტროლო მილაკების გამოსაყვანი მილების წამატება ან ჩამოჭრა;

ლ) ყველა შეერთებისა და არმატურის არასიმჭიდროვეთა შემოწმება და აღკვეთა;

მ) მოწყობილობის (წნევის რეგულატორების, დამცავი სარქველების, ფილტრების, ჩამკეტი არმატურის) დაშლა, გაცვეთილი ნაწილებისა და დეტალების შეცვლა ან რემონტი;

ნ) საკვალთებისა და დამცავი სარქველების დაკეტვის სვლისა და სიმჭიდროვის შემოწმება;

ო) მოხახუნე ნაწილების შეზეთვა და ჩობალების ხელახლა ჩატენვა;

პ) საიმპულსე მილაკების გაქრევა;

ჟ) სარქვლის ბუდესთან წნევის რეგულატორის, სარქვლისა და „პილოტის“ მიბჯენის სიმჭიდროვის შემოწმება;

რ) წნევის რეგულატორის მემბრანის, „პილოტის“ მგრძნობიარობისა და სიმჭიდროვის განსაზღვრა;

ს) დამცავი მოწყობილობის რეგულირებისა და უსაფრთხოების ავტომატიკის ხელსაწყოების მუშაობისა და მომართვის შემოწმება.

3. კაპიტალური რემონტი:

ა) გაზსადენის უვარგისი მონაკვეთების შეცვლა;

ბ) გაზსადენების ცალკეული უბნების იზოლაციის შეცვლა მილის კედლების აღდგენის გარეშე ან აღდგენით;

გ) ჭების რემონტი გადახურვის დაშლითა და შეცვლით, გაცვეთილი ლიუკებისა და სახურავების შეცვლა, ყელის ხელახლად წყობა, ჭების ჰიდროიზოლაციის სრული აღდგენა და რემონტი;

დ) ჭების სიმაღლის წამატება, მათი ხელახლა შელესვა, კიბეების, ჩასასვლელი კავებისა და სხვათა შეცვლა;

ე) საკვალთების ონკანების, ვენტილების შეცვლა ან დაშლა, გაცვეთილი დეტალების შეცვლა, შემამჭიდრო-ვებელი რგოლების შაბვრა, გამოჩარხვა, შეცვლა და ა.შ.;

ვ) კონდენსატშემკრებების დემონტაჟი ან შეცვლა, კოვერების რემონტი ან შეცვლა და ა.შ.;

ზ) გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტისა და დანადგარის გაცვეთილი და დაძველებული მოწყობილობის შეცვლა, შენობის რემონტი.

4. საავარიო-აღდგენითი სამუშაოები წარმოებს გაზმომარაგების სისტემებში შემდეგ უწესივრობათა არსებობის დროს:

ა) შენადუღი ნაკერის ბზარი;

ბ) შენადუღი ნაკერის გაგლეჯა;

გ) მილების გრძივი ნაკერის გახსნა;

დ) გაზის ჭის წყობის დანგრევა;

ე) საკვალთის, ონკანის, ვენტილის რეგულატორის, მცველი სარქვლისა და ა.შ. კორპუსის დაზიანება;

ვ) ლინზიანი კომპენსატორის დაზიანება;

ზ) გაზსადენის მოწყვეტა (შედუღების დარღვევა) სხვა გაზსადენებთან მიერთების ადგილას;

თ) გაზსადენების მიღების ან უბნების დეფორმაცია გრუნტის გადაადგილების გამო;

ი) გამჭოლი დაზიანება გაზსადენის მილში;

კ) საყრდენების დანგრევა, გაზსადენის მოწყვეტა მილების დეფორმაციითა და პირაპირების გაგლეჯითურთ;

ლ) გაზმარეგულირებელი სადგურის, პუნქტის სამშენებლო ნაწილის დანგრევა მოწყობილობის, საკონტროლო ხელსაწყოების დაზიანებითურთ;

მ) რკინიგზებზე, ავტოგზებზე, წყლის ზღუდეებზე და ა.შ. გადასასვლელების დანგრევა;

ნ) გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების რეზერვუარების დაზიანება;

ო) გაზსადენებისა და სარეზერვუარო დანადგარების რედუქციული თავის არამატურის ან ჯგუფურბალონიანი დანადგარის შემკრავი დანგრევა ან დაზიანება.