დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები”-ს დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/1794 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.22.024.016224 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1794
2012 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანებაში (სსმ III, 19.04.2010, №43, მუხ. 664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
ვ. ქობალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები