დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 519 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 12/08/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/08/1996 - 22/04/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №519
1996 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის შექმნის შესახებ
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და რუსეთის სააქციო საზოგადოება „გაზპრომის“ მონაწილეობით გადაწყდა საკითხი, რომ თურქეთის რესპუბლიკას რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების ბუნებრივი გაზი მიეწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით ტრანსპორტირების გზით.
პროექტის დროულად და ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის შექმნა.
საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის ძირითადი ამოცანაა არსებული მაგისტრალური გაზსადენების აღდგენა და ახლით შეცვლა, ახალი მაგისტრალური გაზსადენების დაპროექტება და მშენებლობა თურქეთის საზღვრამდე, მათი ექსპლუატაცია, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება (საკომპრესორო სადგურები, სარემონტო-საექსპლუატაციო უბნები და სხვ.), გაზის ტრანსპორტირება და რეალიზაცია, ამ სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური, საინვესტიციო, საბანკო, სადაზღვევო და სხვა საჭირო საქმიანობის კოორდინაცია.
ზემოთ აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტის მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაცია.
კორპორაციის ფორმა, სტრუქტურა, სტატუსი, მონაწილეები და ა.შ. განისაზღვროს სპეციალური ბრძანებულებით.
2. დაინიშნოს ალექსი გოცირიძე საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტად და მიენიჭოს მას საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულის სტატუსი.
3. საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი – საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და დოკუმენტებს, წარმართოს და გადაწყვიტოს საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის ორგანიზაციასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციამ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმიანობა წარმართოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით.
4. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის სახელმწიფო წილში წარმოდგენილ საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად მოწვეულ იქნენ რუსეთის სააქციო საზოგადება „გაზპრომი“, თურქეთის ფირმა „ბოტაში“, საქართველო-შვეიცარიის ერთობლივი საწარმო „სიერატრანსგაზ ა.გ.“, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, საინვესტიციო, საბანკო, საფინანსო, სადაზღვევო სტრუქტურები.
5. საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა – საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულმა ა. გოცირიძემ ორ კვირაში განსახილველად და დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის ორგანიზაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული წინადადებანი.
6. საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა სათანადო დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტს – საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებულს კორპორაციის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.
7. გაუქმდეს ნებისმიერი სხვა მხარისათვის საქართველოს მთავრობის მიერ ადრე მინიჭებული ყველა უფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ბრძანებულებას.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები