ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ

  • Word
ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 04/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.000.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
437
04/07/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/07/1996
300.280.000.05.002.000.
ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/07/1996 - 22/09/1997)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №437

1996 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის შესახებ

საქართველოს 1996 წლის 26 ივნისის კანონით შეიქმნა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც განსაზღვრავს და წარმართავს ქვეყანაში ენერგეტიკულ პოლიტიკას, დარგის განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტებს, საინვესტიციო პოლიტიკასა და ეკონომიკის დარგში ენერგოეფექტიანობის ამაღლების სტრატეგიას, უზრუნველყოფს დარგში რეფორმის რაციონალურ წარმართვას, ამუშავებს და ახორციელებს საკადრო პოლიტიკას, ავითარებს დარგის საკანონმდებლო და ნორმატიულ ბაზას, ახორციელებს დარგის ტექნიკური და ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგს, გეგმავს და კოორდინაციას უწევს ტექნიკურ დახმარებას, განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას საგანგებო ენერგეტიკულ სიტუაციებში.

ენერგეტიკის განსაკუთრებული ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, დარგში რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებს, დარგის რეგულირების ფუნქციისა და კომერციული საქმიანობის გამიჯვნის, დემონოპოლიზაციის, კერძო მესაკუთრეობისა და საბაზრო ურთიერთობათა განვითარების მიზნით, ქართველი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაცითა, ელექტორენერგეტიკული სექტორის რესტრუქტურიზაციის კომიტეტისა და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად:

1. ენერგეტიკული კრიზისი დაძლევისა და დარგის გავითარების ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად სათბობ-ენერგეტიკა მიჩნეულ იქნეს პრიორიტეტულ დარგად.

2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნას მარეგულირებელი სამსახური – ელექტროენერგეტიკული მარეგულირებელი კომისია.

მარეგულირებელ კომისიას საწყის ეტაპზე დაევალოს ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ტარიფების რეგულირება.

3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით 1996 წლის 15 ივლისისათვის წარმომიდგინოს მარეგულირებელი კომისიის წევრთა კანდიდატურები.

4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შეიმუშაონ და 1996 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცონ ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია და წესები.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შექმნან სპეციალური სამუშაო ჯგუფი და წარმართონ სისტემატური მუშაობა ენერგეტიკის სფეროს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბებისათვის და პირველ რიგში უზრუნველყონ ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონის სრულყოფა 1996 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტში წარსადგენად.

6. რესტრუქტურიზაციის პირველ ეტაპზე განხორციელდეს დეპარტამენტ საქენერგოს რეორგანიზაცია, რისთვისაც მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს ფინანსურად დამოუკიდებელი 3 ქვესექტორი – გენერაციის, გადაცემა-დისპეტჩერიზაციისა და განაწილების.

7. საქენერგოს გენერაციის ქვესექტორში შემავალი საწარმოები (ცალკეული ელექტროსადგურები ან მათი ჯგუფები, სარემონტო ან მომსახურების სფეროს სხვა საწარმოები ან მათი ჯგუფები) გარდაიქმნან სააქციო საზოგადოებებად, რომელთა აქციები მათ განლაგებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. აქციების სახელმწიფო წილის მართვის უზრუნველყოფისათვის საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შექმნას შესაბამისი სამსახური.

8. საქენერგოს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის სტრუქტურა გარდაიქმნას ერთიან, კომერციალიზებულ, ფინანსურად ავტონომიურ სახაზინო საწარმოდ საქენერგო, რომელიც დაექვემდებარება საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს და განსახილველ ეტაპზე პრივატიზაციას არ დაექვემდებარება.

9. განაწილების სტრუქტურები მთლიანად გამოეყოს საქენერგოს, დაცალკევდეს ტერიტორიული პრინციპით და გარდაიქმნას სააქციო საზოგადოებებად, რომელთა აქციები მათ განლაგებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და მართვისათვის გადაეცემათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად ერთ თვეში შეიმუშაოს ამ ობიექტების პრივატიზაციის გეგმა.

10. საქენერგოს გენერაციისა და განაწილების ქვესექტორების საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნისათვის დეპარტამენტმა საქენერგომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და საწარმოთა კოლექტივებთან ერთად საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით მოამზადოს მეწარმეთა შესახებ და სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და 1996 წლის 1 აგვისტომდე წარუდგინოს იგი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, აგრეთვე შეიმუშაოს კორპორატიზაციის საერთო გეგმა და 1996 წლის 31 აგვისტომდე წარუდგინოს იგი სახელმწიფო კანცელარიას.

11. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1996 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნა მეწარმეთა შესახებ და სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.

12. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორაგანოებთან და საწარმოთა კოლექტივებთან ერთად შეიმუშაოს გამოცალკევებულ საწარმოთა და გამანაწილებელ კომპანიათა სააღრიცხვო, საფინანსო და სამენეჯერო საქმიანობის გარდაქმნის გეგმა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვებისა და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელთა განხორციელებაც უნდა დაიწყოს 1996 წლის 31 ოქტომბრამდე.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, დეპარტამენტმა საქენერგომადგილობრივმმართველობის ორგანოებთან ერთად 1996 წლის 31 ოქტომბრისათვის შეიმუშაონ ჩამოყალიბებულ საწარმოთა ანგარიშების გამიჯვნის, ქონების ინვენტარიზაციის და ვალდებულებათა გეგმა საქენერგოსთან გამოყოფილი სტრუქტურების გრძელვადიანი დავალიანების გათვალისწინებით. გეგმა უნდა მოიცავდეს აგრეთვე დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და ვალების გასტუმრების გრძელვადიან და მოკლევადიან სქემებს სატარიფო სტრუქტურასთან მათი კავშირის გათვალისწინებით, უნდა ეყრდნობოდეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დასახულ ღონისძიებათა რეალიზაციის შედეგებს.

14. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით შეიმუშაოს და 1996 წლის 30 ნოემბრამდე წარმომიდგინო ელექტროენერგეტიკის პრივატიზაციის გეგმა. ეს გეგმა უნდა ითავლისწინებდეს პრივატიზაციის საერთო-სახელმწიფო პროცესის მთავარ მიმართულებებს, მათ შორის, ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემოს განვითარების არსებით მნიშვნელობასა და საპრივატიზაციო შემოსავლების, უწინარეს ყოვლისა, ენერგეტიკის ობიექტების მოდერნიზაცისა და განვითარებაში ინვესტირების მიზანშეწონილობა. პრივატიზაციის გეგმის შედგენისას განხილულ უნდა იქნეს დარგის პერსონალისათვის აქციათა ნაწილის უფასოდ და შეღავათიანი პირობებით გადაცემის საკითხი.

15. სათბობ-ენერგეტიკის დარგში რეფორმის მიმდინარეობა, შესაბამისი გადაქმნების მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები ფართოდ გაშუქდეს ტელევიზიისა და პრესის საშუალებით.

ე. შევარდნაძე