დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 180 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 21/02/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.210.000.05.002.000. |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (29/02/1996 - 23/03/1997)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №180
1996 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური მეცნიერების ფუნდამენტური კვლევის შედეგების, გამოგონებების, ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეების სათანადო რეალიზაციისა და დანერგვის, აგრეთვე ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საქართველოს საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით:
1. მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული საქართველოს საინჟინრო აკადემიის პოტენციალი საინჟინრო მეცნიერებისა და საინჟინრო-ტექნიკური პროგრესის განხორციელებაში, მასვე მიენიჭოს კოორდინატორის სტატუსი ქვეყნის საინჟინრო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელებაში.
2. საქართველოს საინჟინრო აკადემიამ:
– განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ეკონომიკის ისეთ პრიორიტეტულ დარგებს, როგორიცაა ენერგეტიკა და ენერგეტიკული რესურსები; მრეწველობის იმ დარგებს, რომელთაც აქვთ ადგილობრივი ნედლეული და საექსპორტო პოტენციალი; მანქანათმშენებლობას სოფლის მეურნეობის, მსუბუქი და კვების მრეწველობისათვის; მშენებლობას; სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციებს; საინჟინრო-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებს;
– ყოველმხრივ ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ შესრულებული ფუნდამენტური კვლევის შედეგების საინჟინრო გადაწყვეტასა და მათ წარმოებაში დანერგვას;
– საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნას თავისი სამხარეო ცენტრები; აქტიურად დაეხმაროს და კონსულტაციები გაუწიოს საინჟინრო რეგიონებს, საწარმოებს, კერძო ბიზნესს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელშეწყობით.
3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, უწყებებმა საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმთან ერთად განიხილონ დარგთა განვითარების კონცეფციები და პროგრამები, საინვესტიციოდ წარსადგენი ძირითადი სამუშაოები, დარგთაშორისი ურთიერთობების საკვანძო საკითხები, გაითვალისწინონ საექსპერტო დასკვნები, შენიშვნები და რეკომენდაციები.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საინჟინრო აკადემიას განსაკუთრებული მნიშვნელობის საინჟინრო სამუშაოების შესასრულებლად გრანტებისათვის ყოველწლიურად გამოუყოს 20 000.
5. დაევალოთ შესაბამის სამსახურებს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ცნობილი მეცნიერებისა და სოციალურად დაუცველი თანამშრომლებისათვის გამოყონ ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული სურსათი, მედიკამენტები და სხვა სახის საქონელი.
6. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა გადაწყვიტოს საინჟინრო აკადემიის სათანადოდ განთავსების საკითხი.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები