დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №180 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 152 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 23/03/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 31/03/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №152
1997 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური პოტენციალის ამოქმედებაში საინჟინრო აკადემიის როლის გაძლიერებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №180 ბრძანებულებაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს საინჟინრო აკადემიის პოტენციალის აქტიურ გამოყენებას ქვეყნის მრეწველობის ამოქმედებასა და აღორძინებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს საინჟინრო აკადემიის მიერ შემუშავებული ცალკეულ და მეთაურ საწარმოთა განვითარების პროგრამების დანერგვისა და განხორციელების მიზნით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) საქართველოს საინჟინრო აკადემიას განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაოთა შესასრულებლად 1997 წელს მათთვის გამოყოფილი გრანტების მოცულობა გაუზარდოს 70 ათას ლარამდე და ამ მიზნით 50 ათასი ლარი გამოყოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები