არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 19/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 230.020.040.10.003.000.319
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
185
14/10/2005
სსმ, 120, 19/10/2005
230.020.040.10.003.000.319
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/10/2005 - 18/01/2006)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

დებულება          

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

2. ნებართვის გაცემის წესი, გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, გამცემის უფლება-მოვალეობები და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად სამინისტროს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და სხვ.);

ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) არაიოდიზებული მარილის არასაკვები მიზნით შემდგომში გამოყენების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება). თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია, – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ იქნება გამოყენებული საკვები მიზნით.

    მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.