„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111206018, 06/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 230020040.10.003.016605
  • Word
445
01/12/2011
ვებგვერდი, 111206018, 06/12/2011
230020040.10.003.016605
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 445

2011 წლის 1 დეკემბერი

. თბილისი

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი №1) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნებართვა აქვს ინდივიდუალური ნომერი (ნუმერაცია სააგენტოს მიერ გასაცემ ფორმებზე იწყება ციფრით „1“, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემ ფორმებზე – ციფრით „2“). ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების 11 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური

დანართი №2

არაიოდიზებული მარილის იმპორტის

ნებართვა 000000

 „____“ ________ 201 ___ წ.

განმცხადებელი (იმპორტიორი) -------------------------------------------------------------------

პირის საიდენტიფიკაციო ნომერი-----------------------------------------------------------------

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი ----------------------------------------------------------

მწარმოებელი ქვეყანა -------------------------------------------------------------------------------

მწარმოებელი კომპანია ----------------------------------------------------------------------------

ექსპორტიორი ---------------------------------------------------------------------------------------

მარილის დანიშნულება ---------------------------------------------------------------------------

ხელშეკრულების და თარიღი -----------------------------------------------------------------

წონა (კგ) ---------------------------------------------------------------------------------------------

გამცემი ორგანოს დასახელება ------------------------------------------------------------

უფლებამოსილი პირი -------------------------------                   ---------------------------------

                                           (სახელი,                                                         გვარი)

(ხელმოწერა)

                                                                                                                                                                                                                                                                   ბ.ა.“.