„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110927016, 28/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 230020040.10.003.016523
  • Word
363
23/09/2011
ვებგვერდი, 110927016, 28/09/2011
230020040.10.003.016523
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 363

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაიოდიზებული მა­რილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში (სსმ III, 2005წ., მუხ.1339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„1. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართ­ვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება (დანართი №1).“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნე­ბარ­თ­ვის ფორმა“ (დანართი №2).“.

3. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „არაიო­დი­­ზებუ­ლი მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირო­ბების შესახებ“ დებულების:

 ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოები

  არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ად­მი­ნისტრაციული ორგანოებია:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნუ­ლი სააგენტო (შემდგომში – სააგენტო);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამ­სახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარ­სადგენი დამატებითი დოკუმენტები

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნე­ბართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ სა­ქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტა­ციასთან ერთად, სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:

) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამა­რთ­ლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ..);

) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დო­­კუმენტები;

) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი (ხელ­შეკ­რუ­ლება); თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდ­როუ­ლად მომხმარებელია, – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ნებართვის შევსება და რეგისტრაცია

1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღ­რიც­ხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმებით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

2. წერილობითი ნებართვა ივსება სამ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მეორე და მესამე პირები გადაეცემა ტვირთის მფლობელს ან ტვირთის მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს.

3. ნებართვის ელექტრონულად გაცემის შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების სამსახურისათვის ხელმისაწვდომია ნებართვების ელე­ქტ­რონული ბაზა, მისი დედნის წარდგენა საგადასახადო ორგანოში სავალდებულო არ არის.

 4. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ნებართვების აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუს­ხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.“.

 4. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრი­დან.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                                 . გილაური

 

 

„დანართი №2

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის

ნებართვა №000000

 

„_____“ ___________ 201__ წ.

 

განმცხადებელი (იმპორტიორი): --------------‑‑­­‑‑‑---------------------------------------

საიდენტიფიკაციო კოდი: ------------------------------------------------------------------

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი: ---------------------------------------------------

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია: --------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------

ექსპორტიორი (მისამართი): --------------------------------------------------------------

მარილის დანიშნულება: --------------------------------------------------------------------

ხელშეკრულების № და თარიღი: -----------------------------------------------------------

წონა (კგ): ---------------------------------------------------------------------------------------

ადგილების რაოდენობა:---------------------------------------------------------------------

ნებართვის მოქმედების ვადა: ---------------------------------------------------------------

 

 

გამცემი ორგანოს დასახელება: -----------------------------------------------------

 

უფლებამოსილი პირი:                                      ხელმოწერა  /                                           /

 

 ბ.ა.

 

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის № _____“.