„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3598-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 12/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.016019
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3598-IIს
17/09/2010
სსმ, 54, 12/10/2010
070000000.05.001.016019
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/10/2010 - 10/12/2010)

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1 მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები (შემდგომში – სააღსრულებო ბიურო), რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები).

2. სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები) განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.  

2. 171 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად მისი ქონების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ამოღება და რეალიზაცია ხორციელდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№3598–II