სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 11/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.016033
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
302
01/10/2010
სსმ, 130, 11/10/2010
040110050.10.003.016033
სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/10/2010 - 17/09/2012)

სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 302

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თანდართული წესი.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის 246 დადგენილება.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური

სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.

3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და ამ უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს ანაზღაურებენ ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია მიმართოს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ამ ქონების პრივატიზების თაობაზე.

    მუხლი 2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი

ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენი შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ორგანო;

ბ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 3. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის წესი

1. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ქონება სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეთ უსასყიდლოდ (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ვადით ან უვადოდ.

2. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს მიმართვის წარმდგენი ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ახლდეს სარგებლობაში გადასაცემი ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – უძრავი ქონების შემთხვევაში).

4. ქონების სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პირველადი გადაცემა ხორციელდება სამინისტროს წერილობითი თანხმობით.

5. სამინისტროს მიერ ქონების სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობითი თანხმობა უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მიმღები ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;

გ) ქონების მიმღები ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას;

დ) გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ქონების სარგებლობის უფლებით გამცემს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების თაობაზე.

    მუხლი 4. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავის სარგებლობაში არსებული ქონების სხვა სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის წესი

1. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შესაბამისი ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცენ სხვა სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რის თაობაზეც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, ამ წესის შესაბამისად, სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს სარგებლობაში ან მის ბალანსზე ირიცხება.

2. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

3. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, საქართველოს მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

4. მიმართვა უნდა შეიცავდეს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას და დასაბუთებულ მოთხოვნას ქონების გადაცემის თაობაზე. მიმართვას თან უნდა ახლდეს ქონების მონაცემები (საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – უძრავი ქონების შემთხვევაში).

5. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მიმართვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნილი ქონების გადაცემის თაობაზე, რაც სამინისტროსა და ამ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის ქონების გადაცემის თაობაზე ადრე დადებული ხელშეკრულების ან შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მიმღები ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებასა და დახასიათებას;

გ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა);

დ) ქონების გადაცემის სხვა პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. ამ მუხლით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უძრავი ნივთის სხვა სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ვალდებულია გადაცემიდან არა უგვიანეს 1 თვისა ინფორმაცია წარუდგინოს სამინისტროს.

    მუხლი 5. იმ ქონების, რომლის მესაკუთრე დაუდგენელია, სარგებლობაში გადაცემის წესი

1. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსათვის/საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი წარადგენს ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციას (საკადასტრო აზომვით ნახაზს, ტექნიკურ პასპორტს და სხვ.).

3. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულება

ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ასევე ვრცელდება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადაეცათ ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.