საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/01/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 05/02/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
31/01/2008
სსმ, 18, 05/02/2008
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/02/2008 - 02/02/2015)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №46

2008 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თელავის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ

1. გ. ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თელავის ისტორიული მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი