საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ

  • Word
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 28/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 470010000.10.003.016019
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
288
21/09/2010
სსმ, 124, 28/09/2010
470010000.10.003.016019
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/09/2010 - 20/10/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1

2010 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – რეგულირების სააგენტო),  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრთან მიერთების გზით.

    მუხლი 2

სამინისტრო, რეგულირების სააგენტო, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი განისაზღვრონ სააგენტოს უფლებამონაცვლედ გადანაწილებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესაბამისად. ამასთან, სააგენტოს მიერ 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაგროვილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში (გარდა მიმდინარე წელს წარმოქმნილი დავალიანებებისა) მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო.

    მუხლი 3

სამინისტრომ:

ა) გამიჯნოს სააგენტოს ის ფუნქციები და უფლებამოსილებები, რაც უნდა გადანაწილდეს სამინისტროს, რეგულირების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრსა და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის;

ბ) მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდების შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის განსაზღვროს იმ სახელმწიფო პროგრამების, მისი კომპონენტებისა და/ან ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც გაგრძელდება სამინისტროს, რეგულირების სააგენტოს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მეშვეობით;

გ) განახორციელოს საჭირო ღონისძიებები სააგენტოში არსებული დოკუმენტაციის დაარქივება-სისტემატიზაციის უზრუნველსაყოფად და ელექტრონული ბაზის დამუშავებასთან დაკავშირებით;

დ) უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, გადაწყვეტა და სათანადო ღონისძიებათა განხორციელება; გამოსცეს ამ დადგენილების შესრულებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტები;

ე) უზრუნველყოს რეორგანიზაციის დასრულების შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენა;

ვ) 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის სრულყოფა. 

    მუხლი 4

სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების ბალანსზე აყვანა და მისი გადანაწილება სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებზე (საჭიროებების გათვალისწინებით).

    მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სამინისტროს წინადადების საფუძველზე სააგენტოსთან გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

    მუხლი 6

სააგენტომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 ოქტომბრისა უზრუნველყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლითა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 

    მუხლი 7

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში.

    მუხლი 8

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური