დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 06/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.10.003.016096 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №365
2010 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №124, მუხლი 1809) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მის უფლებამონაცვლედ 2010 წლის 1 დეკემბრიდან განისაზღვროს:
1. რეგულირების სააგენტო – 2007, 2008, 2009, 2010 წლებში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაფორმებული იმ ხელშეკრულებების ნაწილში (გარდა დაფინანსების, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ანაზღაურებისა), რომელთა მოქმედების პერიოდი დასრულდა 2010 წლის 1 დეკემბრამდე, მაგრამ შემსყიდველის მიერ ამავე ხელშეკრულების შესაბამისად არ განხორციელებულა „სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებლების“ მიერ მოთხოვნილი თანხის სისწორის შემოწმება (ინსპექტირება) და ეს გამომდინარეობს დადებული ხელშეკრულებებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან. ამასთან, რეგულირების სააგენტო აღნიშნულს ახორციელებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ.
2. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო:
ა) „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის „ბავშვზე ზრუნვა“ (ორგანიზაციული კოდი: 35 10 09) იმ ნაწილში, რასაც დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა სააგენტო;
ბ) „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი: 35 10 06) იმ ნაწილში, რასაც დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში ახორციელებდა სააგენტო დადგენილების დანართის შესაბამისად;
გ) 2010 წლის 1 დეკემბრისათვის მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ნაწილში დადგენილების დანართის შესაბამისად;
დ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების) „შრომის ანაზღაურების‘‘, „საქონელი და მომსახურების‘‘, „სოციალური უზრუნველყოფისა‘‘ და „სხვა ხარჯების“ მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში (გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ანალოგიური ხარჯებისა);
ე) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების (ფილიალების) უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილში (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა).
3. სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი:
ა) „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი: 35 11 03) ნაწილში დადგენილების დანართის შესაბამისად;
ბ) „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (ორგანიზაციული კოდი: 35 10 06) „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში შემსყიდველისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ნაწილში (გარდა ბენეფიციარების შერჩევისა) დადგენილების დანართის შესაბამისად.
4. სამინისტრო:
ა) 2010 წლის 1 დეკემბრამდე სააგენტოს მიერ დაგროვილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანაზღაურების ნაწილში (არ იგულისხმება 2010 წელს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე ხელშეკრულებებით ასანაზღაურებელი ხარჯები);
ბ) სააგენტოს (ცენტრალური აპარატის) „შრომის ანაზღაურების‘‘, „საქონელი და მომსახურების‘‘, „სოციალური უზრუნველყოფის‘‘, „სხვა ხარჯების“ მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში (გარდა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მსგავსი ხარჯებისა);
გ) სააგენტოს (ცენტრალური აპარატის) უძრავ-მოძრავი ქონების ნაწილში, აგრეთვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობისა და განკარგვის ნაწილში;
დ) ყველა სხვა სახის ურთიერთობაში, რომელიც არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებიდან, ან ამ დადგენილების სხვა მუხლებიდან.“.
2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21.
სააგენტოსათვის განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება და შესაბამისი საბიუჯეტო თანხების განკარგვა გაგრძელდეს დადგენილების დანართის შესაბამისად.“.
3. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) სააგენტოს ბალანსის შედგენისათვის უზრუნველყოს სპეციალური კომისიის შექმნა, განსაზღვროს ამ კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის პრინციპები;“.
5. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ)უზრუნველყოს სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა.“.
6. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონების გადანაწილება სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებზე (საჭიროების გათვალისწინებით) კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| ორგანიზაციული კოდი | საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/კომპონენტის/ღო-ნისძიების დასახელება | ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს, როგორც შემსყიდველის, უფლება-მოვალეობების განმახორციელებელი 2010 წლის 1 დეკემ- ბრიდან | პროგრამების ფარგლებში მონაწილე სხვა სსიპ/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება/სამინის-ტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი 2010 წლის 1 დეკემბრიდან | შენიშვნა | ||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 35 10 06
| შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა |
|
|
| ||
|
| ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №442/ნ ბრძანების შესაბამისად | ||
| უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა | ||||||
| ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა | ||||||
| სათემო ტიპის მომსახურების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | ||||||
| შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | ||||||
| მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | ||||||
| ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა | ||||||
| შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | ||||||
| დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, გარდა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტისა | ||||||
| დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი | ამ კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარების შერჩევას განახორციელებს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | ||||
| 35 10 09 | პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“ |
|
|
|
| |
|
| მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა |
| |||||
| ბავშვთა დასვენება–გაჯანსაღების ქვეპროგრამა |
| |||||
| ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა |
| |||||
| განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა |
| |||||
| 35 11 02 | სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამები |
|
|
|
| |
| 35 11 02 01 | ფსიქიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| 2010 წელს ამ პროგრამის დამტკიცებამდე და შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე პროგრამა ხორციელდება „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იმ სახელმწიფო პროგრამების (კომპონენტები, ღონისძიებები) და დაფინანსების წყაროების განსაზღვრის შესახებ, რომელთა უწყვეტი განხორციე-ლებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ 2009 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულე-ბების შესასრულებ-ლად 2010 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №443/ნ ბრძანების გათვალისწი-ნებით |
| |
| 35 11 02 02 | ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 02 03 | ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 04 | ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 05 | სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 06 | ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 07 | ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 08 | რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა |
|
|
|
| |
|
| სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | კომპონენტის ბენეფიციარები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით შექმნილი კომისიის მიერ | 1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილება; 2. „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
|
| საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი | „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
|
| ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
|
| ||
|
| რეფერალური დახმარება | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი |
| ||
|
| საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი |
| ||
|
| საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი |
| ||
| 35 11 02 09 | მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 02 10 | გულის ქირურგიის სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 12 | ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა |
| ||||
| 35 11 02 13 | პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა |
|
|
|
| |
| 35 11 02 13 01 | ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 02 13 02 | დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი |
| ||||
| 35 11 02 13 03 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი |
| ||||
| 35 11 02 13 04 | სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტი |
| ||||
| 35 11 02 13 05 | ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი |
| ||||
| 35 11 02 14 | აივ-ინფექციის/შიდსის ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 02 15 | სასწრაფო დახმარების სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი |
| ||
| 35 11 03 | მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა |
|
|
|
| |
| 35 11 03 01 | დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი | მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანას, პოლისის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო | „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 03 02 | დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| ||||
| 35 11 03 03 | ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| ||||
| 35 11 03 04 | ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი |
|
| ||
| 35 11 03 05 | ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი
|
|
| ||
| 35 11 03 06 | უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი | მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანას, პოლისის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| ||
| 35 11 03 07 | ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი |
|
| ||
| 35 11 03 08 | ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი | მოსარგებლეთა აღრიცხვაზე აყვანას, პოლისის შევსებას და გაცემას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| ||
| 35 11 03 09 | მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| ||||
| 35 11 03 10 | ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტი | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი |
|
| ||
| 35 11 03 11 | სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები |
| ||||
| 35 11 04 | დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა |
|
|
|
| |
| 35 11 04 01 | ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 04 02 | პროფესიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| |||
| 35 11 04 03 | გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| |||
| 35 11 04 04 | დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| |||
| 35 11 04 05 | იმუნიზაციის კომპონენტი |
|
|
|
| |
|
| ვაქცინების შესყიდვა | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელბელი ცენტრი |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
|
| სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელ-ებელი ცენტრი
|
|
| ||
|
|
აცრა ვიზიტები | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
|
| ||
|
| განბაჟების ხარჯები | სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელე-ბელი ცენტრი |
|
| ||
| 35 11 04 06 | უსაფრთხო სისხლის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 04 07 | ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის კომპონენტი | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 05 | ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
| 35 11 06 | სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო გამოკვლევის სახელმწიფო პროგრამა | სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო |
| „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების შესაბამისად |
| |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები