დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 23/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 27/04/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010070.11.004.014548 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/04/2010 - 02/04/2013)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.11.004.014.548
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №3
2010 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1.
სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული და პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებული ფასიანი ქაღალდი;
2. საერთაშორისო საბანკო გარანტია;
3. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.
მუხლი 2.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგინოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები და პირობები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობის მიხედვით.
მუხლი 3.
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში ფულადი ბაზრის განვითარებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობით.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები