დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 20/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010070.11.004.016043 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/12/2016 - 04/10/2017)
|
სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საბანკო სისტემაში ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. 2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. 3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. 4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები. 5. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში. |
| მუხლი 2 |
საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით სესხის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახეობის აქტივები.
|
| მუხლი 3 |
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგინოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები და პირობები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობების მიხედვით.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილება.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
|
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები