დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.030.014377 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/03/2010 - 03/12/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.030.014.377
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №78
2010 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება.
2. სამდივნო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში–მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და დადგენილი გრაფიკის შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის, მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
გ) მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების შესრულების კონტროლი;
დ) მინისტრის სახელით მოსამზადებელი ოფიციალური წერილების ფორმატის განსაზღვრა;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;
ვ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება, აგრეთვე ამ სხდომების ოქმების შედგენა;
ი) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განაცხადების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია;
კ) საზღვარგარეთ მინისტრის ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მინისტრისთვის სასაუბროების და გამოსვლის ტექსტების მომზადებაზე კონტროლი და მინისტრისთვის მათი დროულად წარდგენის კოორდინაცია;
ლ) საზღვარგარეთ მინისტრის ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი;
მ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციების გამოთხოვა;
ნ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება.
მუხლი 3. სამდივნოს ხელმძღვანელობა
1. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამდივნოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამდივნოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამდივნოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამდივნოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამდივნოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
ე) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამდივნოს მოსამსახურეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამდივნოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამდივნოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) წარადგენს წინადადებებს სამდივნოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ი) მინისტრს აბარებს ანგარიშს სამდივნოს საქმიანობის შესახებ.
4. სამდივნოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები