„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016007
  • Word
299
28/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
010320040.22.030.016007
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის №78 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №299

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის 78 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 18 მარტის 78 ბრძანებით (სსმ III, 29.03.2010, №32 მუხ.480) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-2  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

სამდივნოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და დადგენილი გრაფიკის შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის, მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;

გ) მინისტრის ბრძანებების, დ ავალებების, მინისტრის მიერ ჩატარებულ თათბირებსა და კოლეგიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების  შესრულების  კოორდინირება  და კონტროლი;

დ) მინისტრის დავალებების შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო შეხვედრების მომზადების ორგანიზება;

ე) მინისტრის სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპოდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება;

ვ) სამინისტროს სახელზე მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და შესაბამის ადრესატებზე გაწერა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორესპონდენციის შესახებ მინისტრის ინფორმირება;

ზ) მინისტრის სახელით მოსამზადებელი ოფიციალური წერილების ფორმატის განსაზღვრა;

 თ) აღსანიშნავ თარიღებთან დაკავშირებული ან სხვა სახის წერილების მომზადების უზრუნველყოფა, გარდა სამინისტროს რომელიმე სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი წერილებისა;

ი) სწორად შედგენილი და სათანადოდ შეთანხმებული დოკუმენტების მინისტრისათვის ხელმოსაწერად წარდგენის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;

ლ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა;

ნ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება, აგრეთვე ამ სხდომების ოქმების შედგენა;

ო) მინისტრის დავალებით კოლეგიის სხდომების მომზადება და სხდომათა დღის წესრიგის შედგენის უზრუნველყოფა;

პ) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განცხადებების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია;

ჟ) სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან ერთად, ბრიფინგების და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრების საინფორმაციო და ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მინისტრისათვის საჭირო მასალების წარდგენა;

რ) საზღვარგარეთ მინისტრის ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მინისტრისათვის სასაუბროების და გამოსვლის ტექსტების მომზადებაზე კონტროლი და მინისტრისათვის მათი დროულად წარდგენის კოორდინაცია;

ს) სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტთან ერთად საზღვარგარეთ მინისტრის ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი;

ტ) მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრების ჩანაწერების, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებისა და სასაუბრო მასალების  მომზადების წესის შესაბამისად მინისტრის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გაკეთება და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის დირექტორებისათვის დროულად მიწოდება ;

უ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციების გამოთხოვა;

ფ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება;

ქ) მინისტრის  სხვა დავალებათა შესრულება.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. მინისტრის სამდივნოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით , მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის სამდივნოს   სხვა თანამშრომელი.

  მუხლი 2.  ეს ბრძანება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

.  ვაშაძე