ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 22/09/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
06/09/2010
სსმ, 28, 22/09/2010
010250020.35.107.016004
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2010 - 04/10/2010)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2010 წლის 6 სექტემბერი

დ. ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისის დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა

დანართი №1

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად, განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სარევიზიო კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით.

3. კომისია იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

    მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. სარევიზიო კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს

ა) შეიმუშავებს და განიხილავს და საკრებულოს სხდომისთვის ინიციირების წესით ამზადებს გადაწყვეტილებათა პროექტებს;

ბ) განიხილავს და ამზადებს დასკვნებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ;

გ) ამოწმებს ადგილობრივი შემოსავლების, გადასახადების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ადგილობრივი ხარჯების კანონიერებას და ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას;

დ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს, ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს და იძლევა წინასწარ დასკვნას გამგებლის მოხსენებაზე;

ე) აკონტროლებს აღმასრულებელი ორგანოს გამგეობის და ადგილობრივი სამსახურების საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას;

ვ) ასრულებს ამ დებულებითა და საკრებულოს ნორმატიული აქტებით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით.

3. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს;

) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

    მუხლი 4. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;

ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან;

დ) განახორციელოს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის თავმჯდომარის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. კომისიის წევრი ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

3. კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში;

გ) კომისიიდან გამოსვლის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

4. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით.

5. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

    მუხლი 6. კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. კომისიის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.

2. კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.