დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180111, 18/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016041 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2010 წლის 28 დეკემბერი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული, კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი დამატება:
1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 მუხლი:
„მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ინიცირების წესით ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) განიხილავს და ბიუროს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;
გ) კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს და მოხსენებებს;
დ) ამზადებს და საკრებულოს სამ თვეშჲ ერთხელ წარუდგენს ანგარიშს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის შედეგების შესახებ;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები