"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 21/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016020
  • Word
32
04/10/2010
სსმ, 41, 21/10/2010
010250020.35.107.016020
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება  №32

2010 წლის 4 ოქტომბერი

დ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო  კომისიის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და   ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  საკრებულომ დაადგინა:

შეტანილ იქნეს  „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო  კომისიდებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №16 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მიღების საფუძველში ამოღებულ იქნს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს 6 თვის ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს“.

3. ამოღებულ იქნს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                   გ. ლემონჯავა