On Special Penitentiary Service

On Special Penitentiary Service
Document number 3524-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 01/05/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 18/05/2015
Expiration Date 01/01/2024
Registration code 100110000.05.001.017757
Consolidated publications
3524-IIს
01/05/2015
Website, 18/05/2015
100110000.05.001.017757
On Special Penitentiary Service
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (29/11/2019 - 16/03/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას და მისი სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, პატიმრობის კოდექსი, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისათვის და მის შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 3. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

1. სამსახურის სპეციალური დანაყოფები შეადგენენ სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიან სისტემას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული ვითარების მართვის და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

11. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.

2. სამსახურში მუშაობენ სამსახურის ოფიცრები და რიგითები და სხვა საჯარო მოსამსახურეები.

3. სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე) არიან პირები, რომელთა საქმიანობაც მიმართულია სასჯელის უშუალო აღსრულებისაკენ და უზრუნველყოფს ამ კანონის მე-5 მუხლით (გარდა მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.

4. (ამოღებულია 05.07.2018, №3129).

5. სამსახურის სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებისათვის გათვალისწინებული ნორმები. სამსახურის სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე დამატებით ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6–მე-8 და მე-10 პუნქტებითა და მე-40 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონის უზენაესობა;

ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა;

გ) გამჭვირვალობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა;

ვ) თანაზომიერება;

ზ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა.

2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების სამსახურებრივი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ და უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და დადგენილი წესით.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის სიცოცხლეს, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, არ უნდა არღვევდეს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

4. სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოს საზოგადოებისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სათანადო, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, სამსახური ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

5. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება ან მისი პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო დასჯა აკრძალულია და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

6. სახელმწიფო იცავს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების პატივსა და ღირსებას, უზრუნველყოფს მათ შრომის ღირსეული პირობებით, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების ან/და მათი ოჯახის უსაფრთხოებას. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების პატივისა და ღირსების შელახვა აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

7. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალა და საშუალება აუცილებელი და იმ ინტერესის პროპორციული უნდა იყოს, რომლის დასაცავადაც ხორციელდება უსაფრთხოების ღონისძიება ან მოქმედება.

8. ამ კანონის მიზნებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა გულისხმობს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების უფლებას, თავიანთი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩიონ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი II

სამსახურის ამოცანები

მუხლი 5. სამსახურის ამოცანები

სამსახურის ამოცანებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზაცია;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა;

გ) პენიტენციური დაწესებულების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვა;

ე) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება;

თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია;

ი) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება;

კ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების განხორციელების, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (კერძოდ, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შემუშავება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

მ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა;

ნ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ო) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების და დადგენილი რეჟიმის დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვა;

პ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;

ჟ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

რ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი III

სამსახურის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და კონტროლი

 მუხლი 6. სამსახურის ორგანიზება

1. სამსახური აერთიანებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

2. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა და კონტროლი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი IV

სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მიღებისა და სამსახურის გავლის წესები

 

მუხლი 8. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება

1. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

2. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსსა და სპეციალურ შემოწმებას და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.

4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.

5. მოსამსახურეს სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაეთვლება შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. მას შეიძლება დაევალოს აგრეთვე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.

6. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს.

7. თუ მოსამსახურე არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მუშაობს, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება მისი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.

8. მოსამსახურე სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, სერტიფიკატის განახლების მიზნით გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდას. სერტიფიკატი ამ გამოცდის შედეგების საფუძველზე განახლდება. თუ გამოცდის შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ სერტიფიკატი ვერ განაახლა, სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი ამოიწურა, იგი სამსახურიდან თავისუფლდება.

9. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად.

91. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

10. მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრება:

ა) სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მისაღებად კონკურსის ჩატარების, მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესი;

ბ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატებისათვის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

გ) სასწავლო კურსის სახეები, სასწავლო კურსის გავლის, მოსამსახურის სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი;

დ) მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურების წესი;

ე) სამსახურის სპეციალური დანაყოფის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი.

 

მუხლი 9. მოსამსახურის ფიცი

სამსახურში სამუშაოდ პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები.“.

 

მუხლი 10. სამსახურში მიღებასთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები

1. სამსახურში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;

თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.

2. მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4580 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 101. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა

1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:

ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით – თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;

ბ) თანაბარ თანამდებობაზე:

ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;

ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;

გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:

გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;

გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;

გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;

გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით თანამდებობაზე დანიშვნას, როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს მისი სათანადო სამსახურებრივი გადამზადება.

3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სტრუქტურულ ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას.

5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა.

7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი გადამზადების ვალდებულებისა.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4580 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №811 - ვებგვერდი, 29.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 102. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება

1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.

2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას.

3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა  კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით.

4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

6. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4580 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 11. მოსამსახურის წახალისება

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.

2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.

4. მოსამსახურის წახალისების წესს ადგენს მინისტრი.

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  კანონი №1937  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 12. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები

1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ;

დ) უშუალო, ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა;

ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებისათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა.

3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:

ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის სპეციალურ დანაყოფში/სამოქალაქო დანაყოფში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა;

ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) დაკავება;

ზ) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

თ) ჩამოქვეითება;

ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება − მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის.

5. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

6. მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი.

7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი IV1

სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღება

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 121. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღების წესი

1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში პირი მიიღება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 122 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით.

2. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) მიაღწია 18 წელს;

გ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამუშაოდ მიღების მსურველ პირს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი, როგორც წესი, არ მოეთხოვება.

4. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამუშაოდ მისაღებად კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.

5. კონკრეტული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 122. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში უკონკურსოდ დანიშვნა

1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში უკონკურსოდ ინიშნება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელი;

ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული;

გ) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში;

დ) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას, თუ მის მიერ კონკურსის წესით/დაწინაურების წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია განსაზღვრული.

2. პირი დროებით მოვალეობის შემსრულებლად „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა იქნეს დაკავებული, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით დასაკავებელ სხვა თანამდებობაზე – არაუმეტეს 6 თვის ვადით. პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკავებელ თანამდებობაზე სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის მისი წერილობითი თანხმობით წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ ერთეულის/პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 123. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამსახურის ვადა

1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელი – სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;

გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 124. გამოსაცდელი ვადა

1. დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, პირი დანიშნოს გამოსაცდელი ვადით.

2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. გამოსაცდელი ვადის გავლის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.

4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა პირს ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 125. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები

1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) Curriculum Vitae (CV);

გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველს შეიძლება მოეთხოვოს სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარდგენა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 126. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის ფიცი

სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი V

სახელმწიფო სპეციალური წოდებები

მუხლი 13. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე თანამდებობების ზღვრული სპეციალური წოდებები

სახელმწიფო  სპეციალური წოდებების მქო­­ნე თანამდებობების ზღვრულ სპეციალურ წოდებებს განსაზღვრავს მინისტრი.

 

მუხლი 14. სახელმწიფო სპეციალური წოდება

1. მოსამსახურეს სახელმ­წი­ფო სპეციალური წოდება ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელ­მ­წი­ფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტ­რის ბრძანებით.

 

თავი VI

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები, სამსახურის გავლის პირობები

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 15. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;

გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;

დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე ვალდებულია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები;

ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები;

გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები;

დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;

ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები;

ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;

თ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;

ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები;

კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;

ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;

მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, საიარაღო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივი მოწმობისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვა შეიძლება გახდეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი;

ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები.

4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეკრძალება:

ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;

ბ) სამორინეში, აზარტულ კლუბსა და სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ შესვლა;

გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად (ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ);

დ) სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან წინასწარი შეცნობით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება (გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში, ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა ან მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება (მათ შორის, შესანახად), რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ საქმიანობას.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.

6. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 16. მოსამსახურის სამუშაო დრო

1. მოსამსახურისათვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე.

2. მოსამსახურისათვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) უქმე და დასვენების დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ასეთ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებსაც განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

4. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები.

5. მინისტრის ბრძანებით მოსამსახურეები შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი.

6. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 17. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები:

ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;

ბ) მოკლევადიანი დამატებითი;

გ) ანაზღაურებისგარეშე;

დ) სასწავლო;

ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება, გარდა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შვებულება ეძლევა თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 18. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურისათვის ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 19. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება 1 წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 დღისა.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 20. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ანაზღაურებისგარეშე შვებულება

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 21. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სასწავლო შვებულება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა.

2. თუ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 22. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დარჩენილი არაანაზღაურებადი შვებულება.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

6. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომითი გასამრჯელო შეუნარჩუნდება.

7. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 23. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა)

1. მოსამსახურე სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით) ახორციელებს.

2. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშებს და მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.

3. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებს, აგრეთვე მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს  2019 წლის  22 თებერვლის   კანონი №4322  – ვებგვერდი,  07.03.201 9წ.

 

მუხლი 24. სამსახურის პროფესიული დღე

სამსახურის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 25. გაფიცვა

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და მასში მონაწილეობა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 251. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება

მოსამსახურეს ეკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა.

საქართველოს 2018 წლის 5  სექტემბრის  კანონი №3400  –  ვებგვერდი, 26.09.2018წ.

 

თავი VII

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 26. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის გათავისუფლებას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.

2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში (გარდა ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 27. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:

ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა) წინააღმდეგი არ არის;

ბ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულება;

გ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;

დ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით;

ვ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;

ზ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის კანონის შესაბამისად დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევა;

თ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა;

ი) ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 28. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების ნასვამი მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება

1. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ნასვამია, მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ჩამოაშორებს სამსახურს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს არ ეძლევა ხელფასი სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისათვის.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 29. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება დისციპლინური წარმოებისას

1. პირს, რომელსაც უფლება აქვს, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი დააკისროს, შეუძლია სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას სამსახურს ჩამოაშოროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 30. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირმა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ პირს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 31. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 32. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს:

ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;

ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;

გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;

დ) სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;

ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;

ვ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ზ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

თ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე, თუ მან ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვია სამსახურებრივი ან/და დაკისრებული მოვალეობები;

ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

კ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;

მ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;

ნ) პირადი პატაკის საფუძველზე;

ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

პ) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო, სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში;

ჟ) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო;

რ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;

ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;

ტ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

უ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება.

3. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივად გაპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №811 - ვებგვერდი, 29.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 33. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

1. თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) შტატების შემცირების დროს ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

ბ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს;

გ) პირადი პატაკის საფუძველზე.

2. კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად.

 

მუხლი 34. საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეების სამსახურიდან დათხოვნის თავისებურებანი

საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს:

ა) საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკისათვის არ მიუღწევია;

ბ) ასაკის გამო გადადგომით – მოსამსახურის მიერ სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევისას თადარიგში ყოფ­­ნით;

გ) ავადმყოფობის გამო გადადგომით – სამედიცინო კომისიის მიერ სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად მიჩნეული მოსამსახურის სამხედრო აღრიცხვიდან მოხს­ნით.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 35. მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა

1. მოსამსახურეს, რომელსაც უმცროსი სპეციალური წოდება აქვს, შეუძლია სამსახურში 60 წლის ჩათვლით იმსახუროს.

2. მოსამსახურეს, რომელსაც საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდება აქვს, შეუძლია სამსახურში შემდეგი ასაკის მიღწევამდე იმსახუროს:

ა) იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი – იუსტიციის კაპიტანი – 55 წლის ჩათვ­ლით (თადარიგში ყოფნით); 60 წლის ჩათვლით (გადადგომით);

ბ) იუსტიციის მაიორი – იუსტიციის პოლკოვნიკი – 60 წლის ჩათვლით (თადა­რიგში ყოფნით); 65 წლის ჩათვლით (გადადგომით).

3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურიდან გათავისუფლებას, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით, იუსტიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მქონე, სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ მოსამ­სახ­ურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამ­დე ვადით.

5. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღე­ბა არ გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.

 

თავი VIII

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 36. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენის საფუძვლები

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 37. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა

1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე.

3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

4. ამ კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სამსახურში აღდგენას ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება №2/16/1218 - ვებგვერდი, 28.11.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი IX

სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 38. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე და უნდა აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

6. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 39. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სოციალური დაცვა

1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ექვემდებარება აგრეთვე ის სამედიცინო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახორციელებს.

3. შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

4. პირი სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი.

6. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

7. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის:

ა) მიეცემა ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს (ეს დანამატი მიეცემა მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს);

ბ) შეიძლება მიეცეს ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი (ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა);

გ) ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში შეიძლება დაუწესდეს სხვა დანამატები;

დ) შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაცია.

8. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს საანგარიშო თვის განმავლობაში ეძლევა ყოველთვიური დანამატი შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატის ზღვრულ ოდენობას ადგენს მინისტრი.

9. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო, დანამატი და ფულადი ჯილდო მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

12. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

13. სამსახურში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, დანამატი და ფულადი ჯილდო) ოდენობა განისაზღვრება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით.

14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

15. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

16. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის ოდენობას, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილი დანამატის ოდენობას, აგრეთვე მოსამსახურისათვის სხვა დანამატის დანიშვნისა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი.

17. სამსახურის სოციალური სამსახურების მოსამსახურეთა დანამატების ოდენობებსა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

მუხლი 40. სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები

1. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები.

  საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3129  –  ვებგვერდი, 11.07.2018წ.

 

თავი X

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 41. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. მინისტრმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. სასწავლო ცენტრმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს სერტიფიცირებისათვის საჭირო პროგრამების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, აგრეთვე განახორციელოს მათი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადებში დანერგვა.

3. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში, უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოში ან გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს სამსახურში სხვა თანამდებობაზე მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნულ მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მისთვის მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ის პირი, რომელიც 2015 წლის 1 ივნისისთვის არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს მოსამსახურე და სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებაში, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში, სპეციალური აღრიცხვის განყოფილებაში ან სამორიგეოში, რეორგანიზაციისას/ლიკვიდაციისას შესაძლებელია მისივე თანხმობით, უკონკურსოდ გადაყვანილ იქნეს სამსახურში სხვა თანამდებობაზე, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანების საფუძველზე, ამ კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნულ მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. მისთვის მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით.

5. თუ მოსამსახურე უარს განაცხადებს შეთავაზებულ თანამდებობაზე გადაყვანაზე, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან ლიკვიდაციის გამო. ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს უნდა მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეები (გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მუშაობას აგრძელებენ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. სერტიფიცირების გავლაზე უარის თქმა ან სერტიფიკატის მიუღებლობა მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

7. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

 მუხლი 42. მოსამსახურის სერტიფიცირებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგება

 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ, ვალდებული არიან, 2017 წლის 1 აპრილამდე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ სერტიფიცირება სასწავლო ცენტრში, თუ, ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი თანამდებობებისათვის სერტიფიკატი მოითხოვება.

 2. სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პირობების შექმნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა დადგენილ ვადაში სერტიფიცირებისათვის მოსამზადებლად.

 3. მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მოსამსახურეთა გადამზადებისა და სერტიფიცირების გრაფიკი.

საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №188 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.

 

მუხლი 43. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის დროებითი წესი

1. 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის არყოფნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას დეპარტამენტის ან/და პენიტენციური დაწესებულების მიერ მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უკონკურსოდ დანიშნონ თანამდებობაზე შესაბამისი მოსამსახურე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურეები (გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მუშაობას აგრძელებენ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკატის მიღებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა. სერტიფიცირების გავლაზე უარის თქმა ან სერტიფიკატის მიუღებლობა მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

3. 2017 წლის 1 მარტამდე მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს უფლება აქვთ, თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშნონ პირი არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურე (გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირისა) დანიშვნისთანავე გადის პირველადი მომზადების სასწავლო კურსს სასწავლო ცენტრში. ამ სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში იგი გამოსაცდელი ვადის პერიოდში აგრეთვე გადის ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურე შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლდეს:

ა) პირველადი მომზადების სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ბ) პირველადი მომზადების სასწავლო კურსის გავლის არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო;

გ) სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში;

დ) სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლის შემდეგ ჩაბარებული გამოცდის შედეგების მიხედვით სერტიფიკატის მიუღებლობის შემთხვევაში.

საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის  კანონი №4580 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 28 აპრილის კანონი №5071 - ვებგვერდი, 28.04.2016წ.

 

მუხლი 44. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ კანონის მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3524-IIს