კომენტარები

makrine2999@mail.ru's picture
makrine2999@mail.ru (maka shubitidze)
სხვა
რეგ. თარ: 2014/11/06
ბოლო შემოს: 2022/11/07 12:52:45
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" მუხლი 11. დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური განსაზღვრულია

მოხელის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილება და მის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიღებული და უნდა ეფუძნებოდეს მოხელის კომპეტენციისა და სამუშაოს შესრულების უნარის სამართლიან და გამჭვირვალეშეფასებას, რომლის მიზანია საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. ამ დადგენილებით განსაზღვრულია საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი პირობა, რაც ჩემი აზრით იურიდიულად გამართულია, მაგრამ შესასრულებლად გართულებულია და მაღალი მმართველობის დონის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. მაგალითად: ,,ა" წლების განმავლობაში მუშაობს საჯარო მოხელედ სპეციალისტად, მიაღწია სპეციალისტის უმაღლეს საფეხურს, და მის სამსახურს არ გააჩნია საშუალო მმართველობითი დონე. იგი როგორ მიაღწევს მაღალი მმართველობის დონეს? საჯარო სამსახურის შესახე კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კარგი იქნებოდა თუ მაღალი მმართველობის დონის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნის ჩანაწერი შეიცვლება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება შეიცვლება ან ეს ჩანაწერი გაუქმდება.