პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019927
218
28/04/2017
ვებგვერდი, 28/04/2017
010320000.10.003.019927
პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2017 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები არ ვრცელდება საჯარო სამსახურში 2017 წლის პირველ ივლისამდე დაკავებულ თანამდებობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები

მუხლი 1. არსი და მიზანი

1. პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნებით დგინდება პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი შესაბამისი სპეციალური მოთხოვნები.  

2. იერარქიული რანგისათვის შესაბამისი სპეციალური მოთხოვნების დადგენის მიზანია თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სათანადო ცოდნის დონის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების განსაზღვრა.

მუხლი 2. პირველი რანგისათვის (მაღალი მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები 

პირველი რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით ან/და შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

მუხლი 3. მეორე რანგისათვის (საშუალო მმართველობითი დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები

მეორე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სპეციალობით ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

მუხლი 4. მესამე რანგისათვის (უფროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები

მესამე რანგისათვის დგინდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

მუხლი 5. მეოთხე რანგისათვის (უმცროსი სპეციალისტის დონე) აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები

1. მეოთხე რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნაა სრული ზოგადი განათლება.

2. მეოთხე რანგისათვის სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება.