კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "თ" ქვეპუნქტში, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლში მე-4 პუნქტში, სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

"არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე–6 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში მითითებული სიტყვები:"არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის" უნდა შეიცვალოს სიტყვებით: "საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“, ვინაიდან, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“საქართველოს კანონი ძალადაკარგულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, ხოლო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 104–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.