კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ორგანული კანონის“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–10 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი თემის სრული სახელწოდება შედგება თვითმმართველი თემის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. თვითმმართველი ქალაქის სრული სახელწოდება შედგება დასახლების კატეგორიის დასახელებისგან − „ქალაქი“, ქალაქის სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. ზემოხსენებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის №221 ბრძანებაში სიტყვების: „თვითმმართველი ქალაქი რუსთავი“ ნაცვლად უნდა იყოს სიტყვები: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი“, სიტყვების: „თვითმმართველი თემი დმანისი“ ნაცვლად უნდა იყოს „დმანისის მუნიციპალიტეტი“ და ა.შ.