კომენტარები

kleopatra's picture
kleopatra (nino )
სხვა
რეგ. თარ: 2023/04/27
ბოლო შემოს: 2024/12/19 17:42:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

გირაო-გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება,ის მიეკუთვნება მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას,რადგან ზღუდავს ბრალდებულის ქონებრივ უფლებებს. გირაოს გამოყენება დაიშვება სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
უძრავ ქონებაში-უნაკლო უძრავი ქონების ჩადება და მესაკუთრეს რჩება ისარგებლოს უფლება,თუმცა ვერ გაასხვისებს.
გირაოს თანხის ოდენობა-უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით,ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ჩადენილი ქმედების ხასიათს და ასევე საქმეში არსებულ სხა არსებით გარემოებებს.
თანხის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია-გირაოს ოდენობა იყოს რეალური,რომლის შეტანის შესაძლებლობა აქვს ბრალდებულს და ასევე ამ ოდენობას უნდა ჰქონდეს რეალური შემაკავებელი ეფექტი ანუ ბრალდების ამ ქონების დაკარგვა უნდა უქმნიდეს ქონებრივ დანაკლისს,რის გამოც ის შეეცდება შეასრულოს გირაოს პირობები.
გირაოს თანხის კონკრეტული ოდენობი საბოლოოდ განსაზღვრა-სასამართლოს პრეროგატივაა,მაგრამ თანხის საწყის ოდენობას განსაზღვრავს ინიციატორი მხარე.მაგ:ბრალდების შუამდგომლობის შემთხვევაში პროკურორი განიხილავს როგორც ოდენობას ასევე მისი შეტანის ვადას. ასევე სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თუ გამოიყენებს განსხვავებულ ოდენობას ან სხვა ვადას განსაზღვრავს,ვიდრე მოთხონილი იყო მხარეთა მიერ.
გირაოს მინიმალური ოდენობა არის 1000 ლარი.
გირაოს მიზანია,რომ ბრალდებული გამოცხადდეს სასამართლოში და ამის შედეგად განხორციელდეს მართმსაჯულება.
გირაოს პირობების დარღვევად ითვლება:მიმალვა,გამოუცხადებლობა,მოწმეებზე ზემოქმედება,ახალი დანაშაულის ჩადენა.
ასევე არსებობს ორი სახის გირაო-საპატიმრო და არასაპატიმრო გირაო. საპატიმრო გირაო-გამოიყენება იმ შემთხვევაში,როდესაც პირის მიმართ გამოყენებული იყო დაკავება და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მისი დაკავებით.
არასაპატიმრო გირაო-როცა პირის დევნა განხორციელდა მისთვის ბრალის წაყენების გზით და ამ დროს სასამართლო უფლებამოსილია პირს განუსაზღვროს გირაოს შემოტანის ვადა.

kleopatra's picture
kleopatra (nino )
სხვა
რეგ. თარ: 2023/04/27
ბოლო შემოს: 2024/12/19 17:42:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღკვეთის ღონისძიება -ეს არის საპროცესო იძულების ზომა და ის გამოიყენება
1.ბრალ.მიმალვის
2.მტკიცებულების განადგურების..
3.ახალი დანაშაულის
4.მოწმის ზემოქმედება პრევენციის მიზნით.
უნდა დადგინდეს რეალურად მიმდინარეობს თუ არა ბრალდების ეს საფრთხეები და მოსამართლებ ამის ემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
სახეები: პატიმრობა,გირაო,პირადი თავდებობა.
ასევე სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ერთად გამოიყენოს დამატებითი ზომები მაგ:პასპორტის ჩამორთმევა,ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება და სხვა.

უდანაშაულობის პრეზუმფცია-ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით.უდანაშაულობის პრეუმფცია კრძალავს-სისხლ,დევნის ორგანოებს,მაღალი თანამდებობის პირებს,რომ ბრალდებული,რომლის მიმართაც სისხლ.დევნა მიმდინარეობს ისე მოეპყრონ,როგორც დამნაშავეს.
თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დასაშვები მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით..
სისიხლის სამართლის კანონმდებლოლბა იცნობს დაკავების 2 წესს.
1.პირის დაკავება მოსამართლის წინასწარი ნებართვით და
2.გადაუდებელი აუცილებლობა (სათანადო საფუძვლის არსებობისას).
პროკურორი-შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პირის დაკავებაე წინასწარ ნებართვის მისაღებად,სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გამოსცემს განჩინებას (არ საჩივრდება).

თუ არსებობს პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა პირის დაკავება ხდება მოსამართლის ნებართვის გარეშე და სასამართლო ამოწმებს პირველი წარდგინების სხდომაზე დაკავების კანონიერებას.
პირველი წარდგინება უნდა ჩატარდეს დაკავებიდან არაუგვუანეს 72 სთ.
მეორე-პირის დაკავებიდნ არაუგვიანეს 48 სთ,მიმართავს მაგისტრ მოსამართლეს.
მესამე-მოსამართლე არაუგვიაეს 24 სთ.

სწრაფი მართმსაჯულება-გულისხმობს იმას,რომ კანონმდებლოა ადგენს აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ვადას და ასევე განსაზღვრავს ბრალდებულის პატიმრობის საერთო პერიოდს რომელიც არ უნდა აღმატებოდეს 9 თვეს..

kleopatra's picture
kleopatra (nino )
სხვა
რეგ. თარ: 2023/04/27
ბოლო შემოს: 2024/12/19 17:42:55
კონტაქტი - ყველა კომენტარი

აღკვეთის ღონისძიების საფუძვლები

ფაქტობრივი-მტკიცებულებითი
ფორმალური-საპროცესო საფუძვლები.
აღკვეთის ღონისძიეის გამოყენება დასაშვებია იმ შმთხვევაში,როდესაც პროკურორი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დაასაბუთებს,რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები.
ბრალდების მხარემ-უნდა დაასაბუთოს ორივე საფუძვლის არსებობა,წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. რადგან ერთ-ერთი მათგანის არსებობა შუამდგომლობის დაკაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ფაქტობრივი საფუძვლები-არსებობს მაშინ,როდესაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.
დასაბუთებული ვარაუდი-არის ყველაზე დაბალი ხარისხის მტკიცება,რომელიც გამოიყენება გამოძიების ეტაპზე და პროკურორს ანიჭებს შესაძლებლობას პირი ცნოს ბრალდებულად.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენეის მოთხოვნამდე ბრალდების მხარემ სრულყოფილად უნდა მოიძიოს მტკიცებულებები დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტთან მიმართებაში.

ფორმალური საფუძვლები გულისხმობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურებას,რომ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში რეალურად არსებობს
1.ბრალდებულის მიმალვის
2.სასამართლოში არ გამოცხადების
3.საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებაში აუცილებელია ამ საპროცესო საფუძვლებიდან მინიმუმ ერთის არსებობა.