სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017740
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
121
06/02/2014
ვებგვერდი, 06/02/2014
040170020.10.003.017740
სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2014 - 19/11/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხ­ლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმ­წიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესი.
მუხლი 2
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სა­კონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვით­მ­მარ­თველობის ორგანოებს ავტომობილების შესყიდვის, ჩანაცვლებისა და განაწილებისას იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული პრინციპებით.
მუხლი 3
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლო­­ბებისა და საკონსულო დაწესებულებების ავტომობილებზე;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ თავდაც­ვის ატაშეების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენ­ლების ავტომობილებზე;

გ) „ოპერატიულ‑სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნ­ით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციე­ლე­ბელ ორგანოებზე „ოპერატიულ‑სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების ნაწილში;

დ)  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე შე­ია­რაღებული ძალების სამხედრო ფუნქციების განხორციელების ნაწილ­ში;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საპროტო­კო­ლო/სასტუმრო ავტომობილებზე.

მუხლი 4
საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინის­ტროებმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას წარუდგინონ  საკუთარი სპეციფიკის და თავისებურების გათვალისწი­ნე­ბით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლო­ბებსა და საკონსულო დაწესებულებებში, აგრეთვე თავდაცვის ატაშეების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების  ავტომო­ბი­ლების გადანაწილების, კუთვნილების და კლასიფიკაციის წესის, ასევე საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილების კლასიფიკაციისა და გამო­ყე­ნე­ბის წესის პროექტი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 5
2014 წლის 1 ივლისამდე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომი­სიას საკუთარი სპეციფიკის და თავისებურებების გათვალისწინებით:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარუდგინოს სა­ხელ­­მ­წიფო ავტომობილების, მათ შორის ოპერატიული და სპეციალიზი­რებუ­ლი ავტომობილების გადანაწილების წესისა და დამატებითი კლა­სიფიკა­ციის პროექტი;

ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით განსაზღვრულმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორ­ცი­ელე­ბელმა ორგანოებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გე­ნე­რალურმა შტაბმა წარუდგინოს ოპერატიული და სპეციალიზირებული ავტომობილების გადანაწილების წესისა და დამატებითი კლასიფიკაციის პროექტი.

მუხლი 6
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნ­ველყოს ავტომობილების მინების დამუქებისა და სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების მონტაჟის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქ­ტე­ბის განახლებული რეგულაციების შემუშავება არაუგვიანეს 2014 წლის 28 თებერვლამდე.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურ­თი­ერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნა­წილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებუ­ლი ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კო­მი­სიას 2014 წლის 1 აპრილამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამ­სა­ხურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესი (შემდგომ­ში ‑ წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების განაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასი­ფი­კა­ციას და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრულ ფლობის ღირებულებას.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომ­ში ‑ დაწესებულება) ‑ საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინის­ტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სე­ბულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მთავ­რობის კანცელარია და საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონ­ტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სა­ხელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამ­სახური, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, 50%-ზე მეტი სა­ხელ­მწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;

ბ) განპიროვნებული ავტომობილი ‑ ავტოსატრანსპორტო საშუა­ლება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

გ) სამორიგეო ავტომობილი ‑ ზოგადი სამსახურებრივი საჭირო­ე­ბიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილე­ბი­სა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გან­კუთ­ვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკ­რეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამ­შრომელზე;

დ) საშტატო რიცხოვნობა ‑ ფაქტიურ საშტატო რიცხოვნობას (გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრული, მაგრამ საგანმანათლებლო რე­სურს­ცენტრების გათვალისწინებით საშტატო რიცხოვნობისა) გამოკ­ლე­ბუ­ლი განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა;

ე) გათანაბრებული თანამდებობის პირი ‑ აღმასრულებელი ხე­ლისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელსაც განპიროვნებული ავტო­მობილით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ან მინისტრის ინდი­ვი­დუალური ადმინისტრა­ცი­ულ‑სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობობის პირები

განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამ­დე­ბობის პირებს:

ა) საქართველოს პრემიერ‑მინისტრი;

ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, სა­ხელმწიფო დაც­ვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამ­სახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე ეკო­ნომიკურ საკითხებში ‑ ეკონომი­კური საბ­ჭოს მდივანი, საქართველოს პრე­მი­ერ‑მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებ­ში ‑ სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზი­სე­ბის მართვის საბჭოს მდი­ვა­ნი; საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩე­ველი; საქართველოს პრე­მი­ერ‑მინისტრის თანაშემწე და მათთან გათა­ნა­ბრებული თანამდებობის პირი;

გ) საქართველოს მინისტრების და საქართველოს სახელმწიფო მი­ნისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები, საქართველოს მთავრო­ბის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თა­ნამდებობის პირი;

დ) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდე­ბო­ბის პირი;

ე) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მე­ტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვანელი, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლი­სებისა;

ვ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მე­ტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს გამგე­ობის/სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ზ) იმ სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმ­ძღვანელის მოადგილე, რომლის საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემა­ტე­ბა 100-ს, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკ­ლი­სებისა;

თ) იმ სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დე­პარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, რომლის საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500‑ს, გარდა ამ წე­სის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

ი) ამ მუხლით განსაზღვრული დაწესებულებების რეგიონალური ან/და რაიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

 

მუხლი 4. დაწესებულებები, რომლებზეც არ ვრცელდება განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობის უფლება

 ამ წესის მე‑3 მუხლით განსაზღვრული განპიროვნებული ავტომო­ბილებით სარგებლობის უფლება არ ვრცელდება შემდეგ დაწესებულე­ბებზე:

ა) საჯარო სკოლა;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

დ) თეატრი;

ე) ანსამბლი;

ვ) მუზეუმისა და ნაკრძალის ადმინისტრაცია;

ზ) სპორტული სახეობების ფედერაცია.

 

 მუხლი 5. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი

 1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორ­ციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავ­ტო­მობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წი­ლა­დი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მი­ხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკ­ლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებუ­რე­ბის გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომო­ბილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამო­რიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდა­პირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნუ­ლი ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუ­ყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქ­ტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას შემ­დ­გომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

 მუხლი 6. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

 1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკა­ციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვ­ნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარ­ტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

 2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნი­კურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემ­დ­გომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში და­დ­გენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლა­სის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართვე­ლოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექ­მნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთა­ვა­ზე­ბისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, მაგრამ აღ­ნიშნული ქმედება არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყვე­ლაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედუ­რის დაცვით.

 3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგი­ნ­დება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეუ­ლი საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შეს­ყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებუ­ლების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი საპასპორტო მონაცემებით.

ავტომან­ქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მო­ხ­დება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირო­ბით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის.

4. ელექტრონულ ან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გა­მარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს კა­ლ­კუ­ლაციას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელ­შეკრულებაში და ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამო­წურვამდე ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან; საგარან­ტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შე­მო­თა­ვაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფა­სი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბან­კის კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას ეროვნულ ვალუ­ტაში ‑ საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ და­დ­გენილი გაცვლითი კურსით. ავტომობილების ჩანაცვლება ხდება მხო­ლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდე­რის მეშვეობით, ხოლო ჩასანაცვლებელი ავტომობილების ჩაბარება წარ­მოადგენს ზემოხსენებული ტენდერების განუყოფელ პირობას.

5. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატის­ტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზ­ნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწი­ნებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღი­რე­ბულებისა თითოეული კლასის მიხედვით. წინამდებარე კლასიფი­კაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე/ჩანაცვლებაზე და არ ითვა­ლისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდე­ბარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედ­ვით. 

6. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორ­ციე­ლდება შემდეგი ნიშნით: I, II, III, IV კლასისა და სპეციალიზირებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებ­ლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანარ­თით.

 

 მუხლი 7. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა

1. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომ­დი­ნარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გა­დაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომ­ბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელ­შეკრულებით არსებული საშტატო რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ).

 2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დად­გენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწ­ყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

 

დანართი

 

კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

 

ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისა­თვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპი­რო­ბებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის და/ან გა­მარ­ტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის სა­ქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

 

ა) IV კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) საკურიერო-საფელდეგერო;

ა.ბ) მცირე მომარაგების;

ა.გ) ქალაქის შიგნით თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის;

ა.დ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №1-ის შესაბამისად.

ა.ე) ზღვრული ფლობის ღირებულება – $15400 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

ბ) III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ბ.ა) ზოგადი დანიშნულების:

ბ.ა.ა) სამორიგეო;

ბ.ა.ბ) მომარაგების;

ბ.ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ.ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნე­ბი ‑ ცხრილი №2-ის შესაბამისად;

ბ.ა.ე) მსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექ­ნი­კური მოთხოვნები - ცხრილი №3‑ის შესაბამისად;

ბ.ა.ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის-$16800 დოლარის ეკვივალენტი ლარში;

ბ.ა.ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის -$24300 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

ბ.ბ) განპიროვნებული:

ბ.ბ.ა) რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

ბ.ბ.ბ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვა­ნელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამ­დე­ბობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

ბ.ბ.გ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვა­ნელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

ბ.ბ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დე­პარ­ტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთე­ულს.

 

გ) II კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

გ.ა) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებო­ბის პირი;

გ.ბ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მე­ტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძ­ღვა­ნელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშ­ტა­ტო ერთეულს;

გ.გ) რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს.

მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გან­საზ­ღვრულია ცხრილი №4-ით; ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავ­ტო­მობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №5-ით.

მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება - $26500 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

დ) I-კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

დ.ა) მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები;

დ.ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

დ.გ) საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ სა­კითხებში ‑ ეკონომი­კური საბჭოს მდივანი, საქართველოს პრემიერ‑მი­ნისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ‑ სახელ­მ­წიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი; საქარ­თველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩეველი; საქართველოს პრემიერ‑მინის­ტრის თანაშემწე;

დ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელ­მძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა აღემატება 500 საშტატო ერ­თეულს.

I-კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილები ასევე შეესაბამება სე­ზო­ნური და რელიეფური ავტომობილების კლასს, რომელიც შეიძლება იქ­ნეს გამოყენებული, როგორც ზამთრის პერიოდში, ასევე მძიმე რელიე­ფუ­რი პირობებისათვის. სეზონური ავტომობილების საჭიროების დად­გე­ნა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით.

მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გან­საზ­ღვრულია ცხრილი №6-ით, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავ­ტო­მობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №7-ით.

მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $31500 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება ‑ $47000 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

ე) სპეციალიზირებული კლასის ავტომობილები:

ე.ა) გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმია­ნო­ბის შესასრულებლად;

ე.ბ) პიკაპი;

ე.გ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები დადგენილია ცხრილი №8‑ით;

ე.დ) ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30000$.

 

 ცხრილი №1

 

მე-4 კლასი

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

68

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3500

სიგანე არანაკლებ

1595

სიმაღლე არანაკლებ

1470

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

6 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება.

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

 

ცხრილი №2

მე-3 კლასი მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.2

ცხენის ძალა არანაკლებ

77

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3850

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

8 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 

ცხრილი №3

მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.3

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1625

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

ცხრილი №4

მე-2 კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.6

ცხენის ძალა არანაკლებ

105

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4483

სიგანე არანაკლებ

1760

სიმაღლე არანაკლებ

1445

საშუალო წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

8.5

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

 

ცხრილი №5

მე-2 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

1.6

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4223

სიგანე არანაკლებ

1765

სიმაღლე არანაკლებ

1625

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

 

ცხრილი №6

პირველი კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

2

ცხენის ძალა არანაკლებ

165

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4820

სიგანე არანაკლებ

1825

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

15.5 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

ცხრილი №7

პირველი კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

2.7

ცხენის ძალა არანაკლებ

187

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4760

სიგანე არანაკლებ

1885

სიმაღლე არანაკლებ

1760

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

16 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ ავტომანქანაზე, რომელიც

ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

შუშების ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

 ცხრილი №8

სპეციალიზირებული ავტომობილები

ძრავის მოცულობა არანაკლებ

2.2

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5 საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1800

სიმაღლე არანაკლებ

1780

წვა 100 კმ/ზე არაუმეტეს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე

(ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი სრულ

ავტომანქანაზე, რომელიც ადრე შესრულდება. 

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო ქრაშ ტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი)

ელექტრო შუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

 

9. 08/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 536 - ვებგვერდი, 11/11/2019 8. 12/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 275 - ვებგვერდი, 12/06/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 18/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 609 - ვებგვერდი, 27/12/2018 6. 30/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 157 - ვებგვერდი, 03/04/2018 5. 18/01/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 21/01/2016 4. 27/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 448 - ვებგვერდი, 31/08/2015 3. 26/08/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 439 - ვებგვერდი, 27/08/2015 2. 05/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 658 - ვებგვერდი, 05/12/2014 1. 19/11/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 625 - ვებგვერდი, 19/11/2014
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.