კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის წინადადება “თუ პარლამენტის წევრი არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით დადგენილი გასამრჯელო.“ ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის 53–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც პარლამენტის წევრი იღებს კანონით დადგენილ გასამრჯელოს ე.ი პარლამენტის წევრი იღებს გასამრჯელოს მიუხედავად იმის არის თუ არა ის პარლამენტის კომიტეტის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37–ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციის 53–ე მუხლის მე–3 პუნქტთან.