sazogad - თანამედროვე ეტაპზე ჩამოყალიბდა პროგრესულ კაცობრიობის ერთიანი მართლშეგნება, რომელმაც შეიმუშავა ნორმევის კომპლექსი სავალდებულ საერთ-სანართლებრივ ურთიერთ მონაწილე ყველა სახელმწიფოსათვის. მრავალი მათგანი დღეს საერთ სამართლის შემადგენელ ნაწილად იქცა, ნაწილი კი ჯერჯერობით კვლავ პროგრესული კაცობრიობის მართლშეგნების სფეროს მიეკუთვნება და იურიდიულად სავალდებულო ძალას მოკლებულია.
ამრიგად თანამედროვე საერთ სამართალი თავისი სოც ბუნებით ზგოად დემოკრატიული ხასიათისაა ყოველი ნორმა მხოლოდ თანასწორუფლებიანი შეთანხმების შედეგი შეიძლება იყოს იქ, სადაც ყველა მხარის ნება სხვა ნებასთან თანასწორია. დაუშვებელია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს დიქტატი სხვა სახელმწ მიმართ. სწორედ ამით აიხსნება საერთ სამართლის ზოგადდმოკრტ ხასიათი.
დღეისთვის საყოველთაო საერთაშორისო სამართალში განმტკიცებულია
ყველაფერი საუკეთესო, რაც მოგვცა კაცობრიობის ისტორიულმა განვითარებამ. იგი
გვევლინება იმ პრინციპებისა და ნორმების სისტემად, რომლებიც განამტკიცებენ
სახელმწიფოების თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების მორალურ
ფასეულობებს. ამ ფასეულობებს ზოგადდემოკრატიული ხასიათი აქვთ: ისინი
ემსახურებიან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნორმალურ ფუნქციონირებას, ყველა
სახელმწიფოს, მიუხედავად მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობისა,
კეთილმეზობლური და მშვიდობიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, თავისი სოციალური ბუნებით,
ზოგად-დემოკრატიული ხასიათისაა, ყოველი ნორმა მხოლოდ თანასწორუფლებიანი
შეთანხმების შედეგი შეიძლება იყოს იქ, სადაც მხარის ნება სხვა ნებასთან
თანასწორია.დაუშვებელია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს დიქტატი სხვა
სახელმწიფოთა მიმართ. სწორედ ამით აიხსნება საერთაშორისო სამართის ზოგადდემოკრატიული ხასიათი.
მშვიდობიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფას.
დღეს საერთაშორისო სამართალი აღიარებს ყოველი ერის თვითგამორკვევის უფლებას და განამტკიცებს მის მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობას.
დღეს საერთაშორისო ურთიერთობები ემყარება ყველა დავის მშვიდობიანად მოგვარებას
დღეის მდგომარეობით განვითარებამ ასევე მოიტანა ომის და ადამიანების განადგურების ისეთი რისკები როგორიც არის ბირთვული ომი რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის კაცობრიობას.
CNEBA- საერთაშორისო სამართალი კონკრეტული საერთაშორისო სისტემის - სახელმწიფოთაშორისი სისტემის განუყოფელი ნაწილია და უნდა განიხილებოდეს მთელი სისტემის ყველა კომპონენტთან მჭიდრო კავშირში.
საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა ურთიერთობების იურიდიული ჩარჩოა, რაც ამ ურთიერთობებს სპეციფიკურ, სხვა სოციალური მოვლენებისგან განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს.
საერთაშორისო სამართალი ეწოდება მხოლოდ იმ ნორმებს, ანუ ქცევის წესებს, რომლებიც სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც იქმნებიან და რომელთა შესრულების უზრუნველყოფა თვით სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხორციელდება.
საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფოები. ფიზიკური პირი ინდივიდუალური საერთაშორისო სისხლის სამართლის სუბიექტი ხდება მხოლოდ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანი მხოლოდ სახელმწიფოთა მთავრობათაშორისი ურთიერთობებია. საერთაშორისო სამართლის ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ:
ა) სახელმწიფოს მოქმედება;
ბ) მოქმედებისგან თავის შეკავება;
გ) სახელმწიფოს ტერიტორია.
საერთაშორისო სამართის წყაროებია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმები - საერთაშორისო ხელშეკრულებები და საერთაშორისო ჩვეულებანი, ე. ი. საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის არა რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ორგანოები, არამედ თვით საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ყველა ლოკალური საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, მიუხედავად თავისუებურებებისა, უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართის ძირითად პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და პრინციპები შესრულებულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ.
XELSHEKR- საერთაშორისო ხელშეკრულება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი წყაროა. საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებისა და შეწყვეტის წესს, მათი იურიდიული ძალის ნამდვილობის პირობებს. ამ საკითხთან დაკავშირებული დავების მოწესრიგების საშუალებებს
საერთაშორისო ხელშეკრულებების მხარედ გვევლინება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები - სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობა.
საერთაშორისო ხელშეკრულება აკისრებს უფლება-მოვალეობებს მხოლოდ მასში მონაწილე მხარეებს. მესამე სახელმწიფოებზე უფლება-მოვალეობანი არ ვრცელდება. მაგრამ, თუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომელიც არის კონკრეტული ხელშეკრულების მხარე, გამოიყენებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს, მას ავტომატურად ეკისრება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებიც.
გამონაკლისს წარმოადგენს ხელშეკრულებანი, მიმართული აგრესიის წინააღმდეგ. ვენის კონვენცია აღიარებს სახელმწიფოთა უფლებას დადონ ხელშეკრულება აგრესორის პასუხისმგებლობისა და სხვა საკითხების ფიქსაციის მიზნით. ამავე დროს, ყოველი ხელშეკრულება, რომელიც იდება აგრესორებისა და მათი მოკავშირეების მიერ სხვა სახელმწიფოს საზიანოდ, იმთავითვე ჩაითვლება ბათილად.
ხელშეკრულებები განსხვავდება ერთმანეთისგან მხარეთა რაოდენობის მიხედვით. ორმხრივი ხელშეკრულებები სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების ყველაზე ტიპური სახეა. დღეისთვის მისი რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს შეადგენს.
თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო დიდ და ფართო გამოყენებას პოულობს მრავალმხრივი ხელშეკრულებები, რომელთა მეშვეობით იქმნება საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონალური ორგანიზაციები, წესდებები და ა.შ. ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ ნიშნავს მხარეებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა არ ნიშნავს სხვა მხარეებთან ასეთი ურთიერთობის გაწყვეტას
საერთაშორისო ხელშეკრულება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მთავარი წყაროა, რადგან მხოლოდ დაწერილი ნორმა ქმნის სტაბილურ, მყარ ქცევის წესს. იგიგვარეობითიცნებაადამოიცავსყველასაერთაშორისოშეთანხმებას (ხელშეკრულება, შეთანხმება, პაქტი, ტრაქტატი, დეკლარაცია, კომუნიკე, კონვენციადაა.შ.). საქართველოდიდმნიშვნელობასანიჭებსსაერთაშორისოხელშეკრულებისდაცვას. საქართველოსკონსტიტუციის მე-6 მუხლისთანახმად, საქართველოსსაერთაშორისოხელშეკრულებას, თუიგიარეწინააღმდეგებასაქართველოსკონსტიტუციას, აქვსუპირატესიიურიდიულიძალაშიდასახელმწიფოებრივინორმატიულიაქტებისმიმართ.საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლების განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების და შეწყვეტის წესს, მათი იურიდიული ძალის ნამდვილობის პირობებს. საერთაშორისო ხელშეკრულებების მხარედ გვევლინება მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები-სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობა.
CHVEULB - საერთაშორისო-სამართლებრივი ჩვეულება დაუწერელი ქცევის წესია. იგი
ყალიბდება სახელმწიფოთშორისი პრაქტიკის შედეგად, რომლებიც აღიარებენ ამ
ქცევის წესის სავალდებულო ძალას დუმილით ან ოფიციალური განცხადებით.
სახელმწიფოთა ქცევის წესი საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით ნორმად რომ
იქცეს, აუცილებელია გარკვეული პერიოდი (თვე, წელი, ზოგჯერ საუკუნეებიც კი),
რომლის განმავლობაში სახელმწიფოები ერთნაირად იყენებენ ამ ქცევის წესს
საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკაში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც
სახელმწიფოთა უმრავლესობა აღიარებს ამ ქცევის წესს, იგი იქცევა საერთაშორისო
სამართლის წყაროდ. ეს ნორმა მხოლოდ მათთვისაა სავალდებულო, ვინც მას ცნობს.
ლოკალური საერთაშორისო - სამართლებრივი ჩვეულებითი ნორმა არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ ჩვეულებით და სახელშეკრულებო
იმპერატიულ ნორმებს.
SUBIEQTURB - საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება ისაა, რომ მისი ძირითადი სუბიექტები სახელმწიფოებია. საერთაშორისო სამართლის სუბიექტი წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის ისეთ მონაწილეს, რომელიც არა მარტო ფლობს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერთად ქმნის ამ ნორმებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი გარკვეული მოცულობით სუბიექტად ცნობს აგრეთვე თავისუფლებისათვის მებრძოლ ერს, ან ხალხს.
საერთაშორისო სამართლის არაძირითად,განსაკუთრებულ სუბიექტს წარმოადგენს საერთაშორისო გაერთიანებანი - გაერო, მისი სპეციალიზებული დაწესებულებანი. ეს ორგანიზაციები საერთაშორისო ასპარეზზე მათი წესდებით მოქმედებენ. სახელმწიფო არის პირველადი, ძირითადი სუბიექტი, საერთაშორისო ორგანიზაცია კი მეორადი, არაძირითადი, წარმოებული სუბიექტია, რომლის უფლებაუნარიანობა ზუსტადაა განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებით.
საერთაშორისო სამართლის სპეციფიკურ სუბიექტს წარმოადგენს ვატიკანი,რომელიც აღიარებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
მეცნიერთა მოსაზრების მიხედვით, შესაძლებელია საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იყოს ფიზიკური პირიც. თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ფიზიკური პირი სარგებლობს გარკვეული უფლებებით მხოლოდ სახელმწიფოთშორისი შეთანხმების საფუძველზე.
DZALISGAMOYENB - თანამედროვე საერთაშორისო სამართალი აგრესიულ ომს კანონგარეშე აცხადებს. აკრძალულია არამარტო ომის დაწყება, არამედ ნებისმიერი სახის სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური, სავაჭრო და სხვა ზომების გამოყენება სხვა სახელმწიფოს დაპყრობის ან მისი პოლიტიკის დაქვემდებარების მიზნით.
ყოველი სახელმწიფო მოვალეა საერთაშორისო ურთიერთობებში თავს იკავებდეს ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან. აგრესიული ომის წამოწყებისაგან. აგრესიული ომი არის მშვიდობის საწინააღმდეგო დანაშაული, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლით.
ყოველი სახელმწიფო მოვალეა თავს იკავებდეს არარეგულარული ძალების ან შეიარაღებული ბანდების შექმნისაგან ან შექმნის წაქეზებისაგან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაჭრელად
სახელმწიფოს ტერიტორია არ უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს მიერ შეძენის ობიექტი ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენების შედეგად. არავითარი ტერიტორიული შეძენა, რომელიც ძალისმიერი მუქარის ან ძალის გამოყენების შედეგია, არ უნდა იქნეს ცნობილი კანონიერად.
თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ყოველ სახელმწიფოს უფლებას ანიჭებს მასზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენოს ”ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის” უფლება, ე.ი შეიარაღებულ თავდასხმას დაუპირისპიროს ან საკუთარი შეიარაღებული ძალები ან მოკავშირე ქვეყნების ძალები. როდესაც ჩაგრული კოლონიური ერი ან ხალხი განთავისუფლებისთვის მშვიდობიანი საშუალებების ამოწურვის შემდეგ მიმართავს იარაღს, ეს ბრძოლა არ შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს როგორც აგრესიული ომი, იგი სამართლიანი შეიარაღებული ბრძოლაა, თავდაცვითი ომია.
ORGANIZAC- საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივი სახელმწიფოთშორისო დაწესებულებებია, რომლებიც ხანგრძლივი ვადით ან უვადოდ იქმნება პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიზნების განსახორციელებლად
საერთაშორისო ორგანიზაციები ორ დიდ ჯგუფად იყოფა:
სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებად.
სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება საერთაშორისო სამართლის ძირითადი სუბიექტიდ - სუვერენული სახელმწიფოების მიერ, რომელნიც განსაზღვრავენ ამ ორგანიზაციების კომპეტენციასა და სტრუქტურას, მის საერთაშორისო - სამართლებრივ სუბიექტუნარიანობას.
ასეთი ორგანიზაციის ყოველი წევრი მოქმედებს მოცემული ქვეყნის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მეშვეობით, მთელი ქვეყნის სახელით.
არასამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაცია იქმნება რამდენიმე სახელმწიფოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან პირების მიერ. მას არ გააჩნია საერთაშორისო - სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა.
განასხვავებენ უნივერსალურ და რეგიონალურ საერთაშორისო ორგანიზაციებს. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი ორგანიზაციები, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა სახის საკითხების მოწესრიგება მსოფლიოს ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით. რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციები მოიცავენ გარკვეული გეოგრაფიული რეგიონის სახელმწიფოებს და ამ რაიონის უშიშროების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტის მიზნებს ემსახურებიან.
ამის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კომპეტენციის მიხედვით - ზოგად საერთაშორისო ორგანიზაციას მიეკუთვნებიან ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანია საკითხთა ფართო სპექტრის რეგლამენტაცია, ხოლო სპეციალიზებული ორგანიზაციები ვიწრო, სპეციალური დანიშნულების საკითხების მოწესრიგებას ემსახურებიან
IMUNITETI- დიპლომატიური წარმომადგენლობა არის ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში გაგზავნილი მუდმივი საზღვარგარეთული ორგანოა, რომლის ამოცანაა განამტკიცოს ამ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა და დაიცვას თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესები. დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციებია: ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა; ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების წარმოება; ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისი სახელმწიფოს წარმოდგენა; ადგილსამყოფელ სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების შესახებ ცნობების კანონიერად მოპოვება და თავისი სახელმწიფოსთვის მიწოდება; სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
დიპლომატიურიიმუნიტეტი -უპირველესყოვლისა, გულისხმობსპირადხელშეუხებლობას. ასეთიუფლებითაღჭურვილთადაპატიმრება, პასუხისგებაშიმიცემა, მოწმისსახითსასამართლოშიგამოძახებაარშეიძლება. ხელშეუხებელიამათისაცხოვრებელიბინა, სამუშაოადგილი, გადაადგილებისსაშუალება. ამადგილებშიჩხრეკააკრძალულია, მაგრამდიპლომატიურიიმუნიტეტიარშეიძლებაგამოყენებულიქნასისეთიმიზნებისათვის, რომლებიცშეუთავსებელიადიპლომატიურიწარმომადგენლობისფუნქციებთან, კერძოდ, არშეიძლებათავშესაფარიმიეცესადამიანს, რომელიცდანაშაულისჩადენისათვისდევნილიასახელმწიფოსმიერ; არშეიძლება, აგრეთვე, ძალდატანებითვინმესდაკავებადასახელებულადგილებში.დიპლომატიურიიმუნიტეტიარგულისხმობსსრულუპასუხისმგებლობას. თუიმუნიტეტითაღჭურვილიპირიდანაშაულსჩაიდენსსაქართველოსტერიტორიაზე, მისიპასუხისმგებლობისსაკითხიდიპლომატიურიგზითგადაწყდება.
SUVERNTT- სახელმწიფოს დამოუკიდებულება. ს-ის ცნება სახელმწიფო და საერთაშორისო სამართალში შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა (1576), რომელიც ასაბუთებდა მეფეების აბსოლუტურ ხელისუფლებას, მათ დამოკიდებულებას ვინმესაგან, გარდა ღმერთისა. უფრო ადრე, თუმცა პოსტულატის სახით დოქტრინა საქართველოშიც იჩენს თავს (XI-XIII სს) და მეფის „ერთეულების“, „ერთმთავრობის“, „თვითმპყრობელობის“ ტერმინების სახით გვევლინება. ევროპაში ბურჟუაზიული რევოლუციების დროს (XVII-XVIII სს.) ეს ტერმინი ხალხის უზენაესობის ამსახველ პოლიტიკურ და სამართლებრივ ლოზუნგად იქცა - მხოლოდ ხალხი ცხადდებოდა თავისი ბედის ერთადერთ ბატონ-პატრონად, ანუ სუვერენად (ჟან-ჟაკ რუსო). მოგვიანებით (XIX-XX სს-თა მიჯნაზე) პოზიტივიზმის მიმდევრებმა ს-ის ცნება მხოლოდ ფორმალურ ნიშან-თვისებამდე დაიყვანეს - მასში ზოგადად გულისხმობდნენ ხელისუფლების უზენაესობასა და დამოუკიდებულებას. დღეს ერთმანეთისაგან განასხვავებენ სახელმწიფო ს-ს, ეროვნულ ს-სა და სახალხო ს-ს. სახელმწიფო ს სახელმწიფო ხელისუფლების ნიშან-თვისებაა, რომელიც გამოხატავს ამ ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის საშინაო საქმეებში და რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებულებას საერთაშორისო ასპარეზზე; ეროვნული ს არის ერის განუსხვისებელი, სისხლხორცეული უფლება, თვითონ განსაზღვროს თავისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ბედი, შექმნას დამოუკიდებელი, ანუ სუვერენული სახელმწიფო (იხ. სუვერენული თანასწორობა სახელმწიფოებისა). ეროვნულ უმცირესობებს ასეთი უფლება არ აქვთ; სახალხო ს-ს იგივე ნიშან-თვისებები აქვს, რაც ეროვნულ ს-ს, მაგრამ, ზოგჯერ, მისი მოქმედების სფერო უფრო ფართო ხასიათისაა - მრავალფეროვან საზოგადოებაში ხალხის ცნება არ თავსდება მხოლოდ ერთი ერის ჩარჩოებში, იგი ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა თუ ეროვნების მოქალაქეთა კრებსით უფლებად გვევლინება, თუმცა ზოგიერთ ერს შეუძლია, სრულად გამოიყენოს თავისი ეროვნული ს დამოუკიდებელი სახლმწიფოს შექმნის სახით (იხ. ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება),
XELSHDZalashi SHESVLA - ხელშეკრულება ძალაში შედის:
ა) ხელმოწერის დღიდან;
ბ) ხელმოწერიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ;
გ) სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან ან ამ დღიდან გარკვეული
ვადის გასვლის შემდეგ;
დ) სარატიფიკაციო სიგელების სათანადო რაოდენობის დაგროვების დღიდან
ან ამ სღიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ;
ე) ხელშეკრულების დამტკიცების (მიღების) დღიდან ან გარკვეული ვადის
გასვის შემდეგ. ასეთია ხელშეკრულების როგორც კონკრეტული საერთაშორისოსამართლებრივი უფლება-მოვალეობის აღმნუსხველი აქტის ძალაში შესვლის ძირითადი საშუალებანი, მაგრამ ხელშეგრულების ძალაში შესვლა როდი ნიშნავს იმას, რომ იგი სავალდებულო ხდება ყველა მხარისთვის. ასეთი ხელშეკრულება
სავალდებულო ხდება მხოლოდ მათთვის, ვინც შეასრულა აქტის ძალაში
შეყვანისთვის გათვალისწინებული ყველა პროცედურა, მაგალითად, მოახდინა მისი
რატიფიკაცია, შეუერთდა მას და ა. შ. მაგრამ, სხვებისთვის, რომლებსაც ასეთი აქტი
არ ჩაუტარებიათ, ეს ხელშეკრულება სავალდებულო ძალას არ იძენს, მანამ სანამ
ისინი არ გადადგამენ სათანადო ნაბიჯს.
რატიფიკაციის ქვეშ იგულისხმება ხელშეკრულების დამტკიცება სახელმწიფოს
უზენაესი ხელისუფლების მიერ. სახელმწიფოს უფლება აქვს უარი თქვას
რატიფიკაციაზე და ეს ვერ ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო აქტად. ყოველი
სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს რატიფიკაციის წესებს და იმ ორგანოს, რომლის
კომპეტენციაშიც შედის რატიფიკაციის უფლება. რატიფიკაციის აქტი ფორმდება
სარატიფიკაციოსიგელის სახეით, რომლითაც მეთაური ატყობინებს მეორე მხარეს
ხელშეკრულების დამტკიცების ფაქტს და არწმუნებს, რომ ხელშეკრულება
პირნათალად შესრულდება. რატიფიკაციისგან განასხვავებენ ხელშეკრულების დამტკიცებას ანუ მიღებას,
რასაც ქვეყნის კონსტიტუცია მიაკუთვნებს ამა თუ იმ კომპეტენტურ ორგანოს, თუკი
ხელშეკრულება არ მოითხოვს სარატიფიკაცია პროცედურას.
თუ ხელშეკრულება ღია ხასიათისაა, ყოველ სახელმწიფოს უფლება აქვს „შეუერთდეს“ უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რისთვისაც ის სპეციალურ
განცხადებას აკეთებს და შეერთების აქტს სახელმწიფო-დეპოზიტორს აბარებს.
ხელშეკრულება ძალაში შედის „სარატიფიკაციო სიგელების გაცვლისას“ ან
„დეპონირებისთვის გადაცემისას“.
ორმხრივი ხელშეკრულების დადებისას, ერთ ქვეყანაში ხდება ხელშეკრულების
ხელმოწერა, ხოლო სარატიფიკაციო სიგელების გადაცემა ხდება მეორე სახელმწიფოს
დედაქალაქში. მრავალმხრივ ხელშეკრულებათა რატიფიკაციის დროს სარატიფიკაციო სიგელის
შესანახად ამოირჩევა სახელმწიფო-დეპოზიტორი ან სათანადო საერთაშორისო
ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო.
ყოველი სახელმწიფო ხელმოწერისას ან რატიფიკაციის დროს უფელბამოსილია
გააკეთოს შენიშვნები ანუ დათქმა. თუ არცერთმა მხარემ არ განაცხადა პროტესტი, შენიშვნა იურიდიულ ძალას იძენს ყველა მონაწილის მიმართ.
დადებული ხელშეკრულება უნდა იყოს სათანადო წესით გამოქვეყნებული ანუ
პრომულგირებული ყოველი მხარის მიერ.
TANAMSHR DANASH BRDZOLASH - უკვე კარგა ხანია სახელმწიფოები ცდილობენ, ბოლო მოუღონ ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ყალბი ფულის დამზადება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორიზმი, მონათვაჭრობა და სხვ. დაიდო მთელი რიგი კონვენციები, რომლებიც იურიდიულად აფიქსირებენ სახელმწიფოთა უფლება-მოვალეობებს კონკრეტული საერთაშორისო სახის დანაშაულთან ბრძოლაში: ა) კონვენცია ტელეგრავის წყალქვეშა კაბელის დაცვის შესახებ ითვალისწინებს ერთობლივ ბრძოლას იმ პირთა და გემთა წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებენ აღნიშნულ კაბელებს და აფერხებენ კომუნიკაციას, ან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არხის ნორმალურ ფუნქციონირებას. ბ) კონვენციები ქალებით და ბავშვებით ვაჭრობის შესახებ მრავალჯერ დაიდო. ერთ-ერთი ბოლო კონვენცია დაიდო ადამიანებით ვაჭრობასთან და მესამე პირთა მიერ პროსტიტუციის ექსპლუატაციასთან ბრძოლის შესახებ. კონვენცია ითვალისწინებს მხარეთა ერთობლივ საქმიანობას საროსკიპოებში გაყიდვის მიზნით ადამიანების მოტაცებასთან საბრძოლველად და პროსტიტუციის ექსპლუატაციის ბიზნესის აღკვეთისათვის. სახელმწიფოები სისტემატურად აწვდიან ერთმანეთს ცნობებს „ცოცხალი საქონლით“ მოვაჭრეების შესახებ, სახავენ ერთობლივ ოპერაციებს ამ სახის დამნაშავეთა შსაპყრობად და ა. შ. გ) კონვენცია მონობის აკრძალვის შესახებ ითვალისწინებს ბრძოლას ტრადიციულ მონობასთან, ე. ი. ადამიანის ისეთ მდგომარეობასთან, როდესაც ეკუთვნის სხვა პირს საკუთრების უფლებით. მონათვაჭრობად ითვლება: 1. ყველა ქმედობა დაკავშირებული პირის შეპყრობასა და შეძენასთან ან მის განკარგვასთან მონად გადაქცევის მიზნით; 2. ყველა ქმედობა, რომელიც დაკავშირებულია მონის შეძენასთან მისი გაყიდვის ან გაცვლის მიზნით; 3. საერთოდ ყველა ქმედობა დაკავშირებული მონებით ვაჭრობასა და მათ გადაყვანასთან. მოგვიანებით „მონობის“ ცნება კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ისეთი ქმედობანი, როგორებიცა: ყმობა, ქალების და ბავშვების ყიდვა-გაყიდვა, სავალო კაბალა, სხვა სახის იძულებითი მუშაობა.ისჯება არა მარტო პირის მონად გადაქცევა ძალით, არამედ მისი დაყოლიება ნებაყოფლობით ჩადგეს მონურ მდგომარეობაში. სასტიკად ისჯება მონის ან დამოკიდებულ მდგომარეობაში მყოფი პირის დასახიჩრება, სხეულზე დამღის ამოწვით ან სხვა რაიმე საშუალებით მონური მდგომარეობის აღნიშვნა ან პირის დასჯა. დ) კონვენციაში პორნოგრაფიული გამოცემებისა და მათი ვაჭრობის აღკვეთის შესახებ განმარტებულია, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოებების, ნაბეჭდი გამოცემების, გამოსახულებების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვაგვარი საგნების დამზადება ან გავრცელება, ან რეკლამირება, აგრეთვე ამ საგნებით ვაჭრობა ან მათი შენახვა გაყიდვისა ან გავრცელების მიზნით ისჯება. ე) კონვენცია ყალბი ფულადი ნიშნების დამზადების შესახებ მიზნად ისახავს ყალბი ფულის მკეთებლებთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზებას ისე, რომ დაისაჯოს არა მარტო ადგილობრივი ფულის ფალსიფიცირება, არამედ უცხოური ვალუტისაც. ვ) კონვენცია ღია ზღვის შსახებ და კონვენცია საზღვაო სამართლის შსახებ ითვალიწინებს საერთაშორისო თანამშრომლობას საზღვაო მეკობრეობასთან ბრძოლაში. ზ) ერთობლივი კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ განმარტავს, რომ ისჯება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების კულტივიზაცია და წარმოება, შენახვა, ყიდვა-გაყიდვა, შემოტანა და გატანა. თ) საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული აქტებიდან გამოირჩევა ორი კონვენცია: 1. რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ დანაშაულთა თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ დიპლომატიური აგენტების ჩათვლით; 2. რომელიც ბრძოლას უცხადებს საჰაერო ხომალდების უკანონო გატაცებას და იცავს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას.
BRIGHT - საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის ვერტიკალურად მდებარე სივრცე (ატმოსფერო), რომელზედაც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი.საჰაერო სივრცე ეს არის მთელი სივრცე, რომელიც მდებარეობს მიწის და წყლის ზემოთ; თავისი უსაზღვროობის გამო, იგი წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამის საშუალებით, საჰაერო დარტყმები შეიძლება განხორციელდეს კონფლიქტის, შემოსევების ან ინფორმაციის თვალთვალის დროს.მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი მინერალები არ გვხვდება საჰაერო სივრცეში, როგორც ხმელეთზე, ის სხვა სარგებელს გვთავაზობს ქვეყნისთვის, რომელიც მას მართავს. საჰაერო სივრცე ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს ქვეყნის ეკონომიკაში, ვინაიდან ეს არის არხი, რომლის საშუალებითაც ხდება საქონლის გადაადგილება და მჭიდრო კავშირშია ტურიზმთან.საჰაერო სივრცე არის ცის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ხმელეთზე ან წყალზე (ზღვა, ტბები, მდინარეები). ამ სივრცეების სუვერენიტეტი შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ეკუთვნის მიწა.გარდა ამისა, საჰაერო სივრცე წარმოადგენს მნიშვნელოვან ტერიტორიას ხალხთა უსაფრთხოებისათვის. თითოეული ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიების კონტროლი და მონიტორინგი; არცერთ სხვა ერს არ აქვს უფლება შეიჭრა ამაში.
საჰაერო სივრცე ძალიან მგრძნობიარე სფეროა, რომელიც ხშირად სრულად არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში, ხილული საზღვრის ხაზი არ არსებობს, მიწისგან განსხვავებით.
ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის უსაფრთხოებისათვის. უგულებელყოფის შემთხვევაში, შეიძლება განხორციელდეს შემოჭრა ან საჰაერო თავდასხმები. როდესაც სახელმწიფოებს შორის ხდება კონფლიქტები, პირველი განიცდის საჰაერო სივრცეს, რადგან მასზე შეტევა უფრო ადვილია.
შეჭრა რომ მოხდეს, თქვენ ვალდებულნი ხართ ანგარიშს გაუწიოთ ქვეყნის თავდასხმაში მყოფ ხელისუფლებას, რადგან საჰაერო სივრცე არის არხი, რომლითაც მოგზაურობენ თვითმფრინავები, რომლებიც სხვადასხვა მიზნის მქონე ადამიანებს ატარებენ. უნდა არსებობდეს რეგულირება და ზედამხედველობა მოქალაქეების და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე.საჰაერო სივრცის ტიპი განისაზღვრება თვითმფრინავების გადაადგილების საფუძველზე. ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, როგორიცაა ჩასატარებელი ოპერაციების მიზანი და საჭირო უსაფრთხოება.
SAMART ARSEBOBA - საერთაშორისო სამართალი მოიცავს ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც სახელმწიფოს გარეთ წარმოქმნილი ურთიერთობების კომპონენტებს შეიცავს, განურჩევლად იმისა, ატარებს კონკრეტული ურთიერთობა სამთავრობათაშორისო თუ არასამთავრობათაშორისო ხასიათს, მონაწილეობს მასში ფიზიკური თუ იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია თუ სახელმწიფო, როგორც სუვერენული უფლებების მატარებელი . საერთაშორისო სამართალი კონკრეტული საერთაშორისო სისტემის-სახელმწიფოთაშორისი სისტემის განუყოფელი ნაწილია და უნდა განიხილებოდეს მთელი სისტემის ყველა კომპონენტთან მჭიდრო კავშირში. საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა ურთიერთობების იურიდიული ჩარჩოა, რაც ამ ურთიერთობებს სპეციფიკურ, სხვა სოციალური მოვლენებისაგან განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს. საერთაშორისო სამართალი ეწოდება მხოლოდ იმ ნორმებს, ანუ ქცევის წესებს, რომლებიც სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც იქმნებიან და რომელთა შესრულების უზრუნველყოფა თვით სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხორციელდება. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და პრინციპები შესრუბელ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ. საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის არა რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ორგანოები, არამედ თვით საერთაშორისო სამართლის სუბიექტები.
SAWYISXAZI - იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს იურისდიქცია მის შიდა წყლებში
განსხვავდება ტერიტორიულ ზღვაზე განხორციელებული იურისდიქციისგან,
მნიშვნელოვანია ამ ორი ზონის ერთმანეთისგან გამიჯვნა. სწორედ ამ გამმიჯნავ
ფუნქციას ახორციელებს საწყისი ხაზები. უფრო მეტიც, საწყისი ხაზები არა მარტო
შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას შორის საზღვრის ფუნქციას ასრულებს,
არამედ იგი გამოიყენება ტერიტორილი ზღვის, მიმდებარე და განსაკუთრებული
ეკონომიკური ქონებისა და კონტინენტური შელფის სიფართის ასათვლელადაც.
არსებობს ჩვეულებრივი და სწორი საწყისი ხაზები. ჩვეულებრივი საწყისი ხაზები
არის სანაპიროს გარშემო უკიდურესი მიქცევის ხაზი, როგორც აღნიშნულია
სანაპირო სახელმწიფოს ოფიციალურად აღიარებულ მსხვილმასშტაბიან რუკებზე.
სწორი საწყისი ხაზები გამოიყენება რთული რელიეფის მქონე სანაპიროების
შემთხვევაში. სწორი საწყისი ხაზები გავლებულია კლდოვანი კედლის უკიდურეს
მოქცევის წერტილებზე.
SAOMARMOKMEDEB - საბრძოლო მოქმედებებისას სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ნორმები მოცემულია ჟენევის 1949 წლის მე-4 კონვენციაში „ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ“ და 1977 წლის დამატებით ოქმებში „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ „არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“.აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარის სამოქალაქო მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ყოველთვის უნდა განასხვავონ სამოქალაქო მოსახლეობა და კომბატანტები, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები და, შესაბამისად, თავიანთი მოქმედება წარმართონ მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.კონვენციის თანახმად კონფლიქტის მონაწილე ყოველ მხარეს, უშუალოდ ან ნეიტრალური სახელმწიფოს ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, შეუძლია მიმართოს მოწინააღმეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი მოქმედებების რაიონებში შეიქმნას ნეიტრალური ზონები, საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საფრთხეთაგან ავადმყოფი და დაჭრილი კომბატანტების, ასევე არა კომბატანტების, სამოქალაქო მოსახლეობის, რომელიც არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს არ ასრულებს სამხედრო სახის რაიმე სამუშაოს დასაცავად.
ომის დროს აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის დამშევის, როგორც ომის წარმოების მეთოდის, გამოყენება. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების, ნათესების, საქონლის, სასმელი წყლის მოსამარაგებელი ნაგებობების განადგურება, გატანა, წყობრიდან გამოყვანა.სამხედრო მოქმედებების გარდა, სამოქალაქო მოსახლეობას საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოქცევა, რაც, როგორც წესი, მის ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის ყოფნით არის განპირობებული. სამოქალაქო მოსახლეობის შევიწროება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით ასევე იკრძალება.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს ომის მსხვერპლის სიცოცხლესა და ღირსებას. დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნებისმიერ გარემოებაში აქვთ უფლება, მოითხოვონ მათი პიროვნების, ღირსების, ოჯახური უფლებების, რელიგიური მრწამსისა და წესების, ჩვევებისა და ადათების პატივისცემა, მათ ყოველთვის ჰუმანურად უნდა ეპყრობოდნენ, იცავდნენ ძალადობისა და მუქარის ნებისმიერი აქტის, შეურაცხყოფისა და ხალხის ცნობისმოყვარეობისაგან.დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ ფიზიკური ან მორალური იძულების რაიმე ზომის გამოყენება მათგან ან მესამე პირებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით.ასევე აკრძალულია დაცვის ქვეშ მყოფი პირების ნებისმიერი მოტივით განპირობებული ინდივიდუალური ან მასობრივი იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ქვეყნებიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელია, როგორც ბრძანების გამცემი ისე მისი აღმსრულებელი.
MONIST -მონისტური თეორიის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არა ის ურთიერთობები, რომლებიც სამართლის მეშვეობითაა მოწესრიგებული არამედ თავად სამართლის ბუნება. მონისტური თეორიის ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენს ნორმათა შორის იერარქიის აღმოჩენა, ჰანს კელზენის მიერ. ანუ ამ იერარქიაში წარმოდგენილია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ერთმანეთთან გარკვეულ კავშირში იმყოფება. მონისტური თეორიის მიხედვით სამართლის ნორმები ყველა შემთხვევაში უნდა მოვაქციოთ გარკვეული იერარქიის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ მართალია ურთიერთობათა მოწესრიგების სფერო შიდა და საერთაშორისო სამართალში განსხვავებულია ისინი მაინც ერთ ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ რადგან ორივეს საერთო სამართლებრივი ბუნება გააჩნია, შესაბამისად ისმის კითხვა კონსტიტუცია უფრო იერარქიულად მაღლა მდგომია თუ საერთაშორისო ნორმა? აქვე ჩნდება მეორე კითხვაც, კერძოდ გამომდინარეობს თუ არა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა და დამოკიდებული არის თუ არა იგი ზოგადად სახელმწიფოს არსებობაზე, ვინაიდან საერთაშორისო სამართალი აწესრიგებს სახელწმიფოთა შორის ურთიერთობებს ანუ ამ ლოგიკით ამგვარი ურთიერთობის არსებობისათვის საჭიროა სახელმწიფო, რომელიც იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას დებს საერთაშორისო ხელშეკრულებას და შესაბამისად აყალიბებს საერთაშორისო ნორმას. ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით ჩნდება ერთგვარი შეხედულება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სამართალი დამოკიდებულია კონსტიტუციაზე ანუ შიდასახელწმიფოებრივ ნორმაზე. მონისტურ თეორიაში განსხვავებული მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ნაწილს მიაჩნია, რომ იერარქიის სათავეში შესაძლებელია, კონსტიტუციის მოაზრება, ხოლო მეორე მხარე მიაჩნია პირიქ, კერძოდ სართაშორისო სამართლებრივი ნორმა უნდა იყოს უფრო მაღლა მდგომი იერარქიულად ვინემც შიდასახელწმიფოებრივი ნორმა, როდესაც ვსაუბრობთ მონისტურ თეორიაზე აუცილებელია განვმარტოთ თუ რას წარმოადგენს სამართლებრივი ბუნება თავისი არსით, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს აღნიშნული თეორიის ამოსავალ წერტილს, ანუ უნდა იქნას განსაზღვრული თუ რატომ უნდა მოხდეს სამართლებრივად დადგენილი ქცევის წესების შესრულება. რაში მდგომარეობს მათი სავალდებულოობა? მონისტური თეორიის მიხედვით, თითუელი სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ბუნება გამომდინერეობს მისი ზემდგომი ნორმიდან მაგალითად, მერის მიერ გამოცემული ბრძანება, ქალაქის ამა თუ იმ ნაწილში ავტომობილის გაჩერების აკრძალვის შესახებ. რატომ უნდა დაემორჩილოს მოქალაქე აღნიშნულს? მონისტური თეორიის მიხედვით თითოული სამართლებრივი ნორმის სავალდებულოობა დამოკიდებულია მის ზემდგომ ნორმაზა, რომელსაც იგი ეყრდონა და ამგვარი მიდგომით ჩვენ საბოლოოდ ლოგიკურად მივდივართ იმ ერთ უზენაეს კანონამდე რომელიცაა კონსტიტუცია. მაგრამ რატომაა თავად კონსტიტუცია სავალდებულო? მისი მთავარი საფუძველს წარმოადგენს ფუნდამენტური ნორმა, რომელიც წარმოსახვითია და რომელსაც ერთი დანიშნულება აქვს, კერძოდ კონსტიტუციას მიანიჭოს თავისი სავალდებულო სტატუსი, თუმცა თავად კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვაი როლი უკავია საერთაშორისო ნორმებს, ვინაიდან როგორც წესი თავად კონსტიტუცია აღნიშნავს იმ ფაქტს, იგი ითვალისწინებს და ეყრდნობა საერთაშორისო ნორმებს. წარსულში თუ სახელმწიფოები დამოუკიდებლად ფორმირდებოდნენ დღესდღეობით მათ სჭირდებათ საერთაშორისო აღიარება სრულყოფილი საერთაშორისო სამართლის ურთიერთობის სუბიექტად ყოფნისათვის.
SISTEMA - საერთაშორისო სისტემა, ფართო გაგებით, მოიცავს ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც სახელმწიფოს გარეთ წარმოქმნილი ურთიერთბების კომპონენტებს შეიცავს, განურჩევლად იმისა, ატარებს კონკრეტული ურთიერთობა სამთავრობათაშორისო თუ არასამთავრობათაშორისო ხასიათს, მონაწილეობს მასში ფიზიკური თუ იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია თუ სახელმწიფო, როგორც სუვერენული უფლებების მატარებელი. ამგვარად, საერთაშორისო სისტემის ამ ცნებაში შედის ყველა საერთაშორისო მოვლენა, სახელმწიფოთა შორის არსებული ყველა ურთიერთობა. საერთაშორისო სისტემა, ვიწრო გაგებით, მოიცავს მხოლოდ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს,ისეთ ურთიერთობებს, რომლებშიც ძირითადადმოქმედ პირებად, სუბიექტებად, გამოდიან სახელმწიფოები, როგორც სუვერენული პოლიტიკური ერთეულები, აგრეთვე სახელმწიფოთა მიერ შექმნილი საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სუბიექტების გარდა, ეს სისტემა მოიცავს აგრეთვე ამ ურთიერთობების შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ, მორალურ და სხვა ნორმებს (საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ადათს, საერთაშორისო მორალს, საერთაშორისო თავაზიანობას), რომლებიც თავის მხრივ, აქტიურ ზეგავლენას ახდენენ არსებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე.
საერთაშორისო სამართალი კონკრეტული საერთაშორისო სისტემის სახელმწიფოთაშორისი სისტემის განუყოფელი ნაწილია და უნდა განიხილებოდეს მთელი სისტემის ყველა კომპონენტთან მჭიდრო კავშირში. საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული და სხვა ურთიერთობების იურიდიული ჩარჩოა, რაც ამ ურთიერთობებს სპეციფიკურ, სხვა სოციალური მოვლენებისგან განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს.
საერთაშორისო სამართალი ეწოდება მხოლოდ იმ ნორმებს, ანუ ქცევის წესებს, რომლებიც სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც იქმნებიან და რომელთა შესრულების უზრუნველყოფა თვით სახელმწიფოთა ან სხვა სუბიექტთა მიერ ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხორციელდება. საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფოები. ფიზიკური პირი ინდივიდუალური საერთაშორისო სისხლის სამართლის სუბიექტი ხდება მხოლოდ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანი მხოლოდ სახელმწიფოთა მთავრობათაშორისი ურთიერთობებია. საერთაშორისო სამართლის ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ: ა) სახელმწიფოს მოქმედება; ბ) მოქმედებისგან თავის შეკავება; გ) სახელმწიფოს ტერიტორია. საერთაშორისო სამართის წყაროებია სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმები - საერთაშორისო ხელშეკრულებები და საერთაშორისო ჩვეულებანი, საერთაშორისო სამართლის ნორმებს ქმნის არა რაიმე ზესახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ორგანოები, არამედ თვით საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ყველა ლოკალური საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, მიუხედავად თავისუებურებებისა, უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართის ძირითად პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და პრინციპები შესრულებულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ.
PASUXISMG - შეიძლება
იყოს მხოლოდ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, თავისუფლებისთვის
მებრძოლი ერი (ხალხი) და სპეციალური სუბიექტები. მაგრამ, საერთაშორისო
სამართლის განვითარებამ საერთაშორისო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
ფიზიკური პირის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის
კონცეფცია მკაფიოდ დაამკვიდრა.
საერთაშორისო სისხლის სამართალი საერთაშორისო საჯარო სამართლის
დარგია. სამართლის ამ მიმართულების მარეგულირებელი წესები საერთაშორისო
სამართლის წყაროებიდან იღებს სათავეს. საერთაშორისო სისხლის სამართალი
საერთაშორისო სამართლის შედარებით ახალი დარგია. ქმედებების ის სია,
რომელნიც საერთაშორისო დანაშაულებად მოიხსენიება, ეტაპობრივი განვითარების
შედეგად შედგა.საერთაშორისო დანაშაული სულ ოთხია: ომის დანაშაულები, გენოციდი,
ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, აგრესია.
ომის დანაშაულები სათავეს იღებს „ომის წესებისა და ჩვეულებებიდან“,
რომლებიც ადამიანს შეიაღაბულ კონფლიქტში გარკვეული დაცვის გარანტიას
უზრუნველყოფს.გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების
განვითარება ადამიანთა, მათ შორის საკუთარივე სახელმწიფოების მთავრობების
მიერ, უფლებების მასობრივი მძიმე დარღვევებისგან დასაცავად განვითარდა.
აგრესიის დანაშაულის გამოკლებით, რომელიც სახელმწიფოთაშრის
კონფლიქტს ეხება, საერთაშორისო სისხლის სამართალი შეეხება ადამიანსა და
ადამიანის დაცვას უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევებისგან.
განხილულისგან უნდა განვასხვავოთ საერთაშორისო სახის დანაშაული.
ცნობილია, რომ ყოველი სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს დანაშაულის სახეებსა
და მასთან ბრძოლის საშუალებებს, მაგრამ ზოგიერთი დანაშაული თავისი არსით
სცილდება ერთი სახელმწიფოს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას
იპყრობს.
MOQALAQ - მოქალაქეობა სახელმწიფოებრივი მოვლენაა. იგი გულისხმობს
სახელმწიფოსთან ფიზიკური პირის კავშირს, რომელიც წესდება მოცემული
სახელმწიფოს მიერ, ხასიათდება მხარეთა ურთიერთობის სიმტკიცით და შეიცავს
სახელმწიფოსა და პირის უფლება-მოვალეობებს. მოქალაქე ინარჩუნებს კავშირს
თავის სახელმწიფოსთან სიკვდილამდე, მიუხედავად იმისა, ის სამშობლოში
ცხოვრობს თუ საზღვარგარეთ.მოქალაქეობის შეძენის რამდენიმე წესი არსებობს: 1) საერთო წესი (დაბადება,
ნატურალიზაცია) და 2) გამონაკლისი შემთხვევები (ტერიტორიული ცვლილებები,
რეპატრიაცია, ოპტაცია).
მოქალაქეობის შეძენის ჩვეულებრივი წესია დაბადება. სახელმწიფოთა
უმრავლესობა ,,სისხლის უფლებას’’ იყენებს, ე.ი. ახალშობილი რომელი ქვეყნის
ტერიტორიაზეც არ უნდა დაიბადოს, მოქალაქეობა ენიჭება მისი მშობლების
მოქალაქეობის გათვალისწინებით. გამოიყენება ,,ნიადაგის უფლებაც’’ - ახალშობილს
მოქალაქეობა ენიჭება შობის ადგილის მიხედვით, მიუხედავად მშობლების
მოქალაქეობისა. მოქალაქეობის შეძენის მეორე საშუალებაა ნატურალიზაცია, ანუ
მოქალაქეობის მინიჭება ამ პირის პირადი თხოვნის ან თანხმობის საფუძველზე.
ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლებია: მოცემულ
სახელმწიფოში გარკვეული ვადით ცხოვრება; სახელმწიფო ორგანოებში ან
შეიარაღებულ ძალებში სამსახური;მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. პირველს მიეკუთვნება ყველა ის შემთხვევა, რომელიც ნატურალიზაციასთან, ოპტაციასა და ქორწინებასთან არის დაკავშირებული. მეორე ჯგუფს კი მიეკუთვნება შემთხვევები, როცა მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება კომპეტენტური ორგანოების მიერ (სასამართლო). ეს აქტი დასჯის ერთ-ერთი სახეობაა
REJIMI - სახელმწიფოს ტერიტორიული წყლები ეწოდება ზღვის ზოლს,რომელიც ამ
სახელმწიფოს ნაპირებს აკრავს და მისი სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება. სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა სიგანის ტერიტორიული წყლები აკრავს. ტერიტორიული
წყლები, მათი წიაღი და მათ თავზე მდებარე საჰაერო სივრცე სახელმწიფოს სრული
სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება და შიდა წყლებივით დახურულია უცხო ქვეყნების
გემებისათვის, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მოსაზღვრე სახელმწიფოების მიერ
ან სათანადო ხელშეკრულებით.
მხოლოდ ერთით განსხვავდება ტერიტორიული წყლები შიდა წყლებისგან –
„მშვიდობიანი გავლის“ პრინციპით. არასამხედრო გემებს უფლება აქვთ გზით
შემოკლების ან ღია ზღვაში გასვლის მიზნით გადალახონ სახელმწიფოს
ტერიტორიული წყლები შიდა წყლებში შესვლით ან შეუსვლელად. მშვიდობიანი
გავლისთვის წინასწარი შეტყობინება საჭირო არ არის და ამ დროს გემი არ იხდის
არავითარ ბაჟს და მასზე ალმის კანონი მოქმედებს. სხვა შემთხვევაში
ტერიტორიული და შიდა წყლების რეჟიმი ერთნაირია.
სანაპირო სახელმწიფოს სისხლის სამართლის იურისდიქცია არასამხედრო
გემებზე ვრცელდება ტერიტორიულ წყლებში მყოფ ჩადენილ დანაშაულზე, მხოლოდ
იმ შემთხვევაში თუ: ა) დანაშაულის შედეგები ვრცელდება სანაპირო სახელმწიფოზე;
ბ) დანაშაული არღვევს ქვეყნის სიმშვიდეს და ტერიტორიულ წყლებში მოქმედ
წესრიგს; გ) თუ ამას თხოულობს ხომალდის კაპიტანი, დიპლომატიური აგენტი ან
ხომალდის ალმის სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირი; დ) ნარკოტიკებით
და ფსიქოტროპილ ნივთიერებათა არაკანონიერი ვაჭრობის აღკვეთის მიზნით.
წყალქვეშა ნავები ტერიტორიულ წყლებს ამოტივტივებულ მდგომარეობაში
გაივლიან. ტერიტორიული წყლების გასწვრივ შეიძლება მდებარეობდეს ე.წ.
მიმდებარე წყლები. მათი სიგანე არ შეიძლება იყოს 24 საზღვაო მილზე მეტი,
რომლის გამოთვლა ტერიტორიული წყლების მსგავსად შიდა წყლების საზღვეიდან
იწყება.
TERITORI - ტერიტორია ანუ დედამიწის ზედაპირი – ხმელეთი, წყალი და მათ ზემოთ
არსებული საჰაერო სივრცე ყოველთვის იყო და იქნება ადამიანისათვის საარსებო
წყარო, რომლის გარეშეც შეუძლებელია, არა მარტო მოსახლეობის სამეურნეო
საქმიანობა, არამედ, საერთოდსაზოგადიების ფიზიკური არსებობაც კი სახელმწიფო ტერიტორია არის დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც
მოცემული სახელმწიპოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება.სახელმწიფო ტერიტორიის
ფარგლებში ერთი სახელმწიფოს ძალაუფლება უნდა ბატონობდეს, ხოლო მისი
იურისდიქცია უნდა იყოს სრული და შეუზღუდველი. სწორედ ეს თვისება
წარმოადგენს სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ–ერთ ძირითად მხარეს და
ტერიტორიული უზენაესობის სახელწოდებას. სახელმწიფო ტერიტორისს
ფარგლებში საჯარო ხელისუფლება სხვა სახელმწიფოებისაგან დამოუკიდებლად
განაგებს თავის ტერიტორიას, არა მარტო პოლიტიკურ სფეროში, არამედ აქტიურად
იყენებს მას ეკონომიკურ სფეროშიც. ყველა ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორია არა
მარტო საჯარო ხელისუფლების მოქმედების სივრცითი ზღვარია, არამედ მისი
საჯარო საქმიანობის ობიექტიც, რომლის მიმართ სახელმწიფოს სრული განკარგვის
უფლება გააჩნია. ტერიტორიული უზენაესობის იურიდიული ბუნება ყოველთვის
ერთგვაროვანი არ ყოფილა.იგი კლასობრივი ხასიათისაა და მჭიდროდაა
დაკავშირებული სახელმწიფოს ისტორიულ ტიპთან და მის სოციალურ
ბუნებასთან.მონათმფლობელურ საზოგადოებაში სახელმწიფო ტერიტორია საჯარო
საკუთრებად ითვლებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს მემკვიდრეობით
სარგებლობაში გადაეცემოდა. ფეოდალიზმის ხანაში კერძო საკუთრება მიწაზე
ფეოდალის საჯარო ხელისუფლებას განაპირობებდა, მისი ძალაუფლების წყარო იყო.
ყოველი სუვერენი თავის ტერიტორიას როგორც ნივთს ისე ექცეოდა.
ERI - თანამედროვე საერთაშორისო სამართალი გარკვეული მოცულობით სუბიექტად ცნობს თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს, ან ხალხს. ერი ან ხალხი,რომელიც ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ მეტროპოლის წინააღმდეგობის გამო იძულებულია მიმართოს იარაღას, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით აწარმოებს ,,შეიარაღებულ თავდაცვას“ კოლონიზატორთა აგრესიის წინააღმდეგ. ასეთ ერს ან ხალხს მიენიჭება მთელი რიგი უფლებები და ეკისრება ვალდებულებები. გაერო მოვალეა რაც შეიძლება სწრაფად მოუღოს ბოლო წარმოშობილ კონფლიქტს და აიძულოს კოლონიზატორი ცნოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის დამოუკიდებლობა. თუ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მშვიდობიან ფორმებში მიმდინარეობს, ერის ინტერესებს გამოხატავენ ის არსებული წარმომადგენლობითი დაწესებულებები, რომლებიც ბრძოლის გარდამავალ ეტაპზე ყალიბდებიან როგორც შინაგანი თვითმმართველობის ორგანოები.