საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49
18/01/2007
სსმ, 8, 23/01/2007
040.030.000.08.002.004
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2007 - 02/02/2015)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №49

2007 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ

1. აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნარიმან ნარიმანოვისა და მამედ ყული ზადეს სახლ-მუზეუმების ექსპონატებისა და აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი (შემდეგში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი