დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 16/01/2007 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №31
2007 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №19, მუხ. 223) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება, მე-16 და მე-17 მუხლების მეორე პუნქტების გარდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.“.
მუხლი 2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 30 დეკემბრიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები