„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 702
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 27/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
702
24/11/2006
სსმ, 159, 27/11/2006
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/11/2006 - 05/10/2012)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №702

2006 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის საა­გენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

გ) სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით გადაცემა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექ­სიშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სააგენტოს დაფინანსების მიზნით.

მ. სააკაშვილი