,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 152, 13/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
682
09/11/2006
სსმ, 152, 13/11/2006
040.030.000.08.002.004
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/11/2006 - 25/08/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №682

2006 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1.    შეიქმნას ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“  (შემდგომში – კომპლექსი).

2.    კომპლექსის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ერთ თვეში უზრუნველყოს კომპლექსის დებულების დამტკიცება და მათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. №2-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის (სპორტული კომპლექსი, გენ. გეგმით №14) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, ამასთან, სენაკის სამხედრო ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსის (სენაკის სამხედრო ქალაქი) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპლექსისათვის გადაცემა.

     მ. სააკაშვილი