დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 539 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 90, 26/07/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №539
2010 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ნოემბრის №682 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №152, მუხ. 2112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ”;
ბ) ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდეგში – კომპლექსი).
2. კომპლექსის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ.
3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კომპლექსის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები